მონცა და ბრიანცის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონცა და ბრიანცის პროვინცია
Provincia di Monza e della Brianza
დროშა
Stemma Provincia di Monza e della Brianza.png
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი პროვინცია
შედის ლომბარდიის რეგიონში
მოიცავს 55 კომუნას
ადმინისტრაციული ცენტრი მონცა
მოსახლეობა (2010) 850 000 კაცი
სიმჭიდროვე 2 093,2 კაცი/კმ²
ფართობი 405,49 კმ²
მონცა და ბრიანცის პროვინცია რუკაზე
სატელეფონო კოდი 039, 0362, 02
საფოსტო ინდექსები 20900, 20811-20886
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
MB
Commons-logo.svg Province of Monza and Brianza

მონცა და ბრიანცის პროვინცია (იტალ. Provincia di Monza e della Brianza) — პროვინცია იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. დედაქალაქია მონცა. ოფიციალურად შეიქმნა 2004 წლის 12 მაისს, მილანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილის გამოყოფის შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულად კი 2009 წლის ივნისში ჩამოყალიბდა.

პროვინციის ფართობი 405,49 კმ²-ია, რა მხრივაც ის იტალიის ერთ-ერთი უმცირესი პროვინციაა, მოსახლეობა 850 000 ადამიანს შეადგენს (2010) და კმ²-ზე 2 000 ადამიანის სიმჭიდროვით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალურბანიზებული არეალია. შედგება 55 კომუნისგან. დედაქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია მონცა, რომელიც მილანისგან მხოლოდ 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

კომუნები[რედაქტირება]

ცხრილში მოცემულია ძირითდი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:

პროვინციის რუკა
კომუნა მოსახლეობა ფართობი
(კმ²)
სიმჭიდროვე
(ად/კმ²)
სიმაღლე
(ზღვის დონე მ)
1 მონცა 122 337 33,03 3 704 162
2 სერენო 43 163 13,01 3 318 222
3 ლისონე 42 849 9,27 4 673 181
4 დეზიო 40 633 14,79 2 747 196
5 ჩეზანო-მედერნო 37 540 11,46 3 245 198
6 ლიმბიატე 35 057 12,40 2 827 187
7 ბრუგერიო 33 343 10,32 3 231 123
8 ვიმერკატე 25 759 20,67 1 246 194
9 ჯუსანო 24 672 10,29 2 390 269
10 მუჯო 23 428 5,58 4 199 186

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]