ანტონიო გუსმან ბლანკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტონიო გუსმან ბლანკო
Antonio Guzmán Blanco
Martin Tovar y Tovar 20.JPG
ვენესუელის 25-ე პრეზიდენტი
მმართ. დასაწყისი: 27 აპრილი 1870
მმართ. დასასრული: 27 თებერვალი 1877
წინამორბედი: გილერმო ვილიეგასი
მემკვიდრე: ფრანსისკო ლინარეს ალკანტარა
ვენესუელის 28-ე პრეზიდენტი
მმართ. დასაწყისი: 26 თებერვალი 1879
მმართ. დასასრული: 26 აპრილი 1884
წინამორბედი: ხოსე გრეგორიო ვალერა
მემკვიდრე: ხოაკინ კრესპო
ვენესუელის 30-ე პრეზიდენტი
მმართ. დასაწყისი: 15 სექტემბერი 1886
მმართ. დასასრული: 8 აგვისტო 1887
წინამორბედი: ხოაკინ კრესპო
მემკვიდრე: ერმოხენეს ლოპესი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 თებერვალი 1829
დაბ. ადგილი: კარაკასი, ვენესუელა
გარდ. თარიღი: 28 ივლისი 1899
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მამა: ლეოკადიო გუსმან ბლანკო

ანტონიო გუსმან ბლანკო (ესპ. Antonio Guzmán Blanco; დ. 28 თებერვალი 1829 — გ. 28 ივლისი 1899) — სამხრეთ ამერიკელი პოლიტიკოსი, დიპლომატი და პუბლიცისტი, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი სამჯერ ეკავა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1821 წელს ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ვენესუელა ხანგრძლივ სამოქალაქო ომში ჩაეფლო და რამდენიმე კაუდილიოს — იგივე სამხედრო დიქტატორის მმართველობის ქვეშ ცხოვრება მოუწია. მათ შორის ყველაზე ძლიერი — ანტონიო გუსმან ბლანკო იყო.

მამამისი ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ლეოკადიო გუსმანი იყო, რომელმაც დიდგვაროვანი ბლანკოს ოჯახის შვილი შეირთო ცოლად. ბლანკო სამოქალაქო ომის დროს, ლიბერალური ფრთიდან მოვიდა ხელისფულებაში. ის პროვინციელი კაუდილიოების მხარდაჭერით სარგებლობდა და საკუთარი პოზიციები მაშინ განიმტკიცა, როცა ფინანსური რწმუნებულის რანგში ლონდონურ ბანკებთან სესხების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდა.

1870 წელს მან, როგორც აღორძინების მოძრაობის ლიდერმა აიღო ხელში ძალაუფლება, ხოლო სამი წლის შემდეგ, კონსტიტუციურ პრეზიდენტად აირჩია საკუთარი თავი. მის მმართველობას ნებისმიერი სახელი შეიძლება მოვუძებნოთ, გარდა ლიბერალურისა. ის ავიწროებდა პრესას, კლავდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და თავს ესხმოდა ეკლესიას, ჩაგრავდა რელიგიურ ერთობებს და ართმევდა მათ ქონებას. ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ღარიბ-ღატაკთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, სამაგიეროდ, თავად გამდიდრდა იმ სესხების წყალობით, რომლის გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდნენ.

თავისი მმართველბოდის 19 წლიდან ბევრ დროს ევროპაში დასვენებას უთმობდა, სადაც მჭიდროდ ურთიერთობდა არისტოკრატებთან. 1889 წელს ევროპაში მისი ყოფნის დროს, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ის ძალაუფლებას ჩამოაშორეს, რის შემდეგაც, სიციცხლის ბოლო წლები, როგორც დევნილმა, პარიზში გაატარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 122 — თბილისი, „კლიო“, 2011.