იარაკუი
შტატი | |||
---|---|---|---|
იარაკუის შტატი Estado Yaracuy | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ადმ. ცენტრი | სან-ფელიპე | ||
შიდა დაყოფა | Aristides Bastidas, Bolívar, Bruzual, Cocorote, Independencia, La Trinidad, Manuel Monge, Nirgua, José Antonio Páez, Peña, San Felipe, Sucre, Urachiche და Veroes | ||
კოორდინატები | 10°18′00″ ჩ. გ. 68°42′00″ დ. გ. / 10.30000° ჩ. გ. 68.70000° დ. გ. | ||
დაარსდა | 1899 | ||
ფართობი | 7 100 კმ² | ||
მოსახლეობა | 597 700 კაცი (2007) | ||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||
ოფიციალური საიტი | yaracuy.gob.ve/web/sistema/profile/ | ||
![]() | |||
იარაკუი (ესპ. Estado Yaracuy) — შტატი ვენესუელაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ფალკონის შტატი, დასავლეთით — ლარას შტატი, სამხრეთით კოხედესისა და პორტუგესის, აღმოსავლეთით კი კოხედესისა და კარაბობოს შტატები. ტერიტორიის მთლიანი ფართობი 7 100 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 597 700 ადამიანია.
შტატი მთიანია, აქ მთავრდება ანდების მასიბი და იწყება სანაპირო ზოლის მასივი. ტერიტორიას გადაკვეთს მთის ორი სისტემა — სიერა-დე-აროა და სიერა-დე-ნირგუა. მათ შორის მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც რწყავს მდინარე იარაკუი. ამავე ხეობაში მდებარეობს შტატის ქალაქებისა და სოფლების უმრავლესობა, მათ შორისაა დედაქალაქი სან-ფელიპე-დელ-რეი.
ეკონომიკის ძირითადი დარგია აგრარული სექტორი (შაქრის ლერწამი, ხორბალი, მეცხოველეობა), ასევე მცირე მანუფაქტურული წარმოება.
ბოლო წლებში, შტატმა განიცადა შესამჩნევი ეკონომიკური ზრდა და სოციალური განვითარება.[1]
მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადმინისტარციულად, იარაკუის შტატი იყოფა 14 მუნიციპალიტეტად:
# | მუნიციპალიტეტი | ცენტრი |
---|---|---|
1 | არისტიდეს-ბასტიდასი | სან-პაბლო |
2 | ბოლივარი | აროა |
3 | ბრუსუალი | ჩივაკოა |
4 | კოკოროტე | კოკოროტე |
5 | ინდეპენდენსია | ინდეპენდენსია |
6 | ხოსე-ანტონიო-პაესი | საბანა-დე-პარა |
7 | ლა-ტრინიდადი | ბორაურე |
8 | მანუელ-მონხე | იუმარე |
9 | ნირგუა | ნირგუა |
10 | პენია | იარიტაგუა |
11 | სან-ფელიპე | სან-ფელიპე-დელ-რეი |
12 | სუკრე | გუამა |
13 | ურაჩიჩე | ურაჩიჩე |
14 | ვეროესი | ფარიარი |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 2011-10-28.
|