შინაარსზე გადასვლა

Amnesty International

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საერთაშორისო ამნისტია)
საერთაშორისო ამნისტია
ინგლ. Amnesty International
დევიზი Val més encendre una espelma que maleir per sempre la foscor, Mieux vaut allumer une bougie que maudire les ténèbres, Better to light a candle than curse the darkness, Es ist besser, eine Kerze anzuzünden, als die Dunkelheit zu verfluchen და ان تشعل شمعة خير من ان تلعن الظلام
შეიქმნა 28 მაისი, 1961
ტიპი არასამთავრობო ორგანიზაცია და არაკომერციული ორგანიზაცია[1]
დამფუძნებელი (-ები) Peter Benenson
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
კავშირები Campaign to Stop Killer Robots[2]
https://www.amnesty.org

Amnesty International (საერთაშორისო ამნისტია), აგრეთვე ცნობილი როგორც Amnesty ან AI — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს. ის დიდ ბრიტანეთში 1961 წელს დაარსდა. AI ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ უფლებების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან სხვადასხვა ქვეყნებში. ორგანიზაცია ახდენს საჯარო აზრის და ყურადღების მობილიზებას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე იმ მიზნითით რომ ზეწოლა მოახდინოს სამთავრობო ინსტიტუტებზე ამა თუ იმ ქვეყანაში რომლებიც ხელს უწყობენ, ახალისებენ ანდაც არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ორგანიზაცია დაარსდა 1961 წელს, ქალაქ ლონდონში (გაერთიანებული სამეფო), ადვოკატ პიტერ ბენენსონის სტატიის „დავიწყებული პატიმრების“ გამოქვეყნების შემდეგ. საერთაშორისო ამნისტიას 1977 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია მისი კამაპანიისათვის წამების წინააღმდეგ, ხოლო 1978 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრემია ადამიანის უფლებების დარგში.

2013 წლისათვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International შვიდ მილიონზე მეტ მხარდამჭერს მოითვლიდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და რეგიონში. მათ შორის 2 მლნ-ზე მეტი წევრი და ხუთ მილიონზე მეტი აქტივისტია.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე და მხარს უჭერს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. მისი ამოცანაა საზოგადოების მობილიზაცია, რათა ზეწოლა მოახდინონ იმ პირებზე, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ორგანიზაციის დაარსება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Amnesty International დაარსდა 1961 წლის ივლისში ლონდონში ინგლისელი იურისტის პიტერ ბენენსონის მიერ. მისივე სიტყვებით 1961 წლის 19 ნოემბერს მგზავრობდა ლონდონის მეტროში, როდესაც ხელში ჩაუვარდა სტატია ორი პორტუგალიელი სტუდენტის შესახებ, რომელთაც მიუსაჯეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან მათ თავისუფლების სადღეგრძელო დალიეს. მოგვიანებით, ცნობილ სტატიაში სახელწოდებით „დავიწყებული პატიმრები“ ბენენსონმა ასე აღწერა თავისი რეაქცია: „ნებისმიერ დღეს, გაზეთის გადაშლისას, ნახავთ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ ვიღაც, სადღაც ციხეში ჩასვეს, აწამეს ან სიკვდილით დასაჯეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აზრი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. [...] მკითხველი განიცდის უძლურების საზიზღარ შეგრძნებას, თუ მრავალი ადამიანის ზიზღის შერწყმა მოხდება ერთ იმპულსად, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.“ ბენენსონმა და მისმა მეგობარმა ერიკ ბეიკერმა სხვა მწერლებთან, მეცნიერებთან და იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ წერილი მისწერეს ლუის ბლომ-კუპერს, რომელმაც იგი გადასცა გაზეთ „The Observer“-ის რედაქტორს დევიდ ასტორს.

1961 წლის 28 მაისს გამომცემლობამ გამოაქვეყნა პიტერ ბენენსონის წერილი „დავიწყებული პატიმრები“. მასალამ მკითხველის ყურადღება მიაპყრო იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც „ციხეში იყვნენ, აწამებდნენ ან სიკვდილით დასაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი აზრი ან რელიგიური რწმენა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო.“ სხვაგვარად რომ ითქვას ეს არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 და მე-19 მუხლების დარღვევა. სტატიაში ნათქვამია, რომ ასეთი დარღვევები გლობალურ ხასიათს ატარებს და ხდება პრესის თავისუფლების დარღვევის, პოლიტიკური ოპოზიციის უფლების და მიუკერძოებელი სასამართლოების დროული და ღია სასამართლო განხილვის პირობებში. პუბლიკაციაში გაცხადებული იყო „Appeal for Amnesty 1961“-ის დაწყება. მისი მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იმათ დასაცავად, ვისაც ბენენსონი სინდისის პატიმრებს უწოდებდა. აღნიშნული მიმართვა გადაბეჭდა მრავალმა საერთაშორისო გაზეთმა. ამავე წელს გამოვიდა პიტერ ბენენსონის წიგნი „დევნა — 1961“, რომელშიც საუბარი იყო რამდენიმე სინდისის პატიმარზე. 1961 წლის ივლისში მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ გასაჩივრება წარმოადგენდეს მუდმივი ორგანიზაციის მუშაობის საფუძველს.

1962 წლის 30 სექტემბერს მან მიიღო ოფიციალური სახელწოდება „Amnesty International“ (Appeal for Amnesty 1961-ის კამპანიის დაწყებიდან 1962 წლის სექტემბრამდე ორგანიზაციას ერქვა უბრალოდ „Amnesty“).

ეს ინიციატივა, რომელიც მოკლე განცხადებით დაიწყო, მალევე გადაიქცა საერთაშორისო მოძრაობად, რომლის მიზანი იყო თავისუფლების აღკვეთილი პირების დაცვა აზრის მშვიდობიანი გამოხატვისთვის და ადამიანის უფლებათა საყოველთა დეკლარაციის მე-18 და მე-19 მუხლების აღიარება მსოფლიოს მასშტაბით. Amnesty International-ის დაარსების დღიდან, კვლევებსა და კამპანიებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის საქმიანობაში. ორგანიზაციამ შექმნა ბიბლიოთეკა სინდისის პატიმრების დოკუმენტებისაგან და ადგილობრივი ჯგუფების ქსელი სახელწოდებით „სამეული“. ნებისმიერი ჯგუფი დაკავებული იყო სამი პატიმრის საქმით, თითოეული მათგანი წარმოადგენდა მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიურ ბანაკს: კომუნისტური, დემოკრატიული და განვითარებადი ქვეყნები.

1960-იანი წლების შუა პერიოდში გაფართოვდა ორგანიზაციის საქმიანობა და შეიქმნა საერთაშორისო სამდივნო და საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტი. ეს ორგანოები შეიქმნა რათა ეხელმძღვანელათ Amnesty International-ის ეროვნული ქვედანაყოფებისათვის. საერთაშორისო მოძრაობამ დაიწყო შეთანხმება მისი მუშაობის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მეთოდებზე. Amnesty International-ის მოქმედების სფერო გაფართოვდა და შეიქმნა ბიბლიოთეკები და სამუშაო ჯგუფი. ორგანიზაციამ დაიწყო პატიმართა ნათესავების დახმარება გაგზავნა დამკვირვებლები სასამართლო პროცესებზე, შექმნა წარმომადგენლობები მთავრობებში და ეხმარებოდა პატიმრებს თავშესაფრის ან საზღვარგარეთ სამუშაოს ძიებაში. AI-ს საქმიანობა და მისი გავლენა განმტკიცდა მთავრობათაშორისი ორგანიზაციებს შორის. 1960-იანი წლების ბოლოს მან მიიღო კონსულტანტის სტატუსი გაეროსთან, ასევე ევროსაბჭოსთან და იუნესკოსთან.

1970-იან წლებში Amnesty International-ის ფლაგმანები იყვნენ შონ მაკბრაიდი და მარტინ ენალსი. ორგანიზაცია აგრძელებდა სინდისის პატიმრების დაცვას, ამავდროულად კვლავ გააფართოვა მოქმედების არეალი და დაინტერესდა სამართლიანი სასამართლოს პრობლემებით. Amnesty International– ის თანახმად, ხელისუფლება აწამებს პატიმრებს, რათა მათგან მიიღონ ინფორმაცია, ან დაშინების გზით აზრთა სხვადასხვაობა აღკვეთონ. გარდა ამისა, ორგანიზაცია შეშფოთებულია წამების განსაკუთრებით დახვეწილი ფორმების „ექსპორტით“.

ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 1969 წლისათვის იყო 15 000, ხოლო 1979 წლისათვის მათმა რიცხვმა 200 000-ს მიაღწია. რესურსების ზრდის გამო, ორგანიზაციამ შეძლო თავისი საქმიანობის გადატანა „ციხის კედლების მიღმა“. ორგანიზაციამ პირველად გამოიყენა მუშაობის ახალი მეთოდი - გადაუდებელი დახმარების აქცია, რომლის მიზანია მისი წევრების ოპერატიული მობილიზაცია. პირველი აქცია გამოცხადდა 1973 წლის 19 მარტს ბრაზილიელი მეცნიერის ლუის ბაზილიო როსის დასაცავად, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

მთავრობათაშორის დონეზე, ორგანიზაციამ მოითხოვა პატიმრების მოპყრობისა და მოქმედი ჰუმანური კონვენციების სტანდარტული მინიმალური წესების გამოყენება და გაეროს ადამიანის უფლებათა ორი შეთანხმების რატიფიცირება (ძალაში შევიდა 1976 წელს). ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა გაეროს № 3059 რეზოლუციის მიღებაში, რომელიც ოფიციალურად გმობდა წამებას და მოუწოდებდა მთავრობებს, დაიცვან არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტები და დებულებები, რომლებიც კრძალავს ამგვარი პრაქტიკის გამოყენებას.

ორგანიზაცია 1980-2010 წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წლისათვის ორგანიზაციას აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირი, რომელმაც იგი დაადანაშაულა შპიონაჟში, მაროკოს მთავრობა მას აკრიტიკებდა როგორც დამნაშავის დამცველს. ასევე აკრძალა არგენტინის მთავრობამ მისი მოქმედება. თუმცა ორგანიზაცია კვლავ აგრძელებდა სინდისის პატიმრების დაცვას.

1990-იან წლებში ორგანიზაციამ სენეგალელი პიერ სანეს ხელმძღვანელობით განაგრძო განვითარება. ორგანიზაცია იძლებული იყო ჩარეულიყო ადამიანის უფლებების დარღვევებში, ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, როგორიცაა ანგოლა, აღმოსავლეთი ტიმორი, სპარსეთის ყურე, რუანდა, სომალი და ყოფილი იუგოსლავია.

სამთავრობოთაშორისო დონეზე ორგანიზაცია გამოვიდა წინადადებით შექმნილიყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (1993 წ.) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (2002 წ.).

ორგანიზაციის სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის წარმომადგენლობებს მეთაურობს საერთაშორისო საბჭო, ხელმძღვანელის მეთაურობით.

საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტი შედგება რვა წევრისაგან.

საერთაშორისო სამდივნო პასუხისმგებელია Amnesty International-ის მუშაობაზე.

გენერალური მდივნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პერიოდი გენერალური მდივანი
19611966 პიტერ ბენენსონი
19661968 ერიკ ბეიკერი
19681980 მარტინ ენალსი
19801986 ტომას ჰამარბერგი
19861992 იან მარტინი
19922001 პიერ სანე
20012009 აირინ კანი
20102018 სალილ შეტი
2018 — დღემდე კუმი ნაიდუ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. O'Donnell S., Melamed M. Derechos Humanos ® La Historia del CELS: De Mignone a Verbitsky, de Videla a Cristina — 2015. — გვ. 14. — ISBN 978-950-07-5310-4
  2. https://www.stopkillerrobots.org/members/