ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: pl:Krzysztof III (patriarcha Gruzji)
კატეგორიის ჩამატება [[:კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები|ხარაგაულის მუნიცი
ხაზი 20: ხაზი 20:
[[კატეგორია:დაბადებული 1873]]
[[კატეგორია:დაბადებული 1873]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1932]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1932]]
[[კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]


[[en:Christophorus III]]
[[en:Christophorus III]]

06:47, 21 აგვისტო 2011-ის ვერსია

ტერმინს „ქრისტეფორე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქრისტეფორე.

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი) (დ. 27 მარტი, 1873, სოფ. ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი — გ. 10 იანვარი, 1932, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927-1932 წლებში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1895). 1895-1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898-1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904-1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905-1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918-1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენის შესახებ. იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი (1921); ეპისკოპოსი (1922-იდან); აფხაზეთის მიტროპოლიტი (1925-1927). გამოქვეყნებული აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა

  • ციცქიშვილი გ., ქსე, ტ. 10, გვ. 554, თბ., 1986
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000


წინამორბედი:
ამბროსი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1927-1932
შემდეგი:
კალისტრატე