სულიას შტატი
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
სულიას შტატი Estado Zulia | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | მარაკაიბო | ||||
შიდა დაყოფა | Municipio Almirante Padilla[1] , Municipio Baralt[1] , Municipio Cabimas[1] , Municipio Catatumbo[1] , Municipio Colón[1] , Municipio Javier Pulgar[1] , Municipio Lossada[1] , Municipio Semprún[1] , Municipio La Cañada[1] , Municipio Lagunillas[1] , Municipio Machiques[1] , Municipio Mara[1] , Municipio Maracaibo[1] , Municipio Miranda[1] , Municipio La Guajira[1] , Municipio Rosario de Perijá[1] , Municipio San Francisco[1] , Municipio Santa Rita[1] , Municipio Simón Bolívar[1] , Municipio Sucre[1] და Municipio Valmore Rodríguez[1] | ||||
კოორდინატები | 9°50′00″ ჩ. გ. 72°15′00″ დ. გ. / 9.83333° ჩ. გ. 72.25000° დ. გ. | ||||
მმართველი | Omar Prieto | ||||
დაარსდა | 1864 | ||||
ფართობი | 63 100 კმ² | ||||
მოსახლეობა | 3 821 068 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | gobernaciondelzulia.gov.ve | ||||
სულია (ესპ. Estado Zulia) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია მარაკაიბო. მისი ფართობი 63 100 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 3 821 068 ადამიანია, რა მხრივაც ის ვენესუელის უდიდესი შტატია.
მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მარაკაიბოს ტბის გარშემო. ეს ტბა უდიდესია ლათინურ ამერიკაში და მის აუზში განთავსებულია დასავლეთ ნახევარსფეროს ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უდიდესი საბადოები.
სულიას საზღვრები საკმაოდ ვრცელია. აღმოსავლეთით, ის ვენესუელას კოლუმბიისგან გამოყოფს. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება გუახირის ნახევარკუნძული და პერიხის მთები, აღმოსავლეთით — ფალკონისა და ლარას შტატები, ხოლო სამხრეთით — ვენესუელის ანდური შტატები — ტაჩირა, მერიდა და ტრუხილიო.
უდიდესია სულიას ნავთობისა და გაზით მიღებული შემოსავლების როლი ვენესუელის ეკონომიკაში. ამავე დროს ის უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო არეალიცაა.
სახელი ვენესუელა სწორედ მარაკაიბის ტბის არეალისგან მომდინარეობს. როდესაც კონკისტადორებმა ამ ტერიტორიაზე შემოცურეს, მათ დაინახეს ტბის სანაპიროებზე გაშენებული ადგილობრივთა სოფლები, რომლებიც სავსე იყო ოჩოფეხებზე შემდგარი ქოხებით, რამაც მათ ვენეცია მოაგონათ და უცაბედად უწოდეს „პატარა ვენეცია“ (Pequeña Venecia ან Venezuela).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სულიას შტატის კატეგორია 1864 წლის კონსტიტუციამ მიანიჭა, რომელმაც პროვინცია მარაკაიბოს შტატად აქცია მანამდე არსებულ ფარგლებში. იმავე წლის დასასრულს, შტატიის სტატუსი შეიცვალა და მას სულიას სუვერენული შტატი ეწოდა, თუმცა ამან მხოლოდ სამ თვეს გასტანა.[2] 1874 წელს მისი სახელი კვლავ სულიას შტატი გახდა. 1881 წელს, ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ფალკონ-სულიას შტატი, მაგრამ 1890 წელს, კონგრესის გადაწყვეტილებით ის კვლავ გაიყო. საბოლოოდ, თანამედროვე საზღრებში სულიას შტატი 1899 წელს ჩამოყალიბდა.
მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციულად, სულიას შტატი 21 მუნიციპალიტეტად იყოფა:
მუნიციპალიტეტი | ცენტრი | |
---|---|---|
1. | ალმირანტე-პადილია | ელ-ტორო |
2. | ბარალტი | სან-ტიმოტეო |
3. | კაბიმასი | კაბიმასი |
4. | კატატუმბო | ენკონტრადოსი |
5. | კოლონი | სან-კარლოს-დელ-სულია |
6. | ფრანსისკო-ხავიერ-პულგარი | პუებლო-ნუევო / ელ-ჩივო |
7. | გუახირა | სინამაიკა |
8. | ხესუს-ენრიკე-ლოსადა | ლა-კონსეპსიონი |
9. | ხესუს-მარია-სემპრუნი | კასიგუა-ელ-კუბო |
10. | ლა-კანიადა-დე-ურდანეტა | კონსეპსიონი |
11. | ლაგუნილიასი | სიუდად-ოხედა |
12. | მაჩიკეს-დე-პარიხა | მაჩიკესი |
13. | მარა | სან-რაფაელ-დელ-მოხანი |
14. | მარაკაიბო | მარაკაიბო |
15. | მირანდა | ლოს-პუერტოს-დელ-ალტაგრასია |
16. | როსარიო-დე-პერიხა | ლა-ვილია-დელ-როსარიო |
17. | სან-ფრანსისკო | სან-ფრანსისკო |
18. | სანტა-რიტა | სანტა-რიტა |
19. | სიმონ-ბოლივარი | ტია-ხუანა |
20. | სუკრე | ბობურესი |
21. | ვალმორე-როდრიგესი | ბაჩაკერო |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gobernacion del zulia - Historia del Zulia[მკვდარი ბმული]
- Gobierno en linea Estado- Zulia დაარქივებული 2008-12-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|