ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1966
25 ნოემბერი - 20 დეკემბერი 1966 ჰავანა, კუბა
ჯერ კიდევ 1963 წელს კუბამ თავისი კანდიდატურა წარადგინა XVII ოლიმპიადის მასპინძლობაზე. მომდვენო წელს ფიდემ თავის კონგრესზე თანხმობა მისცა კუბელებს და მათაც სერიოზული მზადება დაიწყეს. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც თვით ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა. მოჭადრაკეებს საცხოვრებლად 25 სართულიანი სასტუმრო ,,ჰავანა ლიბრე’’ გამოუყვეს. ამავე სასტუმროს ,,ელჩების დარბაზში’’ მიმდინარეობდა საჭადრაკო ბატალიებიც. ტურნირმა ჰავანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ცნობილი რევოლუციონერი ჩე გევარაც კი ესწრებოდა. მონაწილეთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 52-ს მიაღწია. გუნდები ისევ შვიდ ქვეჯგუფად დაყვნენ, საიდანაც ორ-ორი გამარჯვებული გადიოდა ფინალურ ტურნირში. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში იყო ერთი დებიუტანტი, ლევ პოლუგაევსკი. გუნდს მსოფლიოს ჩემპიონი, ტიგრან პეტროსიანი თავკაცობდა. მის გარდა გუნდში იყვნენ მსოფლიოს ჩემპონობის პრეტენდენტი, ბორის სპასკი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მიხეილ ტალი სსრ კავშირის ჩემპიონი ლეონიდ შტეინი და ვიქტორ კორჩნოი. ამერიკელთა გუნდს სათავეში რობერტ ფიშერი ედგა. გუნდის ხელმძღვანელობამ მეორე დაფაზე თამაში სამუელ რეშევსკის შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. კვლავ ძლიერი გუნდები ყავდათ იუგოსლავიას, უნგრეთს და ჩეხოსლოვაკიას. სიურპრიზი იყო დასავლეთ გერმანელების, წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორების , არ ჩამოსვლა ჰავანაში.
პირველ ეტაპზე სიურპრიზები არ მომხდარა და ყველა უძლიერესი გავიდა მთავარ ფინალში. ტურნირი კარგად დაიწყეს საბჭოთა და ამერიკელმა მოჭადრაკეებმა. მათ თანდათნ ჩამოიტოვეს დანარჩენი მეტოქეები და დუეტად ლიდერობდნენ ტურნირს. საინტერსო რამ მოხდა მეორე ტურში. ტურის დაწყებამდე სამი საათით ადრე, ამერიკელთა გუნდის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა მსაჯთა კოლეგიას , რათა მათ რელიგიური მიზეზით გადაეწიათ პეტროსიან - ფიშერის პარტიის დაწყების დრო. აღსანიშნავია რომ ამავე თხოვნით, მათ პირველ ტურშიც მიმართეს ორგანიზატორებს, მაგრამ დანიელი ბენტ ლარსენი წინააღმდეგი წავიდა. მაშინ ამერიკელებმა ფიშერი რობერტ ბირნით შეცვალეს. ახლა კი მათ არ სურდათ საბჭოელებთან თავიანითი ლიდერის გარეშე თამაში და მიიღეს რა უარი ორგანიზატორებისაგან ტურზე არ გამოცხადდნენ. ერთი საათის ლოდინის შემდეგ მსაჯთა კოლეგიამ საბჭოელებს ოთხივე დაფაზე მოგება ჩაუთვალა. მაშინ საბჭოთა დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალ დღეს ეთამაშათ ეს მატჩი. იგი მოგვიანებით მართლაც გაიმართა და ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა (ტალმა მოუგო ბირნს). დაწყებული მეექვსე ტურიდან სსრ კავშირის ნაკრები ნელ-ნელა ზრდიდა თავის უპირატესობას და ბოლოსწინა ტურში პირველ ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ამერიკელები მეორენი იყვნენ, ხოლო უნგრელებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების (ბერგერის ცხრილით) წყალობით აჯობეს იუგოსლავიელებს.
სექციების სია |
ტექნიკური შედეგები [რედაქტირება]
მონაწილეობდა 52 ქვეყნის ნაკრები გუნდი . ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები შვიდ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I - XIV ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXVIII, XXIX-XLII XLIII-LII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1.
სსრკ - 24,5 2.
ესპანეთი - 20,5 3.
შვეიცარია - 18,5 4.
შვედეთი - 15,5 5.
ფილიპინები - 13,5 6.
ურუგვაი - 9 7.
მონაკო - 7,5 8.
ჰონგკონგი - 3
- II ჯგუფი: 1.
იუგოსლავია - 21 2.
ისლანდია- 13,5 3.
ინდონეზია - 12,5 4
ავსტრია- 12 5.
თურქეთი- 11 6.
მონღოლეთი - 9 7.
მექსიკა - 5
- III ჯგუფი:1.
აშშ - 17,5 2.
ნორვეგია - 16,5 3.
პოლონეთი - 16,5 4.
ისრაელი - 15,5 5.
ეკვადორი- 7,5 6.
პორტუგალია - 6 7.
ბოლივია - 4,5
- IV ჯგუფი: 1.
არგენტინა - 20,5 2.
დანია - 18 3.
ინგლისი - 15 4.
საფრანგეთი - 9,5 5.
ირლანდია- 8 6.
ჩილე - 7 7.
სარ - 6
- V ჯგუფი: 1.
ჩეხოსლოვაკია - 21 2.
გდრ- 19 3.
კანადა - 18 4
შოტლანდია- 9,5 5.
იტალია- 8,5 6.
ლუქსემბურგი - 6,5 7.
კვიპროსი - 1,5
- VI ჯგუფი:1.
უნგრეთი - 23,5 2.
კუბა - 21 3.
ნიდერლანდი - 20,5 4.
ბელგია - 14,5 5.
ვენესუელა- 12,5 6.
ტუნისი - 11,5 7.
პანამა - 6,5 8.
ლიბანი - 2
- VII ჯგუფი: 1.
რუმინეთი - 22,5 2.
ბულგარეთი - 21,5 3.
კოლუმბია - 17 4.
ფინეთი - 17 5.
საბერძნეთი- 14 6.
პუერტო-რიკო - 12 7.
მაროკო - 6 8.
ნიკარაგუა - 2
მეორე ეტაპი
- XLIII-XLII ადგილები
43.
სარ - 28 44.
მექსიკა - 24,5 45.
ბოლივია - 22 46.
მონაკო - 20 47.
მაროკო - 19,5 48.
ნიკარაგუა - 17 49.
პანამა - 16,5 50.
ლიბანი - 11 51.
კვიპროსი - 11 52.
ჰონგკონგი - 10,5
- XXIX-XLII ადგილები
29.
იტალია - 38 30.
მონღოლეთი- 33,5 31.
ფილიპინები - 31 32.
საბერძნეთი - 29 33.
ურუგვაი - 28 34.
ტუნისი - 26,5 35.
თურქეთი - 25,5 36.
ვენესუელა - 25 37.
პორტუგალია - 25 38.
ჩილე - 23,5 39.
ეკვადორი -23,5 40.
ირლანდია - 21 41.
პუერტო-რიკო - 18,5 42.
ლუქსემბურგი - 16
- XV - XXVIII ადგილები
15.
ნიდერლანდი - 37 16.
პოლონეთი- 31,5 17.
ავსტრია - 30 18.
შვეიცარია - 28,5 19.
ისრაელი- 28,5 20.
ფინეთი - 28 21.
ინგლისი - 27,5 22.
კოლუმბია - 27,5 23.
კანადა - 25,5 24.
შვედეთი- 24,5 25.
ბელგია - 23 26.
საფრანგეთი- 20 27.
ინდონეზია - 18 28.
შოტლანდია - 15,5
I - XVI ადგილები
- 1
სსრკ - 39,5 - 2
აშშ - 34,5 - 3
უნგრეთი - 33,5 - 4
იუგოსლავია - 33,5 - 5
არგენტინა - 30 - 6
ჩეხოსლოვაკია - 29,5 - 7
ბულგარეთი - 28,5 - 8
რუმინეთი - 26,5 - 9
გდრ - 25,5 - 10.
დანია - 20 - 11.
ისლანდია - 19 - 12.
ესპანეთი - 18 - 13.
ნორვეგია - 14 - 14.
კუბა - 12
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები [რედაქტირება]
ტიგრან პეტროსიანი 12,5 (+10=3-0), ბორის სპასკი 10 (+5=10-0), მიხეილ ტალი 12 (+11=2-0), ლეონიდ შტეინი 9 (+7=4-1), ვიქტორ კორჩნოი 10,5 (+9=3-1), ლევ პოლუგაევსკი 11 (+8=6-0),
რობერტ ფიშერი 15 (+14=2-1), რობერტ ბირნი 6,5 (+3=7-3), პალ ბენკო 8 (+4=8-0), ლარი ევანსი 10,5 (+6=9-0), უილიამ ადისონი 5 (+5=0-4), ნიკოლას როსოლიმო 7 (+5=4-1).
ლაიოშ პორტიში 11,5 (+8=7-1), ლასლო საბო 11 (+7=8-0), იშტვან ბილეკი 11,5 (+8=7-0), ლევენტ ლენდიელი 4 (+2=4-4), დიოჟე ფორინტოში 8 (+7=2-3), ლასლო ბარცა 11(+10=2-0)
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით [რედაქტირება]
| პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ტიგრან პეტროსიანი | 11,5 | 13 | 88,5 | |
| რობერტ ფიშერი | 15 | 17 | 88,2 | |
| ვოლფგანგ ულმანი | 13 | 18 | 72,2 | |
| კარლ ოჰანენი | 13 | 18 | 72,2 |
| მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ოსკარ პანო | 14 | 18 | 77,8 | |
| ლასლო საბო | 11 | 15 | 73,3 | |
| ჰეიკო ვესტერინენი | 14,5 | 20 | 72,5 |
| მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| მიხეილ ტალი | 12 | 13 | 92,3 | |
| როსენდო ბალინასი | 15,5 | 20 | 77,5 | |
| იშტვან ბილეკი | 11,5 | 15 | 76,7 |
| მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| კრისტიან ლანგევეგი | 12 | 15 | 80,0 | |
| ალექსანდრ მატანოვიჩი | 10,5 | 14 | 75,0 | |
| ლეონიდ შტეინი | 9 | 12 | 75,0 |
| პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ვიქტორ კორჩნოი | 10,5 | 13 | 80,8 | |
| მილან მატულოვიჩი | 12 | 15 | 80,0 | |
| ჰანს რეე | 11 | 15 | 73,3 |
| მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
|---|---|---|---|---|
| ლასლო ბარცა | 11 | 12 | 91,7 | |
| ლევ პოლუგაევსკი | 11 | 14 | 78,6 | |
| ისმეთ იბრაგიმოღლუ | 10 | 13 | 76,9 |
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Ю.Авербах, Б.Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
სტატიის