კარაბობოს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარაბობოს შტატი
Estado Carabobo
CHORONI ESTADO ARAGUA 04.JPG
დროშა გერბი
Flag of Carabobo State.svg Escudo del Estado Carabobo.svg


Ocassus servitutis
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი ვალენსია
შიდა დაყოფა ბეხუმის მუნიციპალიტეტი, კარლოს-არველოს მუნიციპალიტეტი, დიეგო-იბარას მუნიციპალიტეტი, გუაკარას მუნიციპალიტეტი, ხუან-ხოსე-მორას მუნიციპალიტეტი, ლიბერტადორის მუნიციპალიტეტი (კარაბობო), Los Guayos, მირანდას მუნიციპალიტეტი, მონტალბანის მუნიციპალიტეტი, ნაგუანაგუის მუნიციპალიტეტი, პუერტო-კაბელიოს მუნიციპალიტეტი, სან-დიეგოს მუნიციპალიტეტი, სან-ხოაკინი და ვალენსიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 10°11′35″ ჩ. გ. 67°58′48″ დ. გ. / 10.19306° ჩ. გ. 67.98000° დ. გ. / 10.19306; -67.98000
დაარსდა 1864
ფართობი 4 650 კმ²
ცენტრის სიმაღლე 653 მეტრი
მოსახლეობა 2 227 000 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ISO 3166 კოდი VE-G[1]
ოფიციალური საიტი carabobo.gob.ve
Carabobo in Venezuela.svg

კარაბობო (ესპ. Estado Carabobo) — შტატი ვენესუელაში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარაკასიდან დაახლოებით 2 საათის სავალ ნაწილზე. დედაქალაქია ვალენსია, რომელიც ამავე დროს ვენესუელის მთავარი სამრეწველო ცენტრია. შტატის ფართობი 4 650 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 2 227 000 ადამიანი (2007).[2]

1821 წლის 24 ივნისს შტატის ტერიტორიაზე გაიმართა კარაბობოს ბრძოლა. ეს ბრძოლა გადამწყვეტი იყო ესპანეთთან ბრძოლაში ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის და მას სიმონ ბოლივარი ხელმძღვანელობდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის დაახლოებით 75% მთებითაა დაფარული, რომლებიც ვენესუელის სანაპირო ზოლის მთის მასივს მიეკუთვნება. უმაღლესი მწვერვალები შტატის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში, ასევე ვალენსიის ტბის სამხრეთით მდებარეობს. მათ შორის უმაღლესია მწვერვალი კაბოლონგო (1990 მ).

ვალენსიის ტბის ირგვლივ გადაჭიმულია ცენტრალური დაბლობის ვაკე და მთისწინები სამხრეთით, სადაც ვენესუელის ლიანოსი იწყება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც თანამედროვე ვენესუელის ტერიტორიაზე პირველი ევროპელები გამოჩნდნენ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრები ვალენსიის ტბის მიდამოებში მდებარეობდა. ადგილობრივი ინდიელები ძირითადად ნადირობას და შემგროვებლობას, ასევე მეთევზეობას და ფერმერულ მეურნეობას მისდევდნენ. შემორჩენილია ამ პერიოდის მრავალი პეტროგლიფი და კერამიკის ნიმუში.

ვალენსიის რეგიონში აღმოჩენილია ადამიანთა ცხოვრების კვალი, რომელიც ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულს მიეკუთვნება. ასევე აღმოჩენილია სხვა უფრო ადრეული დასახლებები.

ვალენსიის მიდამოებში მნიშვნელოვანი დასახლებები არსებობდა ახ. წ. 200-1000 წლებში.

პირველი ათასწლეულის დასასრულს, ორინოკოს რეგიონიდან ახალი მოსახლეობა მოვიდა, სავარაუდიდ მდინარე ელ-პაოს გამოვლით.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარაბობოს შტატი მოიცავს 14 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ბეხუმა ბეხუმა 469 45 306 Venezuela - Carabobo - Bejuma.svg
კარლოს-არველო გუიგუე 835 146 598 Venezuela - Carabobo - Carlos Arvelo.svg
დიეგო-იბარა მარიარა 79 110 131 Venezuela - Carabobo - Diego Ibarra.svg
გუაკარა გუაკარა 165 171 123 Venezuela - Carabobo - Guacara.svg
ხუან-ხოსე-მორა მორონი 453 65 239 Venezuela - Carabobo - Juan José Mora.svg
ლიბერტადორი ტოკუიტო 558 175 255 Venezuela - Carabobo - Libertador.svg
ლოს-გაიოსი ლოს-გაიოსი 64 157 787 Venezuela - Carabobo - Los Guayos.svg
მირანდა მირანდა 161 27 609 Venezuela - Carabobo - Miranda.svg
მონტალბანი მონტალბანი 107 23 712 Venezuela - Carabobo - Montalbán.svg
ნაგუანაგუა ნაგუანაგუა 188 143 315 Venezuela - Carabobo - Naguanagua.svg
პუერტო-კაბელიო პუერტო-კაბელიო 434 194 593 Venezuela - Carabobo - Puerto Cabello.svg
სან-დიეგო სან-დიეგო 106 74 941 Venezuela - Carabobo - San Diego.svg
სან-ხოაკინი სან-ხოაკინი 127 60 953 Venezuela - Carabobo - San Joaquín.svg
ვალენსია ვალენსია 623 830 420 Venezuela - Carabobo - Valencia.svg

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. [1] INE]