ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: ru:Ефрем II
ხაზი 26: ხაზი 26:
[[en:Ephraim II of Georgia]]
[[en:Ephraim II of Georgia]]
[[pl:Efrem II (patriarcha Gruzji)]]
[[pl:Efrem II (patriarcha Gruzji)]]
[[ru:Ефрем II]]

12:58, 7 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

ტერმინს „ეფრემ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ეფრემ.

ეფრემ II (ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) (დ. 19 ოქტომბერი, 1896 ― გ. 7 აპრილი, 1972) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში.

1918 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 წელს აღიკვეცა ბერად. 1927 წლიდან იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსი. 1944-იდან ეკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. 1946-იდან მიტროპოლიტი. 1952-იდან განაგებდა ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1960-იდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.

იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
წინამორბედი:
მელქისედეკ III
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1960-1972
შემდეგი:
დავით VI