შინაარსზე გადასვლა

მირანდას შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
მირანდას შტატი
Estado Miranda
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ლოს-ტეკესი
შიდა დაყოფა ასევედოს მუნიციპალიტეტი, ანდრეს-ბელიოს მუნიციპალიტეტი (მირანდა), ბარუტის მუნიციპალიტეტი, ბრიონის მუნიციპალიტეტი, სიმონ-ბოლივარის მუნიციპალიტეტი (მირანდა), ბუროსის მუნიციპალიტეტი, გარისალის მუნიციპალიტეტი, ჩაკაოს მუნიციპალიტეტი (მირანდა), ელ-ატილიოს მუნიციპალიტეტი (მირანდა), გუაიკაიპუროს მუნიციპალიტეტი, პედრო-გუალის მუნიციპალიტეტი (მირანდა), ინდეპენდენსიის მუნიციპალიტეტი (მირანდა), ლანდერის მუნიციპალიტეტი, ლოს-სალიასის მუნიციპალიტეტი, პაესის მუნიციპალიტეტი (მირანდა), პაეს-კასტილიოს მუნიციპალიტეტი, პლასის მუნიციპალიტეტი, კრისტობალ-როხასის მუნიციპალიტეტი, სუკრეს მუნიციპალიტეტი, ურდანეტას მუნიციპალიტეტი (მირანდა) და სამორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 10°15′00″ ჩ. გ. 66°25′00″ დ. გ. / 10.25000° ჩ. გ. 66.41667° დ. გ. / 10.25000; -66.41667
მმართველი ენრიკე კაპრილეს რადონსკი
დაარსდა 1909
ფართობი 7 950 კმ²
მოსახლეობა 2 987 968 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC-04:00]]
ოფიციალური საიტი miranda.gob.ve
ლოს-ტეკესის მთავარი ეკლესია, 1900-იანი წლები
ალტამირა, ჩაკაოს მუნიციპალიტეტი

მირანდა (ესპ. Estado Miranda) — შტატი ვენესუელაში. ვენესუელის შტატებს შორის მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორეა სულიას შტატის შემდეგ. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 2 987 968 ადამიანს შეადგენს. ვენესუელის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, შტატს ადამიანის განვითარების ინდექსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი გააჩნია მთელს ქვეყანაში. მირანდა ვენესუელის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და კომერციული ცენტრია.

შტატის მთლიანი ფართობი 7 950 კმ²-ია.

შტატს სახელი 1889 წლის 23 დეკემბერს ეწოდა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი განმათავისუფლის — გენერალ ფრანსისკო დე მირანდას პატივსაცემად. მანამდე ეს რეგიონი გუსმან-ბლანკოს შტატის სახელით იყო ცნობილი. თავდაპირველად ის დასახლებული იყო ადგილობრივი ტომებით. მოსვლისათანავე ესპანელმა დამპყრობლებმა დაიწყეს სანაპირო ზოლის ათვისება კაკაოს მოყვანისა და თავიანთ ოჯახების განთავსების მიზნით. აგრარულ სექტორში სამუშაოდ შემოიყვანეს აფრიკელი მონები.

კოლონიურ პერიოდში, ბორბურატის იურისდიქციის ნაწილი იყო. XIX საუკუნის დაახლოებით ნახევარი, ის კარაკასის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1864 წელს კარაკასის პროვინციას ბოლივარი ეწოდა. რის გამოც, ქალაქი კარაკასი გამოეყო პროვინციას და მიეკუთვნა ფედერალურ ოლქს. 1868 წელს, ლურჯი რევოლუციის (Revolución Azul)ტრიუმფთან ერთად, რომელსაც ხოსე ტადეო მონაგასი მეთაურობდა, პროვინციას სამი დეპარტამენტი დაემატა. 1881 წელს, ვენესუელა 9 შტატად დაიყო, ერთმანეთს შეუერთდნენ ბოლივარის პროვინცია და კუნძული მარგარიტა, რომელთაც ერთად გუსმან-ბლანკოს შტატი ეწოდა.

1889 წელს მისი სახელი მირანდათი შეიცვალა, სამი წლის შემდეგ კი ეწოდა მირანდას დიდი შტატი. 1909 წლის 5 აგვისტოს გამოქვეყნებული ახალი კონსტიტუცია ადგენდა 20 შტატის, ფედერალური ოლქი, ორი ფედერალური ტერიტორიისა და ფედერალური სამფლობელოების არსებობას ადგენდა. ამავე დროს ჩამოყალიბდა მირანდას დღევანდელი საზღვრები. დედაქალაქი იყო ოკუმარე-დელ-ტუი, რომელიც 1927 წლის 13 თებერვალს ლოს-ტეკესმა შეცვალა.

მირანდას შტატი ადმინისტრაციულად 21 მუნიციპალიტეტად იყოფა:

მუნიციპალიტეტი ცენტრი
1. ასევედო კაუკაგუა
2. ანდრეს-ბელიო სან-ხოსე-დე-ბარლოვენტო
3. ბარუტა ნუესტრა-სენიორა-დელ-როსარიო-დე-ბარუტა
4. ბრიონი იგუეროტე
5. ბუროსი მამპორალი
6. გარისალი კარისალი
7. ჩაკაო ჩაკაო
8. კრისტობალ-როხასი ჩარალიავე
9. ელ-ატილიო ელ-ატილიო
10. გუაიკაიპურო ლოს-ტეკესი
11. ინდეპენდენსია სანტა-ტერესა-დელ-ტუი
12. ლანდერი ოკუმარე-დელ-ტუი
13. ლოს-სალიასი სან-ანტონიო-დე-ლოს-ალტოსი
14. პაესი რიო-ჩიკო
15. პაეს-კასტილიო სანტა-ლუსია
16. პედრო-გუალი კუპირა
17. პლასა გუარენასი
18. სიმონ-ბოლივარი სან-ფრანსისკო-დე-იარე
19. სუკრე პეტარე
20. ურდანეტა კუა
21. სამორა გუატირე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]