შინაარსზე გადასვლა

ულრიხ ბოროვკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულრიხ ბოროვკა
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
19 მაისი, 1962 (1962-05-19) (63 წლის)
დაბადების
ადგილი
მენდენი, დასავლეთი გერმანია
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1967–1970 ჰემერი 08
1970–1975 ეზე 49
1975–1979 კალთჰოფი
1979–1980 ვანე-აიკელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1981–1987 მენხენგლადბახი 149 (11)
1988–1995 ვერდერი 239 (8)
1996 ტასმანია ბერლინი 1 (0)
1997 ვიძევი ლოძი 8 (0)
სულ 397 (19)
ეროვნული ნაკრები
1982–1987 გფრ 21-წლ. 3 (0)
1987–1988 გფრ (ოლიმპიური) 6 (0)
1988 დასავლეთ გერმანია 6 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1997–1998 ობერნოილანდი
2000–2001 ბერლინელი აკ 07
2001–2002 თურქიემსპორი ბერლინი
2003–2004 ბერლინელი აკ 07
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ულრიხ ბოროვკა (გერმ. Ulrich Borowka; დ. 19 მაისი, 1962) — გერმანელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე დასავლეთ გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ბუნდესლიგაში მენხენგლადბახის „ბორუსიასა“ და ბრემენის „ვერდერის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 388 შეხვედრაში ბოროვკამ 19 გოლი გაიტანა.

1988 და 1993 წლებში „ვერდერის“ შემადგენლობაში გერმანიის ჩემპიონის წოდება, ორჯერ გერმანიის თასი და სამჯერ გერმანიის სუპერთასი მოიპოვა, ხოლო 1992 წელს — ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა, როდესაც „ვერდერმა“ ლისაბონის „ეშტადიუ და ლუშზე“ გამართულ ფინალში „მონაკო“ 2–0 დაამარცხა.[1]

1997 წელს ბოროვკა პოლონურ „ვიძევში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა.[2]

1982–1987 წლებში იცავდა დასავლეთ გერმანიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისა და დასავლეთ გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას, რომელთა შემადგენლობაშიც, შესაბამისად, სამი და ექვსი შეხვედრა ითამაშა.[3]

რაც შეეხება დასავლეთ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1988 წლის 2 აპრილს, ოთხი ერის ტურნირის ფარგლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. ბოროვკამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.[4]

საერთო ჯამში თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ბოროვკამ ექვსჯერ ითამაშა.[5]

გერმანიის დროშა ბორუსია მენხენგლადბახი
გერმანიის დროშა ვერდერი
პოლონეთის დროშა ვიძევი ლოძი
  • Kicker-ის ბუნდესლიგის სეზონის გუნდის წევრი: 1987–88[9][10]

ულრიხ ბოროვკამ მონაწილეობა მიიღო უეფა-ს თასზე თბილისის „დინამოსთან“ გამართულ ორივე მერვედფინალურ შეხვედრაში — 1987 წლის 25 ნოემბერს ბრემენში, რომელიც ვერდერმა 2–1 მოიგო[11] და 9 დეკემბერს თბილისში, რომელიც ფრედ 1–1 დასრულდა.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
90minut · EU-Football.info · AFS · Fussballdaten.de · FootballDatabase.eu · Footballfakts.ru · Kicker.de · National Football Teams.com · Transfermarkt · WorldFootball.net
  1. Werder Bremen 2–0 AS Monaco / 1992 European Cup Winners' Cup final.
  2. Ulrich Ernst (Uli) Borowka — Sezon 1996/97
  3. Ulrich Borowka — International matches
  4. Germany 1–0 Argentina / Four Nations Tournament.
  5. Ulrich 'Uli' Borowka — International Appearances
  6. Eintracht Frankfurt 0–2 Werder Bremen / Deutscher Supercup, 1988, Finale.
  7. Bayer 04 Leverkusen 2–2 Werder Bremen / Deutscher Supercup, 1993, Finale.
  8. Bayern München 1–3 Werder Bremen / Deutscher Supercup, 1994, Finale.
  9. Kicker Team of the Season
  10. Kicker Team of the Year
  11. Werder Bremen 2–1 Dinamo Tbilisi / 1987–88 UEFA Cup.
  12. Dinamo Tbilisi 1–1 Werder Bremen / 1987–88 UEFA Cup.