სიუდად-ბოლივარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სიუდად-ბოლივარი
Ciudad Bolívar
Ciudad Bolívar historical zone.jpg
სიუდად-ბოლივარის ისტორიული ზონა
დროშა
Flag of Heres municipality (Barinas state, Venezuela).png

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ბოლივარი
კოორდინატები 8°07′19″ ჩ. გ. 63°33′00″ დ. გ. / 8.12194° ჩ. გ. 63.55000° დ. გ. / 8.12194; -63.55000
დაარსდა 1764 წ
ფართობი 591 კმ²
ცენტრის სიმაღლე 43
მოსახლეობა 350 691 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 593,39 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 285
საფოსტო ინდექსი 8001
ოფიციალური საიტი http://www.ciudadbolivaronline.com/
სიუდად-ბოლივარი — ვენესუელა
სიუდად-ბოლივარი

სიუდად-ბოლივარი (ესპ. Ciudad Bolívarბოლივარის ქალაქი) — ქალაქი ვენესუელის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ბოლივარის შტატის დედაქალაქი. დაარსდა 1764 წელს სახელით ანგოსტურა, 1846 წელს კი დღევანდელი სახელი ეწოდა. 2010 წელს მისი სავარაუდო მოსახლეობა 350 691 ადამიანს შეადგენდა.

ქალაქი გაშენებულია მდინარე ორინოკოს სიგანეში შევიწროვების ადგილას, სადაც მდინარის სიგანე 1,6 კმ-ია. აღსანიშნავია, რომ სწორედ სიუდად-ბოლივარში გაიდო პირველი ხიდი ორინოკოზე.

სიუდად-ბოლივარის ისტორიული ცენტრი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება, იგი გამოირჩევა ორიგინალური კოლონიური შენობებით პლასა-ბოლივარის გარშემო, მათ შორისაა კათედრალი. დღეისათვის, ქალაქი ვენესუელის აღმოსავლეთ რეგიონების უმნიშვნელოვანესი პორტია მდინარე ორინოკოზე. ამავე დროს, ის ორინოკოს აუზის მთავარო კომერციული ცენტრია, რომლის წარმოებაც მოიცავს ოქროს, რკინის მადანს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, ტყავის ნედლეულსა და უიშვიათეს ხე-მასალას.

1973 წელს სიუდად-ბოლივარში გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელსაც ქალაქის ცნობილი შვილის, დინამიკური სკულპტორის — ხესუს რაფაელ სოტოს სახელი ეწოდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]