ბოლივარის შტატი
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოლივარის შტატი Estado Bolívar | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | სიუდად-ბოლივარი | ||||
შიდა დაყოფა | ანგოსტურის მუნიციპალიტეტი, კარონის მუნიციპალიტეტი, სედენიოს მუნიციპალიტეტი, პადრე-პედრო-ჩიენის მუნიციპალიტეტი, ელ-კალიაოს მუნიციპალიტეტი, გრან-საბანის მუნიციპალიტეტი, Municipio Heres, პიარის მუნიციპალიტეტი, როსიოს მუნიციპალიტეტი, სიფონტესის მუნიციპალიტეტი და სუკრეს მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 5°57′00″ ჩ. გ. 63°20′00″ დ. გ. / 5.95000° ჩ. გ. 63.33333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1864 | ||||
ფართობი | 238,000 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 620 359 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | e-bolivar.gov.ve | ||||
ბოლივარის შტატი (ესპ. Estado Bolívar) — შტატი ვენესუელაში, დედაქალაქი — სიუდად-ბოლივარი. მთლიანი ფართობი 238 000 კმ²-ს შეადგენს (ქვეყნის ტერიტორიის 25,96%), მოსახლეობა კი 2010 წლის ივნისის მონაცემებით 1 620 359 ადამიანს.
შტატი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. მისი ტერიტორია თითქმის მთლიანად უკავია გვიანის მასივს. ზედაპირი როგორც წესი გორაკ-ბორცვიანია. სიმაღლის მატებასთან ერთად სუსტდება ცხელი ტროპიკული კლიმატი.
გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ორინოკო, რომელზეც გაივლის ბუნებრივი საზღვარი დელტა-ამაკუროს, მონაგასის, ანსოატეგის და გუარიკოს შტატებთან. სამხრეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-დასავლეთით — ამასონასის შტატი, აღმოსავლეთით გაიანის ის ნაწილი, რომელსაც ვენესუელა ითხოვს, დასავლეთით კი აპურეს შტატი. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია — კარონი, კაურა (ორივე ორინოკოს შენაკადი). კარონზე მდებარეობს გურის დამბა, მეშვიდე უდიდესი წყალსაცავი დედამიწაზე.
ორინოკოს გასწვრივ განვითარებულია მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. შტატის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი მეჩხრადაა დასახლებული და ამ ნაწილში ძირითადად ხშირი ნოტიო ტროპიკული ტყეებია წარმოდგენილი.
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი დედამიწის ერთ-ერთ უძველეს გეოლოგიურ ფორმაციას — გვიანის ზეგანს უჭირავს, რომელიც ცნობილია თავის მაგიდა მთებით (ტეპუი). შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს კანაიმის ეროვნული პარკის უდიდესი ნაწილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ბი
მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლივარის შტატი შედგება 11 მუნიციპალიტეტისგან, ესენია:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა |
---|---|---|---|---|
კარონი | სიუდად-გაიანა | 1 612 | 777 283 | |
სედენიო | კაიკარა-დელ-ორინოკო | 46 020 | 88 296 | |
ელ-კალიაო | ელ-კალიაო | 2 223 | 24 013 | |
გრან-საბანა | სანტა-ელენა-დე-უაირენი | 32 990 | 34 095 | |
ერესი | სიუდად-ბოლივარი | 591 | 350 691 (2010) |
|
პადრე-პედრო-ჩიენი | ელ-პალმარი | 2 275 | 14 749 | |
პიარი | უპატა | 15 900 | 107 643 | |
ანგოსტურა | სიუდად-პიარი | 56 916 | 47 167 | |
როსიო | გუასიპატი | 6 182 | 23 957 | |
სიფონტესი | ტუმერემო | 24 393 | 40 042 | |
სუკრე | მარიპა | 46 166 | 27 218 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Datos históricos y geográficos del Estado Bolívar დაარქივებული 2011-08-27 საიტზე Wayback Machine.
- შტატის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-07-06 საიტზე Wayback Machine.
|