დაცული ტერიტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაცული ტერიტორია – ტერიტორია, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი, რათა დაცული იყოს აღნიშნული ტერიტორიის ფიზიკური მახასიათებლები, დაცული იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობა. დაცული ტერიტორია შეიძლება იყოს სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი ან მიწის სხვა ფართი.

2003 წლის 22 აპრილს გარემოს გლობალური ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ხელშეწყობით საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ.”

ამ კანონის მიხედვით საქართველოში შეიძლება არსებობდეს შემდეგი სახის დაცული ტერიტორიები:

საქართველოს დაცული ტერიტორიები
დაცული ტერიტორია მიზანი კატეგორია (IUCN)
სახელმწიფო ნაკრძალი მკაცრი დაცვა, საგანმანათლებლო და არამანიპულაციური კვლევები სპეციალური ნებართვით I
ეროვნული პარკი ეკოსისტემების კონსერვაცია, განათლება, ტურიზმის განვითარება II
ბუნების ძეგლი ბუნების თავისებურებების კონსერვაცია (მცირე ზომის განსაკუთრებული ტერიტორიის დაცვა) III
აღკვეთილი ბუნების დაცვა და შენარჩუნება აქტიური მართვის გზით IV
დაცული ლანდშაფტი ლანდშაფტის და/ან ზღვის აკვატორიის კონსერვაცია და ტურიზმის განვითარება V
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება VI


დაცული ტერიტორიები საქართველოში[რედაქტირება]

საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]