შინაარსზე გადასვლა

კოხედესის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
კოხედესის შტატი
Estado Cojedes
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი სან-კარლოსი
შიდა დაყოფა ანსოატეგის მუნიციპალიტეტი[1] , პაო-დე-სან-ხუან-პაუტისტას მუნიციპალიტეტი[1] , ფალკონის მუნიციპალიტეტი[1] , ხირარდოტის მუნიციპალიტეტი[1] , ლიმა-ბლანკოს მუნიციპალიტეტი[1] , რიკაურტეს მუნიციპალიტეტი[1] , რომულო-გალიეგოსის მუნიციპალიტეტი[1] , სან-კარლოსის მუნიციპალიტეტი[1] და ტინაკოს მუნიციპალიტეტი[1]
კოორდინატები 9°21′00″ ჩ. გ. 68°19′00″ დ. გ. / 9.35000° ჩ. გ. 68.31667° დ. გ. / 9.35000; -68.31667
დაარსდა 1864
ფართობი 14 800 კმ²
მოსახლეობა 300 300 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი cojedes.me.gob.ve

კოხედესი (ესპ. Estado Cojedes) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია სან-კარლოსი. მდებარეობს ცენტრალურ-დასავლეთ რეგიონში. მისი სახელი მომდინარებობს მდინარისგან, რაც ადგილობრივთა ენაზე ნიშნავს „სადაც ყველაფერი ხდება“. შტატის მთლიანი ფართობია 14 800 კმ². 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 300 300 ადამიანს შეადგენს.

ეკონომიკური აქტივობის ძირითად დარგებს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა წარმოადგენს. მთავარი კულტურებია სიმინდი, იამი, სორგო, ბარდა, კასავა და მანგო. მეცხოველეობაში ლიდერობს მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და მეღორეობა.

შტატის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, გადმოსახლდნენ ორინოკოს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი ამერიკელები, მათი მთავარი მიზანი კოლონიზაცია და ტაკარიგუის ტბის გარშემო ტერიტორიებთან ვაჭრობის გაბმა იყო.

1750 წელს ესპანელმა კირილო ბაუტისტამ დააარსა დასახლება სანტა-კლარა-დე-კარამაკატე. არეალის შესახებ ერთ-ერთ პირველ მოხსენებებს 1760 წელს წერს ეპისკოპოსი მარტი.

დამოუკიდებლობის შემდეგ კოხედესი შედიოდა კარაბობოს პროვინციის შემადგენლობაში.

ადმინისტრაციულად შტატი იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:

მუნიციპალიტეტიდედაქალაქიფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ანსოატეგიკოხედესი83116 333
ფალკონიტინაკილიო71490 773
ხირარდოტიელ-ბაული3 46811 579
ლიმა-ბლანკომაკაპო1279 161
პაო-დე-სან-ხუან-პაუტისტაელ-პაო1279 161
რიკაურტელიბერტადი5 08915 730
რომულო-გალიეგოსილას-ვეგასი90512 340
სან-კარლოსისან-კარლოსი1 84397 860
ტინაკოტინაკო1 09831 371

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 OpenStreetMap — 2004.