ტეტუმი ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტეტუმი)
ტეტუმი
Lian Tetun
გავრცელებულია დასავლეთი ტიმორი; აღმოსავლეთი ტიმორი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ავსტრონეზიული
მალაიურ-პოლინეზიური
ბირთვული მალაიურ-პოლინეზიური
ცენტრალურ-აღმოსავლეთური
ტიმორული
ტეტუმი
ენის კოდები ISO 639-2; ISO 639-3
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-kaw}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიატეტუმი

ტეტუმი ან ტეტუნი — კუნძულ ტიმორზე გავრცელებული ავსტრონეზიული ენა, ამ ენაზე საუბრობენ ინდონეზიურ აღმოსავლთ ტიმორში, სადაც ის ოფიციალური ენაა. აღმოსავლეთ ტიმორში ტეტუნ დილი და ტეტუნ პრასა დიალექტები აქტიურად გამოიყენება როგორც მეორე სასაუბრო ენა. რადგან ტეტუნ დილში მრავლად გამოიყენება პორტუგალიური სიტყვები ამ ორ დიალექტზე მოსაუბბრეებს ხშირად ერთმანეთის არ ესმით.[1]

ისტორია და დიალექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ტიმორის ენები, ტეტუმი მონიშნულია ყვითლად.

ტეტუმს აქვს ოთხი დიალექტი:

  • ტეტუნ-დილი ან ტეტუნ-პრასა (ითარგმნება როგორც: "ქალაქი ტეტუმი"), გამოიყენება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დედაქალაქ დილიში და მის შემოგარენში. ეთნოგრაფიულად ის ტეტუნზე წარმოქმნილ კრეოლს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა კატერინა უილიამს-ფონ კლინკენი სხვაგვარად აცხადებს:[2] მიუხედავად იმისა, რომ ტეტუნ-დილს აქვს კრეოლის ნიშნები ეს არ ნიშნავს, რომ ტეტუნ-დილის კრეოლიზაცია მოხდა.
  • ტეტუნ-ტერიკი-ზე საუბროდებ სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის ზღვის სანაპირო რეგიონებში.
  • ტეტუნ-ბელუ ან ბელუნიზეური დიალექტი, ამ დიალექტზე კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ომბაის სრუტიდან ტიმორის ზღვამდე საუბრობენ. ინდონეზიაში მას ოფიციალური სტატუსი არ აქვს, თუმცა დასავლეთ ტიმორში რეგიონალური ენად (bahasa daerah) მიიჩნევა.
  • ნანაეკი, ამ დიალექტზე დილსა და მანატტუტოს შორის სანაპირო ზოლში მდებარე სოფელ მეტინაროში საუბრობენ.

ტეტუნ-ტერიკი და ტეტუნ-ბელუ მხოლოდ მათი წარმოშობის ტერიტორიაზე გამოიყენება. ტეტუნ-პრასა ტეტუნის ფორმაა, რომელიზეც მთელ აღმოსავლეთ ტიმორში საუბრობენ. პორტუგალიურ ტიმორში 1975 წლამდე ასევე პორტუგალიურიც იყო ოფიციალური ენა. ტეტუნ-პრასა ყოველთვის წარმოადგენდა კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილის ლინგუა ფრანკას.

XV საუკუნეში, პორტუგალიელების გამოჩენამდე, ტეტუმი გავრცელებული იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტიმორში, როგორც საკონტაქტო ენა. ის წარმოადგენდა კუნძულის ყველაზე გავლენიანი სამეფოს ვეჰალის სალაპარაკო ენას. პორტუგალიელებმა (1556 წლიდან} დასახლებების უმეტესობა კუნძულის დასავლეთ ნაწილში შექმნეს, სადაც უფრო მეტად დავანზე საუბრობდნენ. 1769 წელს, როდესაც დედაქალაქი ოკუსიდან დილში გადაიტანეს, პორტუგალიელებმა ტეტუმს ხელი შეუწყვეს, რომ კოლონიაში როგორც რეგიონალური ენა ისე დამკვიდრებულიყო. ტიმორი წარმოადგენდა იმ იშვიათ პორტუგალიურ კოლონიას სადაც ლინგუა ფრანკას ადგილობრივი ენა წარმოადგენდა და არა პორტუგალიური. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ პორტუგალიური მმართველობა იყო არაპირდაპირი, ევროპელები მმართველობას ადგილობრივი მეფის დახმარებით ახორციელებდნენ. რომელმაც კათოლიციზმი მიიღო და თავი პორტუგალიის მეფის ვასალად აღიარა.[3]

1975-1999 წლებში აღმოსავლეთ ტიმოორის ინდონეზიის ოკუპაციის დროს ინდონეზიამ ის თავის 27-ე პროვინციად გამოაცხადა. აკრძალა პორტუგალიურის გამოყენება და ერთადერთ ოფიციალურ ენად ინდონეზიური გამოაცხადა. მიუხედავად ამის ტიმორის კათოლიკურმა ეკლესიამ ტეტუმი მიიღო თავის ოფიციალურ ენად და ის ეროვნულ და კულტურულ იდონტობის საგნად აქცია.[4] როდესაც 2002 წლის 20 მაისს აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ტეტუმი და პორტუგალიური გამოცხადდა ოფიციალურ ენებად.

ტეტუმში რეგიონალური განსხვავებების გარდა არის პორტუგალიურის და ინდონეზიურის გავლენით გამოწვეული დიალექტური სხვაობებიც, გამოთქმაში და სიტყვების მნიშვნელობებში. პორტუგალიაში და ავსტრალიაში მცხოვრები მიგრანდების უმეტესობა საუბრობს ტეტუმზე, რომელსაც აქვს პორტუგალიურის ძლიერი გავლენა. მათ უმეტესობას არ მიუღია ინდონეზიური განათლება.

ორთოგრაფია და ფონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეტუმის ფონოლოგიამ განიცადა პორტუგალიურის ძლიერი და მალაურის შედარებით სუსტი გავლენა:

ტეტუმის ხმოვნები
წინა შუა უკანა
დახურული i u
შუა e o
ღია ä

ტეტუნის ენაზე, / a / / i / და / u / -ს შედარებით ფიქსირებული ხმოვანება აქვთ, თუმცა /e/-ს და /o/-ს ხმოვანება დამოკიდებულია სიტყვაში მათ მდებარეობაზე. მაგალითისთვის, ხმოვანება უფრო მაღალია თუ მათ წინ / u / ან / i / უძღვით.[5]

ტეტუმის თანხმოვნები
ლაბიალური ალვეოლარული პალატალური ველარული გლოტალური
ცხვირის m n ɲ ~ i̯n ŋ
ხშული p b t d k g ʔ
ფრიკატიული f v s z ʃ ʒ h
აპროქსიმატული j w
ლატერალური l ʎ ~ i̯l
ფლაპი ɾ
მთრთოლავი r

ცხრილში, ფრჩხილებში მოცემული ყველა თანხმოვანი მხოლოდ ნასესხებ სიტყვებში გამოიყენება.

ტეტუმს პორტუგალიური ან ინდონეზიური მმართველობის დროს არანაირი აღიარება ან სახელწიფო დონეზე დახმარება არ ქონია. მხოლოდ ბოლო დროს შეიქმნა სტანდარტიზებული ორთოგრაფია ტიმორის ლინგვისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მიერ. ამის მიუხედავად ასევე არსებობს წერის სხვა და სხვა გავრცელებული ფორმები, ერთი მაგალითია სიტყვა bainhira რომლის მნიშვნელობაცაა როდის. ის ასევე შეიძლება იწერებოდეს როგორც: ain-hira, wainhira, waihira ან uaihira. ასევე Tetun-Terik-ის ზოგიერთ დიალექტზე "w" და "u"-ს გამოყენება დამოკიდებულია გამოთქმაზე.

დღევანდელი ორთოგრაფია სათავეს 1974 წელს ფრეტილინის (აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის რევოლუციური ფრონტი) მიერ ჩატარებული რეფორმებიდან იღებს, როდესაც მათ დაიწყეს აღმოსავლეთ ტიმორში წერა კითხვის გავრცელების მოძრაობა. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კათოლიკურმა ეკლესიამ, როდესაც მან ინდონეზიის ოკუპაციის პერიოდში აღმოსავლეთ ტიმორში ლიტურგიის ჩატარების ენად ტეტუმი მიიღო. ამან გამოიწვია ბევრი პორტუგალიური სიტყვის ტრანსკრიფცია, რომლებიც მანამდე თავისი საწყისი (პორტუგალიური) ფორმით იწერებოდნენ. მაგალითად: educação → edukasaun "education", და colonialismo → kolonializmu "კოლონიალიზმი".

ტიმორის ლინგვისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მიერ 1996 წელს განხორციელებული ბოლო რეფორმების მიხედვით დიგრაფული პორტუგალიურიდან ნასესხები "nh" და "lh" ბასკური ენის მსგავსად ჩანაცვლდა "n̄" და "l̄" -ით. შედეგად senhor "ბატონი" გახდა sen̄ór და and trabalhador "მუშა" გახდა trabal̄adór. 2002-ში, "n̄" და "l̄" ესპანურის მსგავსად შეიცვალა "ñ" და "ll"-ით. ამდენად, sen̄ór "ბატონი" გახდა señór, და trabal̄adór "მუშა" გახდა traballadór. ზოგიერთი ლინგვისტი თვლიდა, რომ ამ ხმოვანებისთვის კატალანურის და ფილიპინურის მსგავსად "ny"-ს და "ly"-ს გამოყენება ჯობდა, თუმცა ამის მიღება არ მომხდარა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tetun. ციტირების თარიღი: 13 June 2018.
  2. Catharina Williams-van Klinken, 2011 (2nd ed.), Tetun Language Course, Peace Corps East Timor, 2nd ed. 2011, footnote, p.58
  3. "The languages of East Timor", by Dr. Geoffrey Hull, at the Timorese National Institute of Linguistics
  4. "Tetum and Other Languages of East Timor" დაარქივებული 2007-03-10 საიტზე Wayback Machine. , from Dr. Geoffrey Hull's Preface to Mai Kolia Tetun: A Course in Tetum-Praca (The Lingua Franca of East Timor)
  5. Hull, G. (1999). Tetum, Language Manual for East Timor. Academy of East Timor Studies, Faculty of Education & Languages, University of Western Sydney Macathur.