ლოს-ტეკესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლოს-ტეკესი
Los Teques
Los Teques cathedral.jpg
ლოს-ტეკესის კათედრალი
დროშა გერბი
Bandera Guaicaipuro Miranda.PNG Escudo Municipio Guaicaipuro (Miranda, Venezuela).jpg

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი მირანდა
კოორდინატები 10°20′34″ ჩ. გ. 67°02′44″ დ. გ. / 10.34278° ჩ. გ. 67.04556° დ. გ. / 10.34278; -67.04556
ცენტრის სიმაღლე 1,200 მეტრი
მოსახლეობა 140,617 კაცი
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 212
საფოსტო ინდექსი 1201
ოფიციალური საიტი guaicaipuro-miranda.gov.ve
ლოს-ტეკესი — ვენესუელა
ლოს-ტეკესი

ლოს-ტეკესი (ესპ. Los Teques) — ქალაქი ვენესეულის ჩრდილოეთ ნაწილში. მირანდას შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასიდან სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1169 მ სიმაღლეზე. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 140,617 კაცს.

დაარსდა 1777 წელს და სახელი ეწოდა ადგილობრივი ინდიელების პატივსაცემად, სადაც დაბადებული იყო მათი წინამძღოლი გუაიკაიპურო, რომელიც განთქმული იყო ესპანელი კონკისტადორების წინააღმდეგ ბრძოლაში. ესპანელები აქ ახლომდებარე მთებში ოქროს ეძებდნენ. შემდეგ წლებში ქალაქი გახდა საცხოვრებელი ადგილი და კარაკასის საკურორტო მხარე. ჰაერის ტემპერატურა ქალაქში იცვლება 18°C-დან 26°C-მდე.

ლოს-ტეკესში მუშავდება სასოფლო სამეურნეო ნედლეული. განვითარებულია ტექსტილის მრეწველობა. 1927 წლის 13 თებერვალს ქალაქ პეტარედან მირანდას შტატის დედაქალაქი ლოს-ტეკესში გადმოიტანეს. 2006 წლის 3 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ქალაქში გახსნა მეტროპოლიტენი, რომელიც დაუკავშირდა კარაკასის მეტროს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]