შინაარსზე გადასვლა

გარი ლინეკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარი ლინეკერი
გარი ლინეკერი 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გარი უინსტონ ლინეკერი
დაბადების
თარიღი
30 ნოემბერი, 1960 (1960-11-30) (63 წლის)
დაბადების
ადგილი
ლესტერი
ინგლისი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1976–1978 ლესტერ სიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1978–1985 ლესტერ სიტი 194 (95)
1985–1986 ევერტონი 41 (30)
1986–1989 ბარსელონა 103 (42)
1989–1992 ტოტენჰემი 105 (67)
1992–1994 ნაგოია გრამპუსი 18 (4)
სულ 461 (238)
ეროვნული ნაკრები
1984–1992 ინგლისი 80 (48)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გარი უინსტონ ლინეკერი (ინგლ. Gary Winston Lineker; დ. 30 ნოემბერი, 1960, ლესტერი, ინგლისი) — ინგლისელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა „ლესტერ სიტის“, „ევერტონის“, „ბარსელონას“, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“, „ნაგოია გრამპუსისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამი სხვადასხვა კლუბის — „ლესტერ სიტის“ (1985), „ევერტონისა“ (1986) და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ (1990) რიგებში მოიპოვა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული.

1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე, 1988 წლის გერმანიისა და 1992 წლის შვედეთის ევროპის ჩემპიონატების მონაწილე ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უეინ რუნისა და ბობი ჩარლტონის შემდეგ.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობას აგრძელებს სპორტულ ჟურნალისტიკაში, როგორც სატელევიზიო სპორტული პროგრამების წამყვანი და საფეხბურთო მიმომხილველი. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის სპორტული განყოფილების (ინგლ. BBC Sport) რედაქციის მიერ მომზადებული მთავარი საფეხბურთო გადაცემის, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და რეიტინგული — „დღის მატჩის“ (ინგლ. Match of the Day) წამყვანი 1999 წლიდან.[1]

2016 წლის 7 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთის The Daily Telegraph-ის სპორტული რედაქციის ფეხბურთის განყოფილების უფროსისა და მთავარი კორესპონდენტის, ჯეისონ ბარტის (ინგლ. Jason Burt) ავტორობით გამოქვეყნდა სია, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის 20 საუკეთესო ფეხბურთელი. ამ სიაში ლინეკერი მე-14 ადგილს იკავებს — ჯორჯ ბესტის, ბობი ჩარლტონის, ბობი მურის, ჯონ ჩარლზის, სტენლი მეთიუზის, კენი დალგლიშის, ტომ ფინის, რაიან გიგზის, დენის ლოუს, ჯიმი გრივზის, გარეთ ბეილის, გორდონ ბენქსისა და გრემ სუნესის შემდეგ.[2]

მთელი თავისი თექვსმეტწლიანი (1978–1994) საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მას არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე არასოდეს მიუღია ყვითელი ბარათი.[3]

ინგლისური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2003 წელს შეიყვანეს ინგლისური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზში (ინგლ. National Football Museum Hall Of Fame).[4][5]

დაიბადა 1960 წელს ლესტერში. მან კარიერა „ლესტერ სიტიში“ დაიწყო და 1985 წლამდე სწორედ ამ კლუბში თამაშობდა. შემდეგ 1985–86 წლების სეზონი „ევერტონში“ გაატარა, ხოლო 1986–89 წლებში „ბარსელონას“ რიგებში გამოდიოდა. 1989 წლიდან იგი ისევ ინგლისში დაბრუნდა და „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ განაგრძო თამაში და პროფესიონალური კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულა.

1984–1992 წლებში იყო ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 80 მატჩი ითამაშა და 48 ბურთი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინეკერმა მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.[6][7][8]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1986 მექსიკის დროშა მექსიკა ინგლისის დროშა 10 თავდამსხმელი 5 6 2 1 2 მეოთხედფინალი
1990 იტალიის დროშა იტალია ინგლისის დროშა 10 თავდამსხმელი 7 4 3 3 1 მეოთხე ადგილი
ინგლისის დროშა ევერტონი
ესპანეთის დროშა ბარსელონა
ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
Planet World Cup
National Football Teams
Soccerbase