ბარინასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბარინასი
Barinas
Plaza Ezequiel Zamora, Barinas, Venezuela.jpg
ბარინასის ერთ-ერთი მონაკვეთი
დროშა გერბი
Bandera de barinas.png Escudo barinas city.png

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ბარინასი
კოორდინატები 8°38′00″ ჩ. გ. 70°12′00″ დ. გ. / 8.63333° ჩ. გ. 70.20000° დ. გ. / 8.63333; -70.20000
ფართობი 30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 187±1 მეტრი
მოსახლეობა 140,617 კაცი
სატელეფონო კოდი 0273
საფოსტო ინდექსი 5201
ოფიციალური საიტი [Página oficial de la Alcaldía. Página oficial de la Alcaldía.]
ბარინასი — ვენესუელა
ბარინასი

ბარინასი (ესპ. Barinas) — ქალაქი ჩრდილოეთ-დასავლეთ ვენესუელაში. ბარინასის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე სანტო-დომინგოს ნაპირებზე, დაბლობ ტერიტორიაზე, კორდილიერა-დე-მერიდის მთისძირში, ზღვის დონიდან დაახლოებით 188 მ სიმაღლეზე. ცნობილია როგორც ლიანოსის „დედაქალაქი“. კარაკასიდან დაშორებულია 525 კილომეტრით, ქალაქ მერიდიდან 165 კილომეტრით. 2009 წლის მონაცემებით ქალაქ ბარინასის მოსახლეობა შეადგენს 251,535 ადამიანს.

კათედრალები, მუზეუმები და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობები ქალაქის შუაგულშია განლაგებული. ბარინასი წარმოადგენს მესაქონლეობის რეგიონალურ ცენტრს, ასევე აქ განვითარებულია შინაური საქონლის პროდუქცია. შიდა რაიონებში მოჰყავთ კაკაო და თამბაქო. არის აეროპორტი, რომლის მეშვეობით დაკავშირეულია ქვეყნის დედაქალაქ კარაკასთან.

დაარსდა 1577 წლის 30 ივნისს, როგორც ალტამირა-დე-კასერესი. ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომის მსვლელობის დროს ბარინასი იყო თავდაცვის მნიშვნელოვანი საყრდენი. ქალაქ ბარინასში ცხოვრების გარკვეული ნაწილი გაატარა ვენესუელის პირველმა პრეზიდენტმა კრისტობალ მენდოსამ. ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება ადგილობრივი სიტყვიდან, რომელიც იდენტიფიცერებას განიცდის ძლიერ ქართან, რომელიც უბერავს წვიმიანი სეზონის დროს მდინარე სანტო-დომინგოს ხეობიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]