მარგარიტა (ვენესუელა)
| მშობ. სახელი: ესპ. Isla Margarita | |
|---|---|
|
| |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | კარიბის ზღვა |
| კოორდინატები | 10°59′13″ ჩ. გ. 63°56′08″ დ. გ. / 10.98694° ჩ. გ. 63.93556° დ. გ. |
| ფართობი | 1020 კმ² |
| სიგრძე | 78 კმ |
| სიგანე | 20 კმ |
| სანაპიროს სიგრძე | 152 კმ |
| უმაღლესი წერტილი | 988 მ |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 420 000 |
| სიმჭიდროვე | 411,76 ად. /კმ² |
მარგარიტა (ესპ. Isla Margarita) — კუნძული კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეკუთვნის ვენესუელას. ფართობი — 1020 კმ². მოსახლეობა — 420 000 კაცი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოიცავს პატარა კუნძულებს: კოჩეს და კუბაგუას, რომლებიც ერთად ქმნიან ვენესუელის შტატს — ნუევა-ესპარტას. დასახლება ძირითადად გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში.
შედგება ორი მთის მასივისაგან (სიმაღლე 988 და 702 მ-მდე), რომლებიც შეერთებულია 18 კმ ქვიშიანი ყელით. კუნძულის სიგრძეა 78 კმ, მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 20 კმ. სანაპირო ხაზის სიგრძე უდრის 152 კმ-ს. ჰავა სუბეკვატორულია, მშრალი. ჰაერის ტემპერატურა იცვლება 24 °C-იდან 37 °C-მდე. გავრცელებულია ქსეროფიტული ბუჩქნარი და კაქტუსები, მთები შემოსილია ტყით. არის მაგნეზიტის საბადო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარიტას კუნძული აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1498 წელს. 1561 წელს კუნძული დაიპყრო ესპანელმა კონკისტადორმა ლოპე დე აგირემ. 1814 წელს კუნძულის მოსახლეობამ დაიწყო ომი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც პირველად მოიპოვეს სიმონ ბოლივარის ხელმძღვანელობით.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისდევენ მესაქონლეობას, თევზჭერას, მარგალიტის მოპოვებას.
განვითარებულია ტურიზმი. წარმოადგენს ვენესუელის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკურორტო ზონას. მარგარიტაზეა საზღვაო კურორტები, ქალაქი ლა-ასუნსიონი. დიდი ქალაქია აგრეთვე პორლამარი. საერთაშორისო ავიარეისები არ მოქმედებს. კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ვენესუელის დედაქალაქ — კარაკასიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 429.