ანდრეას კეპკე
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 12 მარტი, 1962 | ||
დაბადების ადგილი | კილი, გერმანია | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
სამხრეთ კორეა (მეკარეთა მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1967–1979 | ჰოლშტაინ კილი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1979–1983 | ჰოლშტაინ კილი | 72 | (0) |
1983–1984 | შარლოტენბურგი | 38 | (0) |
1984–1986 | ჰერტა | 71 | (0) |
1986–1994 | ნიურნბერგი | 235 | (2) |
1994–1996 | აინტრახტი | 66 | (0) |
1996–1999 | მარსელი | 64 | (0) |
1999–2001 | ნიურნბერგი | 74 | (0) |
სულ | 620 | (2) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1990–1998 | გერმანია | 59 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2004–2021 | გერმანია (მეკარეთა მწვრთნელი) | ||
2019 | ჰერტა (მეკარეთა მწვრთნელი) | ||
2023– | სამხრეთ კორეა (მეკ. მწვრთნელი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ანდრეას კეპკე (გერმ. Andreas Köpke; დ. 12 მარტი, 1962, კილი) — გერმანელი ფეხბურთელი, მეკარე. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1996 წლის ევროპის ჩემპიონი, 1994 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატისა და 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. გერმანიის წლის საუკეთესო მეკარე და წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1993).[1]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წლიდან იცავდა გერმანიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისა და გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას, რომელთა შემადგენლობაშიც, შესაბამისად, ერთი და ექვსი შეხვედრა ითამაშა.[2]
რაც შეეხება გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1990 წლის 30 მაისს, დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში შედგა. კეპკე მოედანზე შეხვედრის 46-ე წუთზე რაიმონდ აუმანის ნაცვლად შემოვიდა.[3] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კეპკემ 1990 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
კეპკეს სანაკრებო კარიერის პიკად 1996 წელი ითვლება. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, რომელმაც ამ წელს ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, იგი არა მხოლოდ ნაკრების ძირითადი მეკარე, არამედ გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მან ჯანფრანკო ძოლას პენალტი აიღო, რითაც იტალია ჯგუფში ჩატოვა,[4] ხოლო ინგლისთან ნახევარფინალში გარეთ საუთგეიტის პენალტი მოიგერია და თავისი გუნდის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა უზრუნველყო.[5][6]
იმავე 1996 წელს კეპკე მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო. აღნიშნული ჩემპიონატის დაწყებამდე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ტურნირის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში თამაში დაასრულა. ეროვნული ნაკრებიდან მისმა წასვლამ გზა გაუხსნა ოლივერ კანს. გერმანიის ნაკრებში კეპკემ საერთო ჯამში 59 მატჩი ჩაატარა.[7]
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
გერმანია![]() |
1990 | 1 | 0 |
1992 | 6 | 0 | |
1993 | 6 | 0 | |
1994 | 6 | 0 | |
1995 | 10 | 0 | |
1996 | 13 | 0 | |
1997 | 6 | 0 | |
1998 | 11 | 0 | |
ჯამში | 59 | 0 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეორე ბუნდესლიგა: 2000–01
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kicker-ის ბუნდესლიგის სეზონის გუნდის წევრი: 1987–88,[8] 1992–93[9]
- გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1993
- ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1996[10]
- ევროპის საუკეთესო მეკარე: 1996
- IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე: 1996
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Andreas Köpke: One of German football's many great goalkeepers
- ↑ Andreas Köpke — International matches
- ↑ West Germany 1–0 Denmark / International Friendly.
- ↑ Italy pay penalty for Germany stalemate in EURO '96 Group C
- ↑ Germany 1–1 (6–5) England / 26 Jun 1996 · Semi-finals
- ↑ Germany beat England on penalties to reach EURO '96 final
- ↑ Andreas Köpke — International Appearances
- ↑ Kicker Team of the Season
- ↑ Kicker Team of the Year
- ↑ EURO 1996 Team of the Tournament
|
- დაბადებული 12 მარტი
- გერმანელი ფეხბურთელები
- გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- ნიურნბერგის ფეხბურთელები
- ბერლინის ჰერტას ფეხბურთელები
- ფრანკფურტის აინტრახტის ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- ოლიმპიკი მარსელის ფეხბურთელები
- გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები
- 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- დაბადებული 1962
- 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში
- ევროპის ჩემპიონები ფეხბურთში
- 1992 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები