ტრუხილიოს შტატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრუხილიოს შტატი
Estado Trujillo
დროშა
Flag of Trujillo State.svg
გერბი
Escudo trujillo Vzla.gif
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სტატუსი შტატი
მოიცავს 20 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი ტრუხილიო
შექმნის თარიღი 1899
მოსახლეობა (2007)
711 400 კაცი (მე-17 ადგილი)
ფართობი 7 400 კმ² (0,81 %, მე-18 ადგილი)
ტრუხილიოს შტატი რუკაზე
დროის სარტყელი UTC-04:30
კოდი ISO 3166-2 VE-T
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Trujillo (state)
ქალაქი ვალერა

ტრუხილიო (ესპ. Estado Trujillo) — შტატი დასავლეთ ვენესუელაში. მდებარეობს ანდებში. დედაქალაქია ტრუხილიო. სახელი ეწოდა ფრანსისკო პისაროს მშობლიური ქალაქის პატივსაცემად.

შტატის ფართობი 7 400 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 711 400 ადამიანს შეადგენს.

ისტორია[რედაქტირება]

კოლონიურ პერიოდში, 1786 წლამდე, ტრუხილიო კარაკასის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, ამის შემდეგ კი მარაკაიბოს პროვინციას მიეკუთვნა. 1863 წელს შეიქმნა ტრუხილიოს შტატი, რომელიც 1810 წელს არსებული ტრუხილიოსპროვინციის ფარგლებში აღდგა. 1856 წელს მას ლოს-ანდესის სუვერენული შტატი ეწოდა, მაგრამ 1864 წლის კონსტიტუციამ ის უბრალო შტატად აღიარა. 1881 წელს, გუსმანთან (მერიდა) და ტაჩირასთან ერთად ლოს-ანდესის დიდ შტატს მიეკუთვნა. 1898 წლეს ის ამ შემადგენლობიდან გამოვიდა და 1899 წლის კონსტიტუციით კვლავ შტატის სტატუსი მიენიჭა, რაც დღემდე გრძელდება.

ეკონომიკის ძირითადი დარგია აგრარული სექტორი.

მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები[რედაქტირება]

ადმინისტრაციულად შტატი 20 მუნიციპალიტეტად იყოფა:

  1. ანდრეს-ბელიო (სანტა-ისაბელი)
  2. ბოკონო (ბოკონო)
  3. ბოლივარი (საბანა-გრანდე)
  4. კანდელარია (ჩეხენდე)
  5. კარაჩე (კარაჩე)
  6. ესუკე (ესუკე)
  7. ხოსე-ფელიპე-მარკეს-კანისალესი (ელ-პარადერო)
  8. ხოსე-ვისენტე-კამპო-ელიასი (კამპო-ელიასი)
  9. ლა-სეიბა (სანტა-აპოლონია)
  10. მირანდა (ელ-დივიდივე)
  11. მონტე-კარმელო (მონტე-კარმელო)
  12. მოტატანი (მოტატანი)
  13. პამპანი (პამპანი)
  14. პამპანიტო (პამპანიტო)
  15. რაფაელ-რანხელი (ბეტიხოკე)
  16. სან-რაფაელ-დე-კარვახალი (კარავახალი)
  17. სუკრე (საბანა-დე-მენდოსა)
  18. ტრუხილიო (ტრუხილიო)
  19. ურდანეტა (ლა-კებრადა)
  20. ვალერა (ვალერა)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]