შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე III მუხრანბატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე მუხრანბატონი (გ. 1756) — მუხრანბატონების სახლის უფროსი, შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1735–1756 წლებში, სახლთუხუცესი, თბილისის მოურავი 1748 წლიდან. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის თანამებრძოლი. ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლების პერიოდში, 1746, მოსახლეობის დასაცავად განაახლა ქსნისა და მჭადიჯვრის ციხეები, 1756 დაამთავრა შიოსუბნის გალავნისა და ბურჯების მშენებლობა. 1749 მონაწილეობდა ერევნის ლაშქრობაში, 1754–1755 —მჭადიჯვრისა და ყვარლის ციხეების დაცვაში. დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში.

1847 წელს მარი ბროსემ საქართველოში მოგზაურობისას სვეტიცხოველში მიაკვლია საფლავის ქვას.[1]

  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;