შინაარსზე გადასვლა

ტაჯიკური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაჯიკური ენა
тоҷикӣ, تاجیکی, tojikī
გავრცელებულია ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ავღანეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 4.5 მილიონი ადამიანი
ოფიციალური სტატუსი ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები
ინდოირანული ენები
ირანული ენები
დასავლეთირანული ენები
სპარსული ენა
ტაჯიკური ენა
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: tg
ISO 639-2: tgk
ISO 639-3: tgk

ტაჯიკური ენასპარსული ენის სტანდარტიზებული ვარიანტი ტაჯიკეთში. მსგავსი დასახელება პოლიტიკური მიზეზების გამო ეწოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ამავე პერიოდში დამწერლობის სისტემად შემოღებული იქნა კირილიცა, რომელიც დღემდე გამოიყენება.

ტაჯიკური ენა მშობლიურია ტაჯიკების იმ ნაწილისთვის, რომლებიც ტაჯიკეთში ცხოვრობენ, ხოლო ავღანეთში მცხოვრები ტაჯიკებისთვის მშობლიურია სპარსული ენის სხვა სტანდარტიზაცია — დარი, რომელიც ტაჯიკურისგან განსხვავებით იყენებს სპარსულ დამწერლობას და თურქული ენების ნაკლებ გავლენას განიცდის.

ლინგვისტურად არ განიხილება ცალკე ენად, განიხილავენ როგორც სპარსულ ენას და შესაბამისად მიაკუთვნებენ ინდოევროპული ოჯახის ირანულ ჯგუფს.

დიალექტური განსხვავებები უმნიშვნელოა, ამიტომ საზღვრების გავლება მათ შორის რთულია. პირობითად ისინი იყოფიან ჩრდილოეთის, სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და ცენტრალურ ჯგუფებად. ზოგიერთი წყარო ტაჯიკურს აკუთვნებს ავღანეთში გავრცელებულ ყველა სპარსულ დიალექტს.

ტაჯიკური დამწერლობა ეფუძნება კირილიცას და მოიცავს 35 ასო–ნიშანს (გრაფემას).

კირილიცალათინიცა
(1929—1940)
არაბული
შრიფტი
IPA
1А аA aَ, اَ/a/
2Б бB ʙ/b/
3В вV vو/v/
4Г гG gگ/ɡ/
5Ғ ғƢ ƣ/ʁ/
6Д дD d/d/
7Е еE eی/e/
8Ё ёJo joیا/jɔ/
9Ж жƵ ƶژ/ʒ/
10З зZ zﺽ ,ﻅ ,ﺫ ,ﺯ/z/
11И иI iاِ, ِ/i/
12Ӣ ӣĪ īی/ˈi/
13Й йJ jیْ, ی/j/
14К кK kک/k/
15Қ қQ q/q/
16Л лL l/l/
17М мM m/m/
18Н нN n/n/
19О оO oا ,آ/ɔ/
20П пP pپ/p/
21Р рR r/ɾ/
22С сS sﺙ ,ﺹ ,ﺱ/s/
23Т тT tﺕ ,ﻁ/t/
24У уU uاُ, ُ/u/
25Ӯ ӯŪ ūاو ,و/ɵ/
26Ф фF f/f/
27Х хX x/χ/
28Ҳ ҳH h/h/
29Ч чC cچ/tʃ/
30Ҷ ҷÇ ç/dʒ/
31Ш шŞ ş/ʃ/
32ъ'/ʔ/
33Э эE eای/e/
34Ю юJu juیُ ,یو/ju/
35Я яJa jaیه, یَ/ja/

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა — Salom; Assalom u aleykum
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება — Rahmat
  • გმადლობთ — Taşakur; Rahmat
  • კი / არა — Ha / Ne
  • გეთაყვა — Lutfan
  • ნახვამდის — Hayr; Hayr naboşad

რიცხვები

  • 0 — sifr
  • 1 — yak
  • 2 — du
  • 3 — se
  • 4 — cor
  • 5 — panç
  • 6 — şaş
  • 7 — haft
  • 8 — hasht
  • 9 — nūh
  • 10 — dah

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]