მონაგასის შტატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონაგასის შტატი
Estado Monagas
დროშა
Flag of Monagas State.png
გერბი
Escudo Monagas.gif
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სტატუსი შტატი
შედის ნორ-ორიენტალის რეგიონში
მოიცავს 13 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი მატურინი
შექმნის თარიღი 1909
მშპ 14 778 მილიონი დოლარი
მოსახლეობა (2010)
908 626 კაცი (მე-13 ადგილი)
ფართობი 28 900 კმ² (3.15 %, მე-9 ადგილი)
მონაგასის შტატი რუკაზე
დროის სარტყელი UTC-04:30
კოდი ISO 3166-2 VE-N
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Monagas (state)
შტატის გუბერნია ქალაქი მატურინში

მონაგასი (ესპ. Estado Monagas) — შტატი ვენესუელაში. მისი ფართობია 28 900 კმ², ხოლო მოსახლეობა 2007 წლის მონაცემებით 908 626 ადამიანს შეადგენს.

ჩრდილოეთით ესაზღვრება სუკრეს შტატი, დასავლეთით და სამხრეთით — ანსოატეგის შტატი, სამხრეთით — ბოლივარის შტატი, სამხრეთით და აღმოსავლეთით — დელტა-ამაკუროს შტატი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი პარიის ყურე.

სახელი ეწოდა გენერალ ხოსე ტადეო მონაგასისა და მისი ძმის — ხოსე გრეგორიო მონაგასის პატივსაცემად.

შტატის დედაქალაქია მატურინი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

შტატის სამხრეთ-დასავლეთში ბევრი პლატო და სავანაა. ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გავრცელებულია დელტის სავანები, სადაც გაედინება რამდენიმე მდინარე. ჩრდილო-დასავლეთში წარმოდგენილია მთათა ჯგუფი. ლიანოსში კლიმატი ცხელია, მაგრამ ჩრდილოეთის მთიან არეალებში საკამაოდ ცივი.

ისტორია[რედაქტირება]

მონაგასის შტატი წარსულში ნუევა-ანდალუსიის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც მოგვიანებით კუმანის პროვინცია ეწოდა. 1856 წელს მონაგასს პროვინციის სტატუსი მიენიჭა და ეწოდა მატურინის პროვინცია, 1864 წელს კი გაფორმდა როგორც მატურინის შტატი. 1891 წელს შევიდა დიდი ბერმუდესის შტატში, სადაც მის გარდა შედიოდნენ სუკრეს, ანსოატეგისა და ბოლივარის შტატები. 1901 წელს მონაგასმა კვლავ მოიპოვა ავტონომია მატურინის შტატის სახელით. 1904 წელს ის კვლავ კარგავს ამ სტატუსს და უერთდება ბერმუდესის შტატს.

საბოლოოდ, 1909 წელს მონაგასი გამოეყო ბარსელონის შტატს და ეწოდა ამჟამინდელი სახელი.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ეკონომიკური აქტივობის მთავარი დარგია ნავთობმოპოვება, რომლითაც საზრდოობს მრავალი ქალაქი. ასევე განვითარებულია მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მოყავთ კაკაო, ყავა, სიმინდი, პომიდორი, ბანანი, შაქრის ლერწამი, თამბაქო, ბრინჯი და ტროპიკული ხილი. შტატი საკმაოდ ტყიანია, შესაბამისად ხედება ხე-მასალის წარმოებაც.

ნავთობმოპოვების წყალობით, დედაქალაქი მატურინი არამარტო შტატის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ვენესუელის კომერციული და საბანკო ცენტრია.

მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები[რედაქტირება]

მონაგასის შტატი ადმინისტრაციულად 13 მუნიციპალიტეტად იყოფა:

  1. აკოსტა (სან-ანტონიო-დე-კაპაიაკუარი)
  2. აგუასაი (აგუასაი)
  3. ბოლივარი (კარიპიტო)
  4. კარიპე (კარიპე)
  5. სედენიო (კაიკარა-დე-მატურინი)
  6. ესეკიელ-სამორა (პუნტა-დე-მეტა)
  7. ლიბერტადორი (ტომბლადორი)
  8. მატურინი (მატურინი)
  9. პიარი (არაგუა-დე-მატურინი)
  10. პუნსერესი (კირიკირე)
  11. სანტა-ბარბარა (სანტა-ბარბარა)
  12. სოტილიო (ბარანკასი)
  13. ურაკოა (ურაკოა)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]