ფალკონის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფალკონის შტატი
Estado Falcón
დროშა
Flag of Falcón.svg
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სტატუსი შტატი
მოიცავს 25 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი კორო
მოსახლეობა (2010)
950 057 კაცი (მე-11 ადგილი)
ფართობი 24 800 კმ² (2,71 %, მე-10 ადგილი)
ფალკონის შტატი რუკაზე
დროის სარტყელი UTC-04:30
კოდი ISO 3166-2 VE-I
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Falcón

ფალკონი (ესპ. Estado Falcón) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია კორო.

დემოგრაფია და გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატის მთლიანი ფართობი 24 800 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 950 057 ადამიანს შეადგენს.[1] შტატის დანარჩენ ტერიტორიას მედანოსის ყელის საშუალებით უერთება პარაგუანის ნახევარკუნძული.


ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატის ტერიტორიაზე ოთხი ეროვნული პარკი მდებარეობს: მედანოს-დე-კორო, კუევას-დე-ლა-კებრადა-დელ-ტორო, მოროკოი და ხუან-კრისოსტომო-ფალკონი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არეალი პირველად 1499 წელს ხუან დე ლა კოსამ და ამერიგო ვესპუჩიმ გამოიკვლიეს ალონსო დე ოხედას ექსპედიციისას.[2] შტატს სახელი ეწოდა პრეზიდენტ ხუან კრისოსტომო ფალკონის პატივსაცემად.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თითქმის მთლიანად სანაპირო დაბლობებსა და ანდების ბორცვებს უჭირავს, ამავე დროს საკმაოდ მშრალია, რაც ზღუდავს მიწათმოქმედებას. იგი ძირითადად მდინარეთა ხეობებსა და მთიან არეალებშია გავრცელებული. მოყავთ სიმინდი, ქოქოსი, ქუნჯუთი, ყავა და შაქრის ლერწამი.

შტატის დედაქალაქ კოროსა და პარაგუანის ნახევარკუნძულს ინდუსტრიალიზაციის ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები გააჩნიათ. პარაგუანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუნტო-ფიხოში მდებარეობს პარაგუანის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი. ვენესუელის ნავთობწარმოების დაახლოებით 2/3 ამ არეალშია განთავსებული, რომელსაც ექსოპრტზე ტანკერებით გზავნიან.

მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად შტატი იყოფა 25 მუნიციპალიტეტად:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2001)
რუკა
აკოსტა სან-ხუან-დე-ლოს-კაიოსი 757 17 078 Venezuela - Falcón - Acosta.svg
ბოლივარი სან-ლუისი 295 8 290 Venezuela - Falcón - Bolívar.svg
ბუჩივაკოა კაპატარიდა 2 657 25 000 Venezuela - Falcón - Buchivacoa.svg
კასიკე-მანაურე იარაკალი 190 10 681 Venezuela - Falcón - Manaure.svg
კარირუბანა პუნტო-ფიხო 684 203 583 Venezuela - Falcón - Carirubana.svg
კოლინა ლა-ველა-დე-კორო 582 32 545 Venezuela - Falcón - Colina.svg
დაბახურო დაბახურო 1 144 30 125 Venezuela - Falcón - Dabajuro.svg
დემოკრასია პედრეგალი 2 602 9 107 Venezuela - Falcón - Democracia.svg
ფალკონი პუებლო-ნუევო 1 577 40 879 Venezuela - Falcón - Falcón.svg
ფედერასიონი ჩურუგუარა 1 084 25 889 Venezuela - Falcón - Federación.svg
ხაკურა ხაკურა 1 842 11 500 Venezuela - Falcón - Jacura.svg
ლოს-ტაკესი სანტა-კრუს-დე-ლოს-ტაკესი 231 28 528 Venezuela - Falcón - Los Taques.svg
მაუროა მენე-დე-მაუროა 1 904 21 468 Venezuela - Falcón - Mauroa.svg
მირანდა სანტა-ანა-დე-კორო 1 805 173 860 Venezuela - Falcón - Miranda.svg
მონსენიორ-იტურისა ჩიჩირივიჩე 907 17 774 Venezuela - Falcón - Monseñor Iturriza.svg
პალმასოლა პალმასოლო 194 6 340 Venezuela - Falcón - Palma Sola.svg
პეტიტი კაბურე 1 025 12 078 Venezuela - Falcón - Petit.svg
პირიტუ პირიტუ 1 168 9 929 Venezuela - Falcón - Píritu.svg
სან-ფრანსისკო მირიმირე 346 10 000 Venezuela - Falcón - San Francisco.svg
სილვა ტუკაკასი 537 36 029 Venezuela - Falcón - Silva.svg
სუკრე ლა-კრუს-დე-ტარატარა 840 5 155 Venezuela - Falcón - Sucre.svg
ტოკოპერო ტოკოპერო 83 4 475 Venezuela - Falcón - Tocópero.svg
უნიონი სანტა-კრუს-დე-ბუკარალი 975 14 479 Venezuela - Falcón - Unión.svg
ურუმაკო ურუმაკო 752 6 861 Venezuela - Falcón - Urumaco.svg
სამორა პუერტო-კუმარებო 619 30 214 Venezuela - Falcón - Zamora.svg

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]