მსოფლიო სასურსათო პროგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მსოფლიო სასურსათო საბჭო)
WFP-ის ლოგო

მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP - World Food Programme) — უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1961 წელს როგორც გაეროს ორგანო, ანგარიშვალდებულია გენერალური ასამბლეის წინაშე ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გზით. მისი მიზანია გაეროს სისტემაში წარმოებული მუშაობის კოორდინირება, რომელიც დაკავშირებულია სურსათის წარმოებისა და სურსათით ვაჭრობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. მსოფლიო სასურსათო პროგრამა შედგება 36 წევრი სახელმწიფოსაგან, მათგან ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წარდგენით გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად ხდება წევრთა 1/3-ის გადარჩევა. საბჭოს სამდივნოს ადგილსამყოფელია ქალაქი რომი (იტალია).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]