Game Park

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Game Park
ტიპი კერძო
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 1996
დაიხურა 2007
სათავო ოფისი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
პროდუქცია აპარატული უზრუნველყოფა
საიტი

Game Park — აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია, დაარსებული 1996 წელს.

2001 წლის 23 ნოემბერს კომპანიამ, სამხრეთ კორეასა და ევროპის გარკვეულ ტერიტორიაზე გამოსცა პირველი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლიGP32.

2005 წელს Game Park-ს გამოეყო რამდენიმე თანამშრომელი და დაარსეს კომპანია GamePark Holdings, რომლებმაც იმავე წლის 10 ნოემბერს გამოსცეს ლინუქსზე დაფუძნებული პორტატიული კონსოლი და მედიაპლეერი GP2X, რომელიც მიჩნეულია GP32-ის მემკვიდრედ

2006 წელს, GP32-ის წარუმატებლობის შემდეგ, Game Park-მა დააანონსა მომდევნო კონსოლი — XGP და მისი შემცირებული ვერისია — XGP-Mini, თუმცა არც ერთი მათგანი ოფიციალურად არასდროს გამოსულა. 2007 წელს ფინანსური პრობლემების გამო კომპანია Game Park გაკოტრდა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. GP2X Q&A, With Craig Rothwell დაარქივებული 2008-10-20 საიტზე Wayback Machine. . Clockerz. Accessed on 24-03-2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Game_Park&oldid=4543920“-დან