ელ-ავილის ეროვნული პარკი
ელ-ავილის ეროვნული პარკი
Parque Nacional El Ávila | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ვენესუელა |
უახლოესი ქალაქი | კარაკასი |
კოორდინატები | 10°32′ ს. გ. 66°52′ დ. გ. / 10.533° ს. გ. 66.867° დ. გ. |
ფართობი | 851,92 კმ² |
დაარსდა | 1958 |
მმართველი ორგანო | ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი |
ელ-ავილა (ესპ. Parque Nacional El Ávila) — ეროვნული პარკი ვენესუელაში. მოიცავს ჩრდილოეთ-ცენტრალური ვენესუელის სანაპირო ზოლის მთიან არეალს, რომლის უმაღლესი მწვერვალიცაა პიკო-ნაიგუატა (2 765 მ). სახელი ეწოდა მწვერვალ ელ-ავილისგან (2 740 მ). ეს მთა მდებარეობს ვიწრო ხეობაში, კარაკასის ჩრდილოეთით და ქალაქს კარიბის ზღვისგან გამოყოფს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერიტორია ეროვნულ პარკად 1958 წელს გამოცხადდა და დააკმაყოფილა ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან არსებული მოთხოვნა ამ არეალის დაცვის შესახებ. მისი შექმნით დაიწყო კარაკასის გარშემო არსებული მთის ტყეების დაცვა. ეს მთები ამჟამად ემსახურება როგორც რეკრეაციულ მიზნებს, ისე ქალაქის დაცვას ჭუჭყისა და ურბანული ექსპანსიისგან. ელ-ავილა კარაკასის მაცხოვრებელთათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი რესურსი იყო, რომელიც მრავალგვარი საქმიანობისათვის გამოიყენებოდა, რამაც გაართულა მისი დაცვა. 1956 წელს გაიხსნა სასტუმრო და საბაგირო, რომელიც ზღვის დონიდან 2 135 მეტრზე ადის და ქალაქ მაკუტოს მეორე მხარეს ეშვება. 20 წლიანი უმოქმედობის შემდეგ, ეს საბაგირო 2011 წლის თებერვალში კვლავ გაიხსნა.
ბიომრავალფეროვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკში წარმოდგენილია ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნება. აღწერილია პეპლის 100-ზე მეტი, ძუძუმწოვრის 120, ამფიბიის 20, რეპტილიის 30 და ფრინველთა 500 სახეობა. ფრინველთაგან 9 სახეობა ვენესუელის ენდემია, სამი კი გადაშენების პირას მყოფია. კლასიფიცირებულია მცენარეთა 1 800 სახეობა, რომელთაგან ზოგიერთი კორდილიერა-დე-ლა-კოსტას მთის მასივის ენდემია, ზოგიც საკუთრივ პარკის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Information about El Ávila National Park დაარქივებული 2018-07-16 საიტზე Wayback Machine.
- INPARQUES: Parque Nacional Waraira Repano Bosques, sabanas, ríos y quebradas.
- Página del Parque Nacional El Ávila
- Quebradas del Ávila დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine.
- Doctor Knoche
|