ბარკისიმეტო
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბარკისიმეტო Barquisimeto | |||||
ქალაქი ბარკისიმეტო | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | ლარა | ||||
კოორდინატები | 10°03′49″ ჩ. გ. 69°20′05″ დ. გ. / 10.06361° ჩ. გ. 69.33472° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1552 | ||||
ფართობი | 2,760 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 564 მ | ||||
მოსახლეობა | 1 018 900 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 324.6 კაცი/კმ² | ||||
სატელეფონო კოდი | 0251 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3001 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.alcaldiadeiribarren.com.ve/ | ||||
ბარკისიმეტო (ესპ. Barquisimeto) — ქალაქი ვენესუელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ლარას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულია 351 კილომეტრით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებული რკინიგზითა და მაგისტრალით. მოსახლეობა 1 018 900 კაცი (2009).[1] მდებარეობს პლატოზე, ზღვის დონიდან 564 მ სიმაღლეზე. ფართობი 2,760 კმ². მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 324,6 ადამიანი კმ²-ზე. ქალაქში ძლიერ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა.
დაარსდა 1552 წელს დონ ხუან ვილეგასის მიერ, რომელმაც ქალაქს უწოდა ნუევა-სეგოვია-დე-ბარკისიმეტო. შორეულ წლებში ქალაქი რამდენიმეჯერ გადადგილებული იყო სხვადასხვა ადგილებში. 1812 წელს მიწისძვრის შედეგად იგი მნიშვნელოვნად დაზარალდა. იანვრის თვეებში ბარკისიმეტოში იმართება მასიური პროცესები, რომელსაც თან ახლავს დივინა პასტორას (Divina Pastora) მანევრული ძეგლის გადატანა ბარკისიმეტოდან მეზობელ ქალაქ სანტა-როსას კათედრალამდე. აღნიშნული ძეგლზე გამოსახულია მარიამ ღვთისმშობელი იესოსთან ერთად.
ქალაქის ეკონომიკის პოტენციალი დაკავშირებულია დიდ, საშუალო და მცირე წარმოებასთან, რომელსაც გასასვლელი გააჩნია რეგიონულ და ეროვნულ ბაზრებთან. განვითარებულია ინტერნაციონალიზაციის დიდი პერსექტივა, რაც განპირობებულია ზღვასთან ხელსაყრელი კავშირითა და რკინიგზის ხაზით ქალაქ პუერტო-კაბელიოს შორის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|