ვერტყვიჭალა
სოფელი | |
---|---|
ვერტყვიჭალა | |
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხუნევი |
კოორდინატები | 42°06′29″ ჩ. გ. 43°19′57″ ა. გ. / 42.10806° ჩ. გ. 43.33250° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
მოსახლეობა | 405[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვერტყვიჭალა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის თემი). მდებარეობს მდინარე ძირულის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 480 მეტრი. ხარაგაულიდან 40 კილომეტრი. ვერტყვიჭალა წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] ამ სოფელში დაიბადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 405 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 410 | 195 | 215 |
2014[1] | ![]() |
200 | 205 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 377-378.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II