შინაარსზე გადასვლა

პლატონი (როჟდესტვენსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიტროპოლიტი პლატონი

მიტროპოლიტი პლატონი (ერისკაცობაში — პორფირი ფედორის ძე როჟდესტვენსკი; დ. 23 თებერვალი, 1866, კურსკის გუბერნია — გ. 20 აპრილი, 1934, აშშ) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (1915–1917), კავკასიის ეგზარქოსი (1917-1920), მიტროპოლიტი.

  • 1886 წელს დაამთავრა კურსკის სასულიერო სემინარია.
  • 6 იანვარი, 1887[1]
  • 1887 წელს იკურთხა მღვდლად და ოთხი წელი იყო კურსკის ეპარქიის ერთ-ერთი სოფლის მღვდელი.
  • 1891 წელს დაქვრივდა და ჩააბარა კიევის სასულიერო აკადემიაში.
  • 1894 წელს აღიკვეცა ბერად.
  • 1895 წელს დაამთავრა აკადემია და დატოვებულ იქნა კათედრაზე.
  • 1896 წელს ასრულებდა დოცენტის მოვალეობას.
  • 1898 წელს მიენიჭა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი თემაზე - "Древний Восток при свете Божественного Откровения".
  • 1898 წლიდან ინსპექტორის თანაშემწე, ინსპექტორი და ბოლოს პროფესორი არქიმანდრიტის ხარისხში.
  • 1902 წლიდან აკადემიის რექტორი.

ჩიგირინის ეპისკოპოსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1902 წლიდან ჩიგირინის ეპისკოპოსი, ამავდროულად კიევის სასულიერო აკადემიის რექტორი და კიევის საძმო მონასტრის წინამძღვარი.
  • 1906 წლიდან ჟურნალ - "Церковь и народ" დამაარსებელი.
  • 1907 სახელმწიფო დუმის წევრი.

არქიეპისკოპოსი ალეუტისა და ჩრდილოეთ ამერიკისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1907 წლიდან არქიეპისკოპოსი ალეუტისა და ჩრდილო ამერიკის.
  • 1909 წელს მონაწილეობდა წმინდა სინოდის კრებაზე.

არქიეპისკოპოსი კიშინიოვისა და ხოტინისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1914 წლიდან არქიეპისკოპოსი კიშინიოვისა და ხოტინისა.

საქართველოს ეგზარქოსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1915 წლის 5 დეკემბრიდან ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს ეგზარქოსი, წმინდა სინოდის წევრი.
  • 1915 წელს არჩეულ იქნა პეტროგრადის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად.
  • 1916 წელს არჩეულ იქნა ყაზანის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად.
  • 1917 წელს დაინიშნა სარწმუნოების განმამტკიცებელი საბჭოს მოადგილედ.
  • 1917 წლის 13 აგვისტოს დაწინაურდა მიტროპოლიტის ხარისხში და დაინიშნა თბილისისა და ბაქოს მიტროპოლიტად - კავკასიის ეგზარქოსად.
  • 1917 წელს ოქტომბრის რევოლუციის დროს მონაწილეობდა ბოლშევიკებთან მოლაპარაკებაში.

მიტროპოლიტი ხერსონისა და ოდესისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1918 წელს მონაწილეობდა სრულიად უკრაინის კრებაში.
  • 1918 წელს მიტროპოლიტი ხერსონისა და ოდესისა.
  • 1920 წელს ემიგრირდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

ჩრდილოამერიკის მიტროპოლიტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1921 წელს ჩაიბარა ჩრდილოამერიკის ეპარქია.
  • 1922 წელს დაინიშნა სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტად.
  • 1923 წელს რუსეთის პატრიაქმა ტიხონმა დანიშნა ჩრდილოამერიკის ეპარქიის მმართველად.
  • 1924 წლიდან რუსულმა ეკლესიამ დაითხოვა ჩრდილო ამერიკის ეპარქიიდან მიტროპოლიტი პლატონი დამოურჩილებლობის გამო, თუმცაღა იგი პატრიარქისა და სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და განაგრძობდა ეპარქიის მართვას.
  • 1924 წელს ქ. დეტროიტში გაიმართა სრულიად ამერიკის საეკლესიო კრება, რომლის საფუძველზეც ემიგრირებულმა ეკლესიამ აღიარა მიტროპოლიტ პლატონის ძალაუფლება და დატოვა ეპარქიის მმართველად, ვიდრე სრულიად რუსეთის საეკლესიო კრება ჩატარდებოდა.
  • 1926 წელს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რუსული ეკლესია გამოეყო საზღვარგარეთის ეკლესიას და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1933 წლიდან მიტროპოლიტმა პლატონმა, ყველასგან დამოუკიდებლად, გამოაცხადა ამერიკის ეკლესია ავტონომიურად.
  • 1933 წლის 16 აგვისტოს შედგა სინოდის კრება რომელმაც დაადგინა, რომ მიტროპოლიტ პლატონის ქმედება ეწინააღმდეგებოდა დედა ეკლესიის პრინციპებს; ასევე, მას უნდა აჰყროდა სამღვდელო ხარისხი, რათა ვერ შესძლებოდა მღვდელთმსახურების წარმოება, ვიდრე არ შეინანებდა.

გარდაიცვალა 1934 წლის 20 აპრილს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „საქართველოს ეგზარხოსს პლატონს ამა თვის (იანვარი) 6-ს უსრულდება 30 წელი, რაც სასულიერო უწყებაშია. დღესასწაული იანვრის რვისათვის არის გადადებული. სასულიერო დაწესებულებანი და პირნი ემზადებიან, რომ იმ დღეს მის მაღლადუსამღვდელოესობას მიულოცონ და საჩუქრები მიართვან.“ — გაზ. „საქართველო“, №4, 5 იანვარი, 1917
წინამორბედი:
პიტირიმე
საქართველოს ეგზარქოსი
1915–1917
შემდეგი:
დასრულდა