სუკრეს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სუკრეს შტატი
Estado Sucre
დროშა გერბი
Flag of Sucre State.svg Coat of arms of Sucre State.svg

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი კუმანა
შიდა დაყოფა Andrés Eloy Blanco, Andrés Mata, Municipio Arismendi, Benítez, Bermúdez, Bolívar, Cajigal, Cruz Salmerón Acosta, Libertador, Mariño, Mejía, Montes, Ribero, Sucre და Valdez
კოორდინატები 10°38′44″ ჩ. გ. 63°02′20″ დ. გ. / 10.64556° ჩ. გ. 63.03889° დ. გ. / 10.64556; -63.03889
დაარსდა 1864
ფართობი 11 800 კმ²
ცენტრის სიმაღლე 501 მეტრი
მოსახლეობა 916 600 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ISO 3166 კოდი VE-R
ოფიციალური საიტი edosucre.gov.ve/gobersucre/
Sucre in Venezuela.svg
პლაია-კორდობა
პლაოა-კუმანა

სუკრე (ესპ. Estado Sucre) — შტატი ვენესუელაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა, სამხრეთით — ანსოატეგისა და მონაგასის შტატები, აღმოსავლეთით — პარიის ყურე, დასავლეთით კი კარიაკოს ყურე. დედაქალაქია კუმანა. სახელი ეწოდა სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომის გმირის — ანტონიო ხოსე დე სუკრეს პატივსაცემად.

შტატის ფართობი 11 800 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2007 წლის მონაცემებით 916 600 ადამიანს შეადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტეფორე კოლუმბმა კონტინენტურ ამერიკაში ფეხი პირველად პარიას რეგიონში, შტატის ამჟამინდელ ტერიტორიაზე დადგა. ის აქ 1498 წლის 4—12 აგვისტოს იმყოფებოდა.

1799-1800 წლებში რეგიონი მოინახულა და აღწერა ალექსანდერ ჰუმბოლდტმა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ინდუსტრიის მთავარი დარგებია მიწათმოქმედება, მეთევზეობა და ტურიზმი. ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული დესტინაციაა სუკრესა და ანსოატეგის შორის მდებარე მოჩიმის ეროვნული პარკი.

მიუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუკრეს შტატი ადმინისტრაციულად 15 მუნიციპალიტეტად იყოფა:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]