ვახანის დერეფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახანის დერეფანი

ვახანის დერეფანი — ტერიტორიის ვიწრო მონაკვეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში. მონაკვეთი შეჭრილია ჩინეთში და ტაჯიკეთს გამოყოფს პაკისტანისგან. დერეფანი მდებარეობს პამირის მთიანეთსა (ჩრდილოეთით) და ყარაყორუმს (სამხრეთით) შორის. მისი სიგრძეა 350 კილომეტრი, ხოლო სიგანე მერყეობს 13–65 ფარგლებში.[1] ამ მაღალი მთებიდან სათავეს იღებენ მდინარეები ფანჯი და პამირი რომელთა შეერთებითაც ამუდარიას იქმნება. 2010 წლის აღწერით ვახანის დერეფანში დაახლოებით 12 000 ადამიანი ცხოვრობდა.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზორქოლი, დიდი პამირი, 2 მაისი, 1874, აკვარელი, თომას ედვარდ გორდონი[3]

ვახანის დერეფანი წარმოადგენს ბადახშანის პროვინციის პანდალს. დერეფნის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს მდინარე პამირი, დასავლეთს ტბა ზორქოლი ხოლო აღმოსავლეთით პამირის მთიანეთის მწვერვალები. დერეფნიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი. სამხრეთიდან დერეფანი შემოსაზღვრულია ჰინდუქუშის და ყარაყორუმის მაღალი მთებით. ბაროგილით და ირშადის უღელტეხილით ის უკავშირდება პაკისტანის პროვინციებს: ხაიბერ-პახტუნხვა და გილგიტ-ბალტისტანი. დერეფნის სიმაღლე აღმოსავლეთით არის 4,923 მეტრი ხოლო დასავლეთით 3,037.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად მთაგორიანი რელიეფისა დერეფანი ისტორიულად გამოიყენებოდა როგორც ბადახშანსა და იარკენდს შორის სავაჭრო გზა.[5] ითვლება, რომ ამ გზით გაიარა მარკო პოლომ.[6] 1602-1606 წლებში ამ გზით ჩინეთში გადავიდა პორტუგალიელი იეზუიტი მღვდელი ბენტო დე გიში. 1906 წლის მაისში ფერეფანი გამოიკვლია აურიელ სტეინმა და აღწერა, რომ ყოვლეწლიურად ამ დერეფნის გავლით ჩინეთში 100 ოქროთი დატვირთული პონი გადადიოდა.[7]

დერეფანი დიდი ბრიტანეთსა და რუსეთის იმპერიას შორის დიდი თამაშის სახელით ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შედეგად წარმოიშვა. იმპერიებს შორის 1873 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ ჩრდილოეთით გაყო ისტორიული ვახანის რეგიონი და რუსეთ-ავღანეთის საზღვრად მდინარეები პამირი და ფანჯი გამოაცხადა,[1] ხოლო სამხრეთით 1893 წელს დადებული დურანდის ხაზის შეთანხმებით დადგინდა საზღვარი ბრიტანეთის ინდოეთსა და ავღანეთს შორის. შედეგად ორ იმპერიას შორის შეიქმნა ავღანეთის შემადგენლობაში შემავალი ბუფერული ზონა, რომელსაც მეოცე საუკუნეში ვახანის დერეფანი ეწოდა.[8]

დერეფანი ერთი საუკუნის წინ დაიხურა და იქ არ არის თანამედროვე გზები.[4] იქ არის მხოლოდ 1960-იანებში აგებული გრუნტის გზა იშკაშიმიდან სარჰადამდე.[9] იაკობ ტოუსენის მოსაზრებით, დერეფანი ნარკოტიკების ჩინეთში შესატანად გამოიყენება, თუმცა გზის მდგომარეობის გათვალისწინებით მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქიდან ან პაკისტანიდან შეტანილ რაოდენობასთან შედარებით უმნიშვნელო იქნება.[10]

ავღანეთის მთავრობამ რამდენიმეჯერ მიმართა ჩინეთის მთავრობას თხოვნით, რომ გაეხსნათ ვახანის კორიდორის საზღვარი. მათი მტკიცებით ეს იქნებოდა ეკონომიკური სტიმულის მატარებელი და თალიბანთან ბრძოლისთვის რესურსის შეტანის ახალი გზა. ჩენეთი აღნიშნულ მოთხოვნას მის სინძიანის რეგიონში (რომელიც ესასღვრება დერეფანს) მიმდინარე არეულობების გამო არ დათანხმდა.[11][12]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 International Boundary Study of the Afghanistan–USSR Boundary (1983) დაარქივებული 2014-08-17 საიტზე Wayback Machine. by the US გამოკვლევის და დაზვერვის ბიურო Pg. 7
  2. Wong, Edward (27 October 2010). „In Icy Tip of Afghanistan, War Seems Remote“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 28, 2010.
  3. "Lake Victoria, Great Pamir, May 2nd, 1874"
  4. 4.0 4.1 FACTBOX-Key facts about the Wakhan Corridor. Reuters. June 12, 2009
  5. სტეინი, აურელ (1907). Ancient Khotan, გვ. 32. 
  6. The Travels of Marco Polo Book 1 Chapter 32
  7. Shahrani, M. Nazif (1979 and 2002) p.37
  8. Jacobs, Frank (5 December 2011). „A Few Salient Points“. The New York Times.
  9. J. Mock and K. O'Neil (2004): Expedition Report
  10. "China and Afghan Opiates: Assessing the Risk" (Chapter 4). June 2005
  11. Afghanistan tells China to open Wakhan corridor route. The Hindu (June 11, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 8, 2011.
  12. China mulls Afghan border request. BBC News Online. June 12, 2009