არაგუის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაგუის შტატი
Estado Aragua
დროშა
Flag of Aragua State.svg
გერბი
Coat of arms of Aragua.png
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სტატუსი შტატი
შედის ჩრდილოეთ-ცენტრალურ რეგიონში
მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი მარაკაი
მოსახლეობა (2007)
1 665 200 კაცი (მე-6 ადგილი)
ფართობი 7 014 კმ² (0,76 %, მე-20 ადგილი)
არაგუის შტატი რუკაზე
დროის სარტყელი UTC-04:30
კოდი ISO 3166-2 VE-D
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Aragua (state)
არაგუის მუნიციპალიტეტები

არაგუა (ესპ. Estado Aragua) — შტატი ვენესუელაში, ჩრდილოეთ-ცენტრალურ რეგიონში. მის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ვაკეები, ჯუნგლები და კარიბის ზღვის სანაპიროები. აქვე მდებარეობს ვენესუელაში პირველი ეროვნული პარკი ანრი-პიტიე.

შტატიდ დედაქალაქია მარაკაი, ხოლო სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისაა — ტურმერო და ელ-ლიმონი.

არაგუის შტატის მთლიანი ფართობი 7 014 კმ²-ს შეადგენს. 2001 წლის მოსახკლეობის აღწერაზე დაყრდნობით, 2007 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობას 1 665 200 ადამიანისთვის უნდა მიეღწია.

ასევე არაგუა ერქვა ვენესუელურ გამანადგურებელს, რომელიც მესამე გამანადგურებელი დანაყოფის ლიდერი იყო და მისნაირებს შორის პირველი იყო, რაც კი ბრიტანელებმა 1950-იან წლებში ვენესუელის საზღვაო ძალებისთვის შექმნეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატს ჩრდილოეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა, მის საპირისპიროდ კი ცენტრალური კორდილიერის მასივი, სადაც მდებარეობს 2 400 სიმაღლის მწვერვალი კოდასი. დარჩენილი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ნაყოფიერ ველებს, რომლებიც ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოიყენება, გარდა უკიდურესი სამხრეთ ნაწილისა, სადაც წარმოდგენილია ცენტრალური ლიანოსის რეგიონის დაბლობი. დასავლეთით ესაზღვრება ვალენსიის ტბა.

შტატის მთავარი მდინარეებია არაგუა, გუარიკო, ლიმონი, ტუი, პაო და ტურმერო. ისინი ძირითადად ვალენსიის ტბას, კარიბის ზღვას ან მდინარე ორინოკოს ვრცელ ქსელს ერთვიან. აქვე მდებარეობს კატამაგუის რეზერვუარი — კარაკასის წყალმომარაგების ძირითდი ობიექტი.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაგუის შტატი მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ბოლივარი სან-მატეო 58 42 295 Venezuela - Aragua - Bolívar.svg
კატამაგუა კატამაგუა 780 17 674 Venezuela - Aragua - Camatagua.svg
ფრანსისკო-ლინარეს-ალკანტარა სანტა-რიტა 24 135 873 Venezuela - Aragua - Francisco Linares Alcántara.svg
ხირარდოტი მარაკაი 302 439 947 Venezuela - Aragua - Girardot.svg
ხოსე-ანხელ-ლამასი სანტა-კრუსი 20 33 513 Venezuela - Aragua - José Ángel Lamas.svg
ხოსე-ფელიქს-რიბასი ლა-ვიქტორია 419 156 139 Venezuela - Aragua - José Félix Ribas.svg
ხოსე-რაფაელ-რევენგა ელ-კონსეხო 192 49 593 Venezuela - Aragua - José Rafael Revenga.svg
ლიბერტადორი პალო-ნეგრო 52 87 520 Venezuela - Aragua - Libertador.svg
მარიო-ბრისენიო-ირაგორი ელ-ლიმონი 53 103 269 Venezuela - Aragua - Mario Briceño Iragorry.svg
ოკუმარე-დე-ლა-კოსტა-დე-ორო ოკუმარე-დე-ლა-კოსტა 340 9 605 Venezuela - Aragua - Ocumare de la Costa de Oro.svg
სან-კასიმირო სან-კასიმირო-სე-გუირიპა 498 26 030 Venezuela - Aragua - San Casimiro.svg
სან-სებასტიანი სან-სებასტიანი 491 22 906 Venezuela - Aragua - San Sebastián.svg
სანტიაგო-მარინიო ტურმერო 497 191 731 Venezuela - Aragua - Santiago Mariño.svg
სანტოს-მიჩელენა ლას-ტეხერიასი 220 44 409 Venezuela - Aragua - Santos Michelena.svg
სუკრე კაგუა 76 120 302 Venezuela - Aragua - Sucre.svg
ტოვარი კოლონია-ტოვარი 225 17 429 Venezuela - Aragua - Tovar.svg
ურდანეტა ბარბაკოასი 2 024 21 270 Venezuela - Aragua - Urdaneta.svg
სამორა ვილია-დე-კურა 649 145 742 Venezuela - Aragua - Zamora.svg

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]