მერიდა (ვენესუელა)
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
მერიდა Mérida | |||||
|
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| კოორდინატები | 8°35′00″ ჩ. გ. 71°08′00″ დ. გ. / 8.58333° ჩ. გ. 71.13333° დ. გ. | ||||
| დაარსდა | 1558 | ||||
| ფართობი | 25 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 1 600 მ | ||||
| ოფიციალური ენა | Venezuelan Spanish | ||||
| მოსახლეობა | 200 000 კაცი | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC-4[1] | ||||
| სატელეფონო კოდი | 0274 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 5101 | ||||
| ოფიციალური საიტი | merida.gob.ve | ||||
სანტიაგო-დე-ლოს-კაბალიეროს-დე-მერიდა — ქალაქი ვენესუელაში, ლიბერტადორის მუნიციპალიტეტის და მერიდის შტატის დედაქალაქი. უდიდესი ქალაქი ვენესუელის ანდებში. იგი დაარსდა 1558 წელს, როგორც ნუევ-გრანადის ნაწილი, თუმცა მალე შეუერთდა ვენესუელის საკაპიტანოს და ითამაშა სერიოზული როლი დამოუკიდებლობისთვის ომში.
მერიდაში ცხოვრობს 200 000 ადამიანი, ხოლო მეტროპოლიურ ტერიტორიაში — 350 000 ადამიანი. მერიდა არის დასავლეთ ვენესუელის ტურიზმისა და განათლების ცენტრი, ადგილი, სადაც განთავსებულია ცნობილი ანდების უნივერსიტეტი.
მერიდა მდებარეობს ზღვის დონიდან 1 600 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე ჩამას ველზე. მდინარე მიედინება ქალაქის დასაწყისიდან მის ბოლომდე. ქალაქის უკანა ფონზე მოჩანს ვენესუელის უდიდესი მწვერვალი — ბოლივარის სახელობის პიკი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Historia de Mérida, Carlos Chalbaud Zerpa, Universidad de Los Andes. 1985, Mérida, Venezuela.
- Enciclopedia de Venezuela. Edición de El Nacional. Caracas, Venezuela.
- Nuevo atlas práctico de Venezuela. Edición de El Nacional. Caracas, Venezuela.
- Enciclopedia Conocer Venezuela. Salvat. Navarra, España. ISBN 84-345-4251-X
- The Trolleybuses of Mérida: description, map, 29 illustrations დაარქივებული 2010-03-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||