განხილვა:გარი ლინეკერი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხვა შემთხვევების მსგავსად, მგონი ესეც გერიზეა გადასატანი.--Saliner 12:14, 4 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

საერთო სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ცალსახად ყველაზე, მაგრამ რომელია სწორი? რატომ პირიქით არა? ტრანკრიფციის კონვერტორი gɛri-ს მიჩვენებს, მაგრამ გამოთქმა უფრო გარიზე მანიშნებს და იქნებ ქსე-ში გვყავდეს ვინმე ამ სახელის მქონე, საუკეთესო ვარიანტი ეგ არის სიმართლის დადგენის--GagaVaa 15:21, 1 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, რომ საერთო სტანდარტია შესათანხმებელი. თანაც არა მარტო გარი-გერი-ზე, არამედ ბევრ სხვა სახელზეც (დევიდი თუ დეივიდი? ჯეიმსი თუ ჯეიმზი?). ცხადია, ერთ ინგლისელს გარი არ ერქმევა და მეორეს გერი. ვფიქრობ, ეს საკითხი ზოგად განხილვაზეა გასატანი.--Saliner 10:26, 2 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, დამაბნეველი ფაქტორები არსებობს. იხ. განხილვა:მადისონი (უისკონსინი). არა და გვაქვს მედისონ-სკვერ-გარდენი. უკვე წლებია, რამდენიმე პრინციპი ერთმანეთს უპირისპირდება - ქსე, ტრანსკრიფცია და ისე ზოგადი წარმოთქმა (დამკვიდრებული). და სადაც ყოველი ჩვენგანი იწყებს სიმართლის მტკიცებას, იქ შევდივართ ჩიხში - ონლაინში ერთმანეთს ვერაფერს დავუმტკიცებთ ამდენი განხილვით. მე ვთვლი, რომ უნდა შედგეს მარტივი კენჭისყრები თითო სახელზე. ასე უფრო ნათლად გავიგებთ, ვინ რას ემხრობა, რომელი მოექცევა უმცირესობაში და აღარ გახდება საჭირო ვეფხისტყაოსნების წერა და განმარტებები (თუმცა იქვე შეგვიძლია განვიხილოთ ესა თუ ის სახელიც). --Henry (მომწერეთ) 10:35, 2 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

რაღაც მოვიფიქროთ, მაგრამ მაინც რაიმე კონკრეტული და თან მარტივი რა შეგვიძლია?--GagaVaa 19:41, 2 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]