კუმანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კუმანა
Cumaná

სან-ლუისის პლაჟი
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი სუკრე
კოორდინატები 10°27′23″ ჩ. გ. 64°10′03″ დ. გ. / 10.45639° ჩ. გ. 64.16750° დ. გ. / 10.45639; -64.16750
დაარსდა 1522 წ
ფართობი 591 კმ²
ცენტრის სიმაღლე 43
მოსახლეობა 257 821 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 793,3 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0293
საფოსტო ინდექსი 6101
ოფიციალური საიტი alcaldiasucre-portuguesa.gob.ve/sucreonline/
კუმანა — ვენესუელა
კუმანა

კუმანა (ესპ. Cumaná) — ქალაქი ვენესუელაში, სუკრეს შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კარაკასიდან 402 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს პირველ ევროპულ დასახლებას ამერიკის კონტინენტზე,[1] რომელიც 1501 წელს ფრანცისკანელთა საძმომ დააარსა, მაგრამ ადგილობრივი ხალხის წარმატებული შეტევების გამო იგი მრვალგზის ხელახლა დაარსდა. მაგალითად, 1521 წელს ევროპელთა ჯგუფმა გონსალო დე ოკამპოს მეთაურობით იგი ხელახლა დააარსა, 1569 წელს კი იგი დიეგო ერნანდეს სერპამ კვლავ აღადგინა. როდესაც ინდიელთა შემოტევები ნაკლებ საფრთხის მომტანი გახდა, ქალაქი ამჯერად მიწისძვრებმა დაანგრია რამდენიმეჯერ. ამიტომაა, რომ კუმანას ყველაზე ძველი ნაწილი გვიანდელ XVII საუკუნესა და XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. თითქმის აღარაფერია გადარჩენილი XVI საუკუნის არქიტექტურიდან.

ქალაქი მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, მდინარე მანსანარესის შესართავთან. აქ მდებარეობს ვენესუელის აღმოსავლეთის უნივერსიტეტის (ესპ. Universidad de Oriente Venezuela) ერთი კორპუსი (სულ არსებული ხუთიდან) და დატვირთული საწყლოსნო პორტი, სადაც განლაგაბეულია ვენესეულაში უდიდესი ტუნას (თევზის სახეობა) მჭერი ფლოტი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს მოჩიმას ეროვნული პარკი, რომელიც განთქმულია ნავებითა და ვენესუელის ერთ-ერთი ულამაზესი სანაპიროები.

კუმანაში დაიბადა ანტონიო ხოსე დე სუკრე — მთელი სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმაღლესი ლიდერი, ასევე ანდრეს ელოი ბლანკო — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვენესუელელი პოეტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1] დაარქივებული 2009-03-20 საიტზე Wayback Machine. Sucre State Government: Cumaná in History (Spanish)