ნუევა-ესპარტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
ნუევა-ესპარტა
Estado Nueva Esparta
Panoramic of Juan Griego 45.jpg
დროშა გერბი
Flag of Nueva Esparta.svg Coat of arms of Nueva Esparta State.svg

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ლა-ასუნსიონი
შიდა დაყოფა ანტოლინ-დელ-კამპოს მუნიციპალიტეტი, არისმენდის მუნიციპალიტეტი, ანტონიო-დიასის მუნიციპალიტეტი, გარსიის მუნიციპალიტეტი, გომესის მუნიციპალიტეტი, მანეიროს მუნიციპალიტეტი, მარკანო, მარინიოს მუნიციპალიტეტი, მაკანაოს ნახევარკუნძულის მუნიციპალიტეტი, ტუბორესი და ვილიალბის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 11°00′00″ ჩ. გ. 64°00′00″ დ. გ. / 11.00000° ჩ. გ. 64.00000° დ. გ. / 11.00000; -64.00000
დაარსდა 1909
ფართობი 1 150 კმ²
მოსახლეობა 436900 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი guaiqueri.net
Nueva Esparta in Venezuela.svg

ნუევა-ესპარტა (ესპ. Estado Nueva Esparta) — ვენესუელის შტატი. მოიცავს კუნძულებს: მარგარიტას, კოჩესა და კუბაგუას.

გარდა ამ კუნძულებისა რაიონი მოიცავს მრავალრიცხოვან სხვა პატარა კუნძულებსაც, რომლებიც მეტწილად დაუსახლებელია. ფართობი 1 150 კმ², რითაც ქმნის ვენესუელის ყველაზე პატარა შტატს. მდებარეობს კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროსთან.

ნუევა-ესპარტა ვენესუელის ერთადერთი კუნძულოვანი შტატია. ადმინისტრაციული ცენტრი ლა-ასუნსიონი (კუნძული მარგარიტა). თუმცა შტატის მთავარი საქალაქო ცენტრია პორლამარი.

შტატის სახელწოდება უკავშირდება გმირობას, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოიჩინეს ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომში. მათი სიმამაცე დაუკავშირდა ძველ საბერძნეთში არსებულ სპარტელ მეომართა გმირულ მოქმედებას. მთავარი კუნძულია მარგარიტა, რომლის ფართობია 934 კმ².

შტატი ჩამოყალიბდა 1909 წელს, 1947 წელს შეუერთდა კუნძული კუბაგუა.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუევა-ესპარტა მოიცავს 11 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ანტოლინ-დელ-კამპო ლა-პლასა-დე-პარაგუაჩი 66 20 325 Venezuela - Nueva Esparta - Antolín del Campo.svg
არისმენდი ლა-ასუნსიონი 55 23 097 Venezuela - Nueva Esparta - Arismendi.svg
ანტონიო-დიასი პაროკუია სან-ხუან-ბაუტისტა 141 47 257 Venezuela - Nueva Esparta - Antonio Díaz.svg
გარსია ელ-ვალე-დელ-ესპირიტუ-სანტო 89 45 606 Venezuela - Nueva Esparta - García.svg
გომესი სანტა-ანა 91 30 237 Venezuela - Nueva Esparta - Gómez.svg
მანეირო პამპატარი 38 35 400 Venezuela - Nueva Esparta - Maneiro.svg
მარკანო ხუან-გრიეგო 43 28 256 Venezuela - Nueva Esparta - Marcano.svg
მარინიო პორლამარი 39 84 534 Venezuela - Nueva Esparta - Mariño.svg
მაკანაო1) ბოკა-დე-რიო 320 20 935 Venezuela - Nueva Esparta - Península de Macanao.svg
ტუბორესი2) პუენტა-დე-პიედრასი 207 29 962 Venezuela - Nueva Esparta - Tubores.svg
ვილიალბა3) სან-პედრო-დე-კოჩე 61 8 242 Venezuela - Nueva Esparta - Villalba.svg
1) დასავლეთი ნახევარკუნძული
2) მათ შორის კუნძული კუბაგუა
3) შედგება კუნძულ კოჩესაგან

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: