იელი (მცენარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| იელი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Rhododendron luteum | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
იელი (Rhododendron luteum), ზაფხულმწვანე ბუჩქი როდოდენდრონის გვარისა. სიმაღლე 2 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი დიდი, წინწკლებიანი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები. გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და მცირე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, უფრო კოლხეთში. იზრდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე ქვეტყედ, ტყის პირებზე. სუბალპურ სარტყელში ქმნის ბუჩქნარს — იელიანს. ყვავილობს ფოთლის გამოტანამდე ან მასთან ერთად აპრილ-ივნისში. დეკორატიულია ყვავილობისას ან შემოდგომაზე თავისი კაშკაშა წითლად შეფერილი ფოთლების გამო. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. კულტურაში ცნობილია იელის მრავალი ჰიბრიდული ჯიში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 80—81, თბ., 1980 წელი.
სტატიის