კარაკასი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კარაკასი Caracas Santiago de León de Caracas | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 10°30′00″ ჩ. გ. 66°55′00″ დ. გ. / 10.50000° ჩ. გ. 66.91667° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ანტონიო ლედესმა | ||||
დაარსდა | 25 ივლისი, 1567 | ||||
ფართობი | 1930 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 900 მ | ||||
მოსახლეობა | 2 097 350 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1 431,5 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | +212 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1010-A | ||||
ოფიციალური საიტი | alcaldiamayor.gob.ve | ||||
კარაკასი (ესპ. Caracas, ოფიციალურად Santiago de León de Caracas) — ვენესუელას დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში, კარაკასის ვიწრო ხეობაში, ვენესუელის სანაპირო მასივზე (კორდილიერა-დე-ლა-კოსტა), ზღვის დონიდან 760-910 მეტრზე. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2, 097 350 მლნ-ს (2009), ხოლო მთლიანად მეტროპოლიტური რეგიონის – 3, 196 514 მლნ-ს (2008).
ვენესუელას დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება. კარაკასში საკმაოდ მაღალია კრიმინალის დონე. მკვლელობების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე წელიწადში 111-ს აღწევს და ამ მაჩვენებლით ქალაქი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1567 წელს ქალაქის დაარსებამდე, კარაკასის ხეობა ადგილობრივებით იყო დასახლებული. ესპანელი კაპიტნის ვაჟმა, ფრანსისკო ფახარდომ, რომელიც კუნძულ მარგარიტადან იყო, 1555-1560 წლებში კარაკასის ხეობაში და დღევანდელი ლა-გუაირას ტერიტორიაზე დასახლებების გაშენება დაიწყო. სანაპირო ქალაქების დაარსების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ფახარდომ ხეობაში პლანტაციის გაშენება სცადა, თუმცა ის მალევე ადგილობრივებმა დაარბიეს.[2][3] 1567 წლის 25 ივლისს, ამჯერად კაპიტანმა დიეგო დე ლოსადამ აქ კვლავ წამოიწყო ქალაქის მშენებლობა და მას სანტაიგო-დე-ლეონ-დე-კარაკასი უწოდა. დე ლოსადას ხეობის დაპყრობა ჰქონდა დავალებული, მან ადგილობრივი მოსახლეობა ჯგუფებად დაყო, შემდეგ კი თითოეულის დასაცავად სათითაოდ იბრძოდა.[4] კარაკასი ახალ დაარსებულ ქალაქებს შორის სანაპიროსთან ყველაზე ახლოს იყო. დამპყრობლები მის გასაშენებლად ადგილობრივ მუშახელს იყენებდნენ, რამაც კარაკასსა და კუნძულ მარგარიტას შორის სავაჭრო კავშირის დამყარებას შეუწყო ხელი. ქალაქებს შორის ბამბის, ცვილისა და მარგალიტების გაცვლა ხდებოდა. კარაკასის ხეობა სასოფლო-სამეურნეო მიწების სიუხვით გამოირჩეოდა, რაც პერსპერქტიული იყო კომერციული სისტემისთვის, თუმცა ქალაქის მცირერიცხოვანი მოსახლეობა მხოლოდ რამდენიმე ფერმის მოვლას ახერხებდა.[2]
1577 წელს კარაკასი ვენესუელას პროვინციის დედაქალაქი გახდა,რომელიც ესპანეთის იმპერიის ნაწილი იყო,[5] ხოლო მის მმართველად ხუან დე პიმენტელი დაინიშნა.[4] 1580-იან წლებში კარაკებმა კარახენაში მყოფი ესპანელი ჯარისკაცებისთვის საკვების მიყიდვა დაიწყეს, რომლებიც სანაპირო ქალაქში ხშირად ჩერდებოდნენ. პირენეს ნახევარკუნძულზე ხორბლის ფასი ძალიან მაღალი იყო, ამიტომ ესპანელები მის შეძენას კარაკასელ ფერმერებთან ამჯობინებდნენ. ამან კარაკასი იმპერიის სავაჭრო ცენტრი გახადა.[2]
XVI-XVII საუკუნეებში ვენესუელის სანაპირო ზოლი მეკობრეთა ხშირ თავდასხმებს განიცდიდა, მაგრამ ამ მხრივ კარიბის ზღვის სანაპიროს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით კარაკასი საკმაოდ დაცული იყო ბუნებრივი ბარიერით, სანაპირო მთების მასივით.[2] ამ ფაქტმა კარაკასი რეგიონის უმთავრეს ქალაქად აქცია, თუმცა 1595 წელს პრესტონ-სომერსის ექსპედიციამ, რომელშიც დაახლოებით 200 ინგლისელი მონაწილეობდა, მთების მასივი უცნობი ბილიკით გადალახა და ქალაქში შეაღწია, მაშინ როცა ქალაქის მცველები მათთვის ცნობილ ბილიკს დარაჯობდნენ. ექსპედიციის წევრებისთვის ქალაქმა მხოლოდ მცირე წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ ინგლისელებმა კარაკასი ცეცხლს მისცეს.[6][7] ქალაქი ხორბლის გაყიდვით მიღებული შემოსავლით და „დიდი მსხვერპლის ფასად“ აღადგინეს.[4] 1620-იან წლებში კარაკასელმა ფერმერებმა კაკაოს ნაყოფის მექსიკელებისთვის, მალევე კი მთელი კარიბისპირეთის ხალხებისთვის მიყიდვა დაიწყეს. კარაკასი ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა. ადგილობრივი მუშახელი აფრიკელმა ტყვეებმა შეცვალეს. კარაკასი პირველი ესპანეთის კოლონიაა, სადაც ტყვეთა სყიდვა დაიწყო. ქალაქი კაკაოს გაყიდვითა და ტყვეთა ვაჭრობით წარმატებულად ვითარდებოდა, სანამ 1650-იან წლებში მექსიკური ინკვიზიცია ქალაქ გუაიაკილში კაკაოს წარმოებას გაზრდიდა, რამაც კარაკასის ბაზარზე უარყოფითად იმოქმედა. ასევე ქალაქის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1641 წელს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომლის შემდეგაც კარაკასელებმა ნიდერლანდის კოლონიებთან არალეგალური ვაჭრობა დაიწყეს.
1728 წელს მეფემ კარაკასის გიპუსკოას კომპანია დააარსა და ქალაქში კაკაოთი ვაჭრობა კვლავ აღორძინდა. 1739 წელს კარაკასი ახალი გრენადის ვიცე-სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია გახდა. მომდევნო სამი ათწლეულის მანძილზე ვიცე-სამეფო ნელ-ნელა დაიშალა და კარაკასი ვენესუელას პროვინცია გახდა, 1977 წელს კი – ვენესუელას სამეფოს დედაქალაქი.[4]
ვენესუელამ პირველად დამოუკიდებლობის მოპოვება 1797 წელს კარაკასში მოწყობილი შეთქმულების საშუალებით სცადა.[8] საბოლოოდ, ვენესუელას დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1811 წელს იქნა მიღებული. ვენესუელელთა ბრძოლა 1812 წელს კარაკასში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ გააჭიანურა, რომლის შემდეგაც მოსახლეობის მეოთხედი ქალაქიდან გაიხიზნა. ვენესუელა დამოუკიდებლობისთვის 1821 წლის 24 ივლისამდე იბრძოდა, როდესაც სიმონ ბოლივარი კარაბობოს ბრძოლაში როიალისტებს იცავდა.[4][9] კარაკასში ურბანული რეფორმები XIX საუკუნის ბოლოს ანტონიო გუსმან ბლანკომ გაატარა. კარაკასი 1930-იან წლებამდე კოლონიური ქალაქი იყო.[4]
XX საუკუნის დასაწყისში კარაკასი მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური მნიშვნელობის ზრდასთან ერთად საგრძნობლად გაფართოვდა. 1950-იან წლებში განვითარდა კარაკასის მეტროპოლიტური არეალი, ქალაქში ინტენსიური მოდერნიზაციის პროგრამა გატარდა, დაიწყო საზოგადოებრივი ნაგებობების მშენებლობა, რაც 1970-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა.[4] აშენდა კარაკასის უნივერსიტეტი და კარაკასის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ამუშავდა მეტროპოლიტენი. სწრაფმა ურბანულმა განვითარებამ კარაკასის გარშემო უამრავი დაუსახლებელი ადგილი წარმოქმნა. ქალაქის განვითარების პროცესი XX საუკუნის ბოლოს შეწყდა, რაც პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია. დღესდღეობით კარაკასში მსოფლიოს ქალაქებს შორის ძალდობის დონე ყველაზე მაღალია.[4]
სიმბოლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასის გერბი 1591 წელს შეიქმნა. სიმონ დე ბოლივარი, რომელსაც სახელი დიდი წინაპრის, ქვეყნის განმათავისუფლებლის,[10] ვენესუელას პროვინციის პირველი გენერალური პროკურორის პატივსაცემად დაერქვა, ესპანეთის სამეფო კარზე ვენესუელას წარმომადგენლად მსახურობდა. განცხადება ქალაქისთვის გერბის მიღებაზე ბოლივარმა მეფე ფილიპე II-ს 1591 წელს სან ლორენცოში წარუდგინა დასამტკიცებლად. გერბზე ვერცხლისფერ ფონზე გამოსახულია ყავისფერი დათვი, რომელსაც უკავია ოქროს ნიჟარა, რომელზედაც გამოსახულია სანტიაგოს ჯვარი. ფარს ზემოთ კი ოქროსფერი ხუთქიმიანი გვირგვინია გამოსახული.
ქალაქის ჰიმნისთვის „კარაკასის მარში“, რომელიც 1984 წელს დამტკიცდა, მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა ტიერო პეზუტი დე მატეისმა, ხოლო ტექსტი ხოსე ენრიკე სარაბიას ეკუთვნის.[11]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასს კარიბის ზღვის სანაპიროსგან 15 კილომეტრზე გადაჭიმული ელ-ავილის ეროვნული პარკი გამოჰყოფს. კარაკასის ხეობის სიმაღლე ზღვის დონიდან 870-დან 1043 მეტრამდე მერყეობს, ხოლო მისი ისტორიული ცენტრი ზღვის დონიდან 900 მეტრზეა. ქალაქის უმაღლესი მწვერვალია პიკო ელ ავილა, რომელიც ზღვის დონიდან 2159 მეტრზე მდებარეობს.[12] კარაკასის წყლის მთვარი არტერიაა მდინარე გუაირი, რომელში ქალაქს კვეთს. კარაკასი ხშირიდაა მიწისძვრების ეპიცენტრში. განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩეოდა 1641 და 1967 წლის მიწისძვრები.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასში სავანის ტროპიკულიდან მაღალმთიან სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. ნალექის საშუალო რაოდენობა წლიურად 900-დან 1300 მილიმეტრამდე მერყეობს, მაღალმთიან რეგიონებში კი ეს რიცხვი 2000 მილიმეტრს აღწევს. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 23.8 °C, აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა – 25.0 °C (ივლისი), ხოლო აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა – 22.8 °C (იანვარი), შესაბამისად ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა – 2.2 °C.[13]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აღწერის მიხედვით, კარაკასის მოსახლეობა 1.9 მილიონს,[14] ხოლო მეტროპოლიტური რეგიონის მოსახლეობა 2.9 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის უმრავლესობა შერეული რასისაა, ძირითადად ევროპული, აფრიკული, აზიური და ინდიელის წარმოშობით. ქალაქში მრავალი ევროპელი და აზიელი ვენესუელელი ცხოვრობს, რომლებიც XX საუკუნეში მასიურად შემოსული მიგრანტების შთამომავლები არიან, მათი უმრავლესობა პურტუგალიური, იტალიური, ჩილური, გერმანული, სირიული და ლიბანური წარმოშობისაა.[14][15] 2020 წლის მონაცემების მიხედვით, კარაკასის უღარიბესი მოსახლეობის 55% ქალაქის ტერიტორიის ერთ მესამედ ნაწილში ცხოვრობს, რომელიც ცუდადაა დაგეგმარებულა და სახიფათოა საცხოვრებლად.[16]
კრიმინალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასი, ისევე, როგორც ვენესუელა, მკვლელობათა სიხშირის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. კარაკასში საომარი მოქმედების ზონებში მყოფი ქალაქების შემდეგ მკვლელობების რიცხვი ყველაზე მაღალია. ქალაქში 2016 წელს 100,000 მოსახლეზე 120 მკვლელობა დაფიქსირდა.[17][18][19][20][21][22] მკვლელობათა და ძალადობრივ დანაშაულთა უმრავლესობა – 98% გაუხსნელი რჩება.[23][24][25]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასი ქვეყანაში კომუნიკაციისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კერაა. ქალაქში მიმდინარეობს საკვების, ქსოვილების, ქიმიკატების, რკინისა და ხის პროდუქტების წარმოება. კარაკასის მთლიანი შიდა პროდუქტი 70 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.[26]
2009 წელს გაეროს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კარაკასში ცხოვრების ღირებულება გამოკითხის საწყის ქალაქში, ნიუ-იორკში ცხოვრების ღირებულების 89%-ია.[27]
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შეაფასა ქვეყნები იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებული სარეკლამო კამპანიები ჰქონდათ უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად. სულ 140 ქვეყნა შეფასდა, რომელთა შორის ვენესუელა ბოლო ადგილზე მოხვდა. ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ვერ ხდებოდა ქვეყანაში ტურისტების მიზიდვა, სატრანსპორტო საშუალებების სიმცირე იყო. ვენესუელაში შეზღუდული რაოდენობის სარკინიგზო სისტემები და ავიაკომპანიებია. ასევე ტურიზმის დაბალი დონის მიზეზებად კრიმინალის მაღალი დონე და ვენესუელელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მიიჩნევა.[28]
უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად ვენესუელას ტურიზმის სამინისტრომ სასტუმროების ინფრასტრუქტურის გაუჯობესება გადაწყვიტა. ყველაზე დიდი ოდენობის თანხა სასტუმრო ალბა კარაკასისთვის დაიხარჯა, რომლის ჩრდილოეთის და სამხრეთის კოშკების შენახვა წელიწადში 231.5 მილიონი ვენესუელის ბოლივარი ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელას ტურიზმის სამინისტრომ ტურიზმის გაუმჯობესებაზე ზრუნვა წამოიწყო, ვენესუელას მთავრობისთვის ტურიზმის ინდუსტრია არ არის ეკონომიკური პრიორიტეტი. 2013 წელს ტურიზმის სამინისტროს ბიუჯეტი 173.8 მილიონი ბოლივარი იყო, მაშინ როცა ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი 724.6 მილიონ ბოლივარს შეადგენდა.[28] ტურისტული ინდუსტრია ვენესუალაში მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს. 2022 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ვენესუელას მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდას 4,2%-ით მოელის.[29]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასი ვენესუელას კულტურული დედაქალაქია. ქალაქი მდიდარია რესტორნებით, თეატრებით, მუზეუმებითა და სავაჭრო ცენტრებით. კარაკასში უამრავი ესპანელი, იტალიელი, პორტუგალიელი, გერმანელი, ჩინელი და ასევე სხვა ლათინო ამერიკული ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტი ცხოვრობს.[30][31][32][33]
კარაკასში ლათინური ამერიკის ყველაზე მაღალი ცათამბჯენები მდებარეობს,[34] მათ შორისაა ცენტრალური პარკის კოშკები,[35] ხოლო კარაკასის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სამხრეთი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია.[36]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენესუელას ცენტრალური უნივერსიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენესუელას ცენტრალური უნივერსიტეტი 1721 წელს დაარსდა და ქვეყნის უძველესი უნივერსიტეტია.[37] უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც არქიტექტორმა კარლოს რუალ ვილიანუევამ დააპროექტა და ქალაქის კულტურული ღირსშესანიშნაობაა, 2000 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.[38]
სიმონ ბოლივარის სახელობის უნივერსიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმონ ბოლივარის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლაზეა ორიენტირებული.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასს არაერთი პროფესიონალური საფეხბურთო ნაკრები ჰყავს. ქალაქის უდიდესი საფეხბურთო სტადიონია ოლიმპიური სტადიონი, რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს. ბეისბოლის თამაშები საუნივერსიტეტო სტადიონზე ტარდება, რომლის ტევადობაც 26 ათასია.[39]
კარაკასმა 1983 წლის პანამერიკულ თამაშებს უმასპინძლა.[40]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასის მეტრო 1983 წლის 27 მარტიდან მოქმედებს. 47 მეტროსადგური, რომელიც 4 ხაზზეა განლაგებული, ქალაქის უდიდეს ნაწილს მოიცავს. კარაკასის მეტრო მგზავრებს ინტეგრირებული ბილეთების სისტემას სთავაზობს, რომელიც მეტროსა და მეტრობუსების მარშრუტებს მოიცავს. კარაკასში მთავარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსია.
საერთაშორისო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასი იბერო-ამერიკული დედაქალაქების გაერთიანების წევრია,[41] რომელიც 1982 წლის 12 ოქტომბერს დაარსდა.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარაკასი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
- ჰონოლულუ, აშშ[42]
- ახალი ორლეანი, აშშ[42]
- მელილია, ესპანეთი[43]
- როსარიო, არგენტინა[44]
- სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, ესპანეთი[45]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alcaldía Mayor del Distrito Metropolitano de Caracas დაარქივებული 2018-09-18 საიტზე Wayback Machine.
- Alcaldía del Municipio Libertador დაარქივებული 2013-10-06 საიტზე Wayback Machine.
- Alcaldía del Municipio Baruta დაარქივებული 2006-02-15 საიტზე Wayback Machine.
- Alcaldía del Municipio Chacao დაარქივებული 2006-09-01 საიტზე Wayback Machine.
- Alcaldía del Municipio El Hatillo
- Alcaldía del Municipio Sucre
- Cabildo Metropolitano დაარქივებული 2009-02-18 საიტზე Wayback Machine.
- კარაკასი, ენციკლოპედია ბრიტანიკა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Globometer, Die Welt in Zahlen
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Ferry, Robert J. (1989). The colonial elite of early Caracas: formation & crisis, 1567-1767. Berkeley, Calif.: University of California Press. ISBN 0-585-28540-3. OCLC 45728929.
- ↑ Layrisse, Miguel; Wilbert, Johannes; Arends, Tulio (1958). „Frequency of blood group antigens in the descendants of Guayquerí Indians“. American Journal of Physical Anthropology. 16 (3): 307–318. doi:10.1002/ajpa.1330160304. ISSN 0002-9483. PMID 13649899.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Straka, Tomás; Guzmán Mirabal, Guillermo; Cáceres, Alejandro E. (2017) Historical dictionary of Venezuela, Rudolph, Donna Keyse, Third, Lanham: Rowman & Littlefield. ISBN 978-1-5381-0949-6. OCLC 993810331.
- ↑ McCudden, Mary Rose (May 2014). Britannica Student Encyclopedia : an A to Z Encyclopedia. [Chicago, Illinois], გვ. 36. ISBN 978-1-62513-172-0. OCLC 882262198.
- ↑ John Lombardi, Venezuela, Oxford, England, 1982, p 72.
- ↑ George Somers, Amyas Preston and the Burning of Caracas. The Bermudian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2020.
- ↑ The connection between the United Utates independence and the hispanic american independence movement, and the role played by some key books published at the beginning of the xix century. ციტირების თარიღი: 29 July 2019.
- ↑ Maurice Wiesenthal, The History and Geography of a Valley, 1981.
- ↑ Sánchez, George Isidore (1963). The Development of Education in Venezuela. U.S. Department of Health, Education, and Welfare, Office of Education, გვ. 13.
- ↑ Himno a Caracas. ციტირების თარიღი: 2020-05-17
- ↑ Parsons, James J. (1982). „The Northern Andean Environment“. Mountain Research and Development. 2 (3): 253–264. doi:10.2307/3673089. ISSN 0276-4741. JSTOR 3673089.
- ↑ Weather Base – World Weather – Average Conditions – Caracas. BBC. ციტირების თარიღი: 28 July 2013
- ↑ 14.0 14.1 Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2012. ციტირების თარიღი: 2010-04-30
- ↑ Censo Nacional დაარქივებული 2020-11-14 საიტზე Wayback Machine. Deciembre 2014
- ↑ Hernández, Felipe; Kellett, Peter William; Allen, Lea K. (2010) Rethinking the informal city : critical perspectives from Latin America. New York: Berghahn Books, გვ. 119. ISBN 978-1-84545-972-7. OCLC 647933862.
- ↑ List of cities by murder rate. seguridadjusticiaypaz.org.mx. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 26 January 2016
- ↑ Most Dangerous Cities in the World.
- ↑ Tait, Robert (28 January 2016). „Caracas, Venezuela named as the world's most violent city“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 22 April 2017.
- ↑ Grillo, Ioan. Venezuela's Murder Epidemic Rages on Amid State of Emergency. ციტირების თარიღი: 22 April 2017
- ↑ Tegel, Simeon. Venezuela's capital is world's most murderous city. ციტირების თარიღი: 22 April 2017
- ↑ Caracas World's Most Violent City: Report (27 March 2017). ციტირების თარიღი: 22 April 2017
- ↑ Woody, Christopher. Venezuela admits homicides soared to 60 a day in 2016, making it one of the most violent countries in the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-23. ციტირების თარიღი: 22 April 2017
- ↑ '98% Impunity Rate in Venezuela': Opposition. ციტირების თარიღი: 22 April 2017
- ↑ Mendoza, Samuel. Impunity and insecurity go hand in hand in Venezuela. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2020.
- ↑ The Online Journal of McKinsey & Company. McKinsey Quarterly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 12 March 2013
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 December 2009. ციტირების თარიღი: 2009-09-18
- ↑ 28.0 28.1 Blanke, Jennifer; Chiesa, Thea. The Travel & Tourism Competitiveness Report 2013. World Economic Forum (2013). ციტირების თარიღი: 17 May 2020.
- ↑ MARTÍNEZ RODRÍGUEZ, M. (2013). Venezuela: un destino nada chévere. Debates IESA, 18(4), 73–75.
- ↑ Ingham, James (20 April 2007). „Americas | Airships to tackle Caracas crime“. BBC News. ციტირების თარიღი: 7 July 2009.
- ↑ Venezuela. Travel.state.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2014. ციტირების თარიღი: 7 July 2009
- ↑ Venezuela Warnings or Dangers – Travel Guide. VirtualTourist.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 16 ივლისი 2020.
- ↑ Feinman, Sacha. (27 November 2006) Crime and class in Caracas. – By Sacha Feinman – Slate Magazine. Slate.com. ციტირების თარიღი: 7 July 2009
- ↑ The Skyscraper Center. ციტირების თარიღი: 2018-05-03
- ↑ Caracas The Skyscraper Center. ციტირების თარიღი: 2018-05-01
- ↑ Valentina Quintero. 1998. Venezuela. Corporación Venezolana de Turismo. Caracas. 118p.
- ↑ Abner J. Colmenares, "Urban and Real Estate Development of the Central University of Venezuela's Rental Zone", in Wim Wiewel and David C. Perry, eds., Global Universities and Urban Development: Case Studies and Analysis (Armonk NY: M.E. Sharpe, 2008), 181. ISBN 9780765638922
- ↑ Ciudad Universitaria de Caracas en. Unesco. ციტირების თარიღი: 2019-03-25
- ↑ Estadio Universitario. ციტირების თარიღი: 2020-05-17
- ↑ PAN AM GAMES OPEN TODAY IN CARACAS. ციტირების თარიღი: July 23, 2020
- ↑ Declaración de Hermanamiento múltiple y solidario de todas las Capitales de Iberoamérica (12-10-82) (12 October 1982). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2013. ციტირების თარიღი: 2015-03-12
- ↑ 42.0 42.1 Caracas, Venezuela. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2020.
- ↑ Terra. Hermanamiento de Melilla con Caracas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-13. ციტირების თარიღი: 2020-08-14.
- ↑ Town Twinning Agreements. Municipalidad de Rosario – Buenos Aires 711. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო 2020.
- ↑ Santa Cruz más. Ciudades hermanadas con Santa Cruz de Tenerife. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 21 October 2015
|