შინაარსზე გადასვლა

აპურეს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
აპურეს შტატი
Estado Apure
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი სან-ფერნანდო-დე-აპურე
შიდა დაყოფა აჩაგუასის მუნიციპალიტეტი[1] , ბირუაკის მუნიციპალიტეტი[1] , პედრო-კამეხოს მუნიციპალიტეტი[1] , მუნიოსის მუნიციპალიტეტი[1] , პაესის მუნიციპალიტეტი[1] , რომულო-გალიეგოსის მუნიციპალიტეტი[1] და Municipio San Fernando[1]
კოორდინატები 7°08′00″ ჩ. გ. 69°00′00″ დ. გ. / 7.13333° ჩ. გ. 69.00000° დ. გ. / 7.13333; -69.00000
დაარსდა 1909
ფართობი 76,500 კმ²
მოსახლეობა 473,900 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 6,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი apure.gob.ve

აპურე (ესპ. Estado Apure) — ვენესუელის 23 შტატიდან სიდიდით მესამე. შტატის დედაქალაქია სან-ფერნანდო-დე-აპურე. ფართობი 76,500 კმ²-ია, მოსახლეობა შეადგენს 473,900 ადამიანს (2007 წლის აღწერით), ხოლო სიმჭიდროვე – 6,19 ად/კმ².

ამ ველური მიწის დაპყრობა XVII საუკუნის შუაში დაიწყო, როდესაც ის დასახლებული იყო ინდიელთა მრავალი ტომით, მაგალითად მშვიდობიანი არავაკებითა და სახიფათო კარიბებით.თანამედროვე განაშენიანება მხოლოდ XVIII საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყო, რასაც ძირითადად წარმართავდა მესაქონლეობის ფერმები, რომლებსაც სხვა ტერიტორიებზე (ძირითადად სან-კარლოსში, ასტურიასა და სხვა ქალაქებში) უკვე გადაჭედილი ფერმების მესაკუთრეები აარსებდნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილები იყვნენ ხოსე-იგნასიო პუმარი და ჯოსეფ ბლანკო ი სალასარი სხვა ანდალუსიელ ფრანცისკანელ მისიონერებთან და მიწის მესაკუთრეებთან ერთად, რომლებმაც ადგილობრივები „მშვიდობითა“ თუ მახვილით განდევნეს ან ქრისტიანობა მიაღებინეს.

კოლონიურ პერიოდში, აპურე მერიდა-დელ-ესპირიტუ-სანტო-დე-ლა-გრიტას პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. როდესაც ის მარაკაიბოს მიუერთა, მას მარაკაიბოს პროვინცია ეწოდა. 1856 წელს კი მას შტატის სტატუსი მიეცა.

1864 წლიდან, მას შემდეგ რაც ვენესუელის ტერიტორია მოწყობილ იქნა როგორც ვენესუელის შეერთებული შტატები (ესპ. los Estados Unidos de Venezuela), აპურე დამოუკიდებელი შტატია. 1881 წელს ის გაიანასთან ერთად ბოლივარის შტატის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ 1899 წელს კვლავ დაუბრუნდა დამოუკიდებელი შტატის კატეგორია.

აპურეს შტატი მდებარეობს ვენესუელის სამხრეთით, ჩ.გ. 06º03’45’’ და 08º04’22’’-ზე და დასავლეთ გრძედის 66º21’45’’ და 72º22’30’’-ზე. აპურეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტაჩირას, ბარინასის, და გუარიკოს, აღმოსავლეთით და სამხრეთაღმოსავლეთით ბოლივარის და ამასონასის შტატები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით კოლუმბია.

ტაძარი, სან-ფერნანდო-დე-აპურე

აპურეს შტატი მოიცავს 7 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტიდედაქალაქიფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
აჩაგუასიაჩაგუასი15 75465 081
ბირუაკაბირუაკა1 28154 233
მუნიოსიბრუსუალი7 92530 197
პაესიგუასდუალიტო12 820111 059
პედრო-კამეხოსან-ხუან-დე-პაიარა20 51931 187
რომულო-გალიეგოსიელორსა12 21923 839
(2005)
სან-ფერნანდოსან-ფერნანდო-დე-აპურე5 982175 056

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 4 5 6 7 OpenStreetMap — 2004.