ბორუსია მენხენგლადბახი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენხენგლადბახის ბორუსია
ლოგო
სრული სახელი Borussia VfL 1900
Mönchengladbach e.V.
მეტსახელი კვიცები (The Foals)
დაარსდა 1900წლის 1 აგვისტო, 113 წლის წინ
სტადიონი ბორუსია–პარკი
(ტევადობა: 54 057)
პრეზიდენტი გერმანიის დროშა როლფ კონიგსი
მწვრთნელი გერმანიის დროშა მარკო როზე
კაპიტანი ბელგიის დროშა ფილიპ დემსი
ლიგა ბუნდესლიგა
2021–22 მე–10 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

მენხენგლადბახის ბორუსია (გერმ. Borussia Mönchengladbach; ცნობილი როგორც მიონხენგლადბახი ან გლადბახი) — გერმანიის ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბი, დაფუძნებული ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ მენხენგლადბახში. დაარსდა 1990 წლის 1 აგვისტოს, დღეს კი ასპარეზობს გერმანიის ჩემპიონატის რანგით უმაღლეს ლიგაში, სადაც პირველად კლუბი 1966–1967 წლების სეზონში გამოჩნდა. თანდათანობით კი ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კლუბი გახდა 1970–იან წლებში[1], მოიგო რა 5 ბუნდესლიგის ტიტული.

2004 წლის შემდეგ კლუბი თამაშობს ახალ სტადიონზე „ბორუსია პარკზე“, რომლის ტევადობაც შეადგენს 54,057 ადამიანს. 1919 წლიდან 2004 წლამდე კლუბი ასპარეზობდა ბიოკელბერგშტადიონზე, რომელსაც ძალიან მცირე ტევადობა გააჩნდა. მენხენგლადბახის ბორუსიის წევრთა რიცხვი შეადგენს 50,000 ადამიანზე მეტ წევრს 2012 წლის თებერვლის მონაცემებით და გერმანიაში სიდიდით მეექვსე კლუბია. მათ უმთავრეს მეტოქედ საფეხბურთო კლუბი კელნი ითვლება. პრინციპულ მეტოქეებად ასევე მიიჩნევა დორტმუნდის ბორუსია, მიუნხენის ბაიერნი და დიუსელდორფის ფორტუნა.

სახელწოდება „ბორუსია“ ლათინური სიტყვა „პრუსიიდან“ მოდის. კლუბის მეტსახელია Die Fohlen [diː ˈfoːlən] (The Foals), რაც ქართულად კვიცებს ნიშნავს. 1970–იანი წლებიდან კლუბში დაინერგა სწრაფი, აგრესიული და შემტევი სტილი. კლუბის ოფიციალურ თილისმას წარმოადგენს კვიცი ჯიუნტერი.

მიენხენგლადბახელები საშინაო არენაზე ხუთ გზის ბუნდესლიგის გამარჯვებულები არიან (1969–70, 1970–71, 1974–75, 1975–76, 1976–77). სამ გზის გერმანიის თასისა (1959–60, 1972–73, 1994–95) და ერთ გზის გერმანიის სუპერთასის გამარჯვებულები (არაოფიცალური 1977). „ბორუსია“ იყო პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც 1961 წელს უეფას თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობა მიიღო.

„ბორუსია“ ევროპულ ასპარეზზე ორ გზის ევროპა ლიგის გამარჯვებულია. მათ ეს ტიტულები დაისაკუთრეს 1974–75 და 1978–79 წლების სეზონებში. პირველ შემთხვევაში მათ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ნიდერლანდების ტვენტე გაანადგურეს ანგარიშით 5:1, მეორე შემთხვევაში კი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ 2:1 სძლიეს. კლუბის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე მტკივნეულ მარცხად მიიჩნევა 1976–77 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წაგება რომის ოლიმპიურ სტადიონზე ლივერპულის წინააღმდეგ ანგარიშით 3:1.

მიონხენგლადბახის „ბორუსიისთვის“ უდიდესი ფიგურაა იუპ ჰაინკესი. ის კლუბის ოქროს წლებში – 70–იან წლებში ასპარეზობდა. ის არის ბუნდესლიგის ისტორიაში ბომბრადირებს შორის მესამე პოზიციაზე. კარიერის დასრულების შემდეგ იუპი კლუბში მუშაობდა, როგორც მწვრთნელი. 1979 წლის 1 ივლისიდან 1987 წლის 30 ივნისამდე და 2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 იანვრამდე, თუმცა კლუბთან ერთად ვერ შეძლო ტიტულების მოპოვება.

კლუბში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს ბერტი ფოგთს. მის ანგარიშზეა 419 მატჩი, მან 42–ჯერ შეძლო მეტოქე გუნდის დამწუხრება. კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება ფიქსირდება 1978 წლის 28 აპრილს დორტმუნდის ბორუსიის წინააღმდეგ ანგარიშით 12:0, ყველაზე დიდი მარცხი კი ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ანგარიშით 0:7.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899–1905: დაფუძნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წლის ნოემბერში 17 ნოემბერს, ლუდის პაბ Zum Jägerhof -ში, 13-მა ახალგაზრდამ შექმნა ახალი სპორტული კლუბი. მათ ამ კლუბს უწოდეს სახელი „ბორუსია“ (Borussia, ლათინურად „Prussia“).[2] იმ დროისთვის გერმანიაში ფეხბურთი ახლი შემოსული იყო და ბევრმა ამ სპორტის შესახებ არაფერი იცოდა. ახალდშექმნილ კლუბს წარმოექნათ ისეთი პრობლემები როგორიცაა სათამაშო მოედნის, გამსოაცვლელი ოთახების და ეკიპირების არ ქონა, რამაც კლუბში ფინანსური კრიზისი წარმოშვა. ქალაქ მენხენგლადბახში ბორუსია მეორე კლუბი იყო, პირველი ს.კ. „მენხენგლადბახი“ 6 წლით ადრე დაარსდა. ეს ორი გუნდი მალევი იქცნენ დაპირისპირებულ მეტოქეებად.

ბორუსიას წევრები, 1900 წელი

ფინანსური კრიზის გამო ბორუსია იძულებული გახდა უფრო ფართო ორგანიზაციი მქონე კათოლიკურ სპორტულ ასოციაციას შეერთებოდნენ — Marianische Jünglings-Kongregation Mönchengladbach Eicken. ამ ორგანიზაციის ფარგლებში მოხდა ბორუსიის რეგისტრაცია სახელით „ბორუსია 1900“ და ოფიცალურ დაფუძნების თარირად დაფიქსირდა 1900 წლის 1 აგვისტო.

ამ გაერთიანებაში გაწევრების შემდეგ გუნდი უფრო ხშირად ახერხებდა მატჩების ორგანიზებას. 1902 წელს კი მათ პირველი საერთაშორისო მატჩიც ჩაატარეს — 0-2 წააგეს ნიდერლანდურ ჰელმოდიასთან.

1903 წელს საფეხბურთო კლუბ ბორუსია 1900-ს მოუწია სპორტული ასოციაციის დატოვება. კათოლიკური, კონსერვატიული ასოციაცია აპროტესტება იმ ფაქტს რომ ფეხბურთელები მოკლე შარვლებით თამაშობდნენ და არა ტრადიციული სამოსით.

ამ პერიოდში კლუბმა მიმართა ადგილობრივ საფეხბურთო ფედერაციას და 1903 წლის 23 თებრვალს გახდა მისი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ბორუსია ხშირად იღებდა სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას, ძლიერ გუნდებთან ისინი უშანსოდ მარცხდებოდნენ, მაგალითად კელნის ბორუსიასთან წააგეს 11-0 ქალაქ კელნში და 1-4 საშინაო არენაზე.

1905–1914: I მსოფლიო ომამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია (18 თამაში, 12 მოგება, 1 ფრე) 1905 წელს დაღმასვლა დაიწყო. პრობლემა გახდა მათი სათამაშო მოედანი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებას კი ვერ აკმაყოფილებდა და მასზე თამაში არავის უნდოდა.

გლადბახის გერბი 1904-1919 წლებში

საბოლოოდ ბორუსიამ ადგილი მიუხენგლადბახში, Reyerhütterstraße-ზე იპოვა. ეს ადგილი კლუბისთვის წარმატებული გამოდგა. ბორუსია ჩაება ტურნირში, სადაც მისი რეგიონის კლუბები მონაწილეობდნენ. ეს იყო მეორე დონის ჩემპიონატი, სადაც ბორუსიას მეტოქეები იყვნენ ს.კ. მენხენგლდაბახი II, ს.კ. აინტრახტ მენხენგლადბახი და მიმდინარე ქალაქების სხვა გუნდები. ბორუსია მენხნეგლადბახმა ამ ტურნირის მოგება მოახერხა, მაგრამ პირველ ლიგაში მაინც ვერ დაწინაურდა, რადგან სწორედ იმ წელს მოხდა ჩეპიონატის რეფორმა. ამჯერად ამ ჩემპიონატს დაერქვა ბე-კლასი (B-Klasse).

1907 წელს ბორუსიამ დატოვა თავისი მოედანი, რადგან იმ ადგილას ქახნის აშენება დაიგეგმა. სანაცვლოდ მათ მიაღწიეს შეთანხმებას Gladbacher Turnverein 1848-სთან მათი სტადიონის საზიაროდ გამოყენების შესახებ. ახალ სტადიონზე ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველი მატჩში „ბორუსია კელნი“ 5-1 დაამარცხეს. სეზოენი მესამე ადგილზე ჩაასრულეს და ა-კლასის ლიგაში ასასვლელად საკვალიფიკაციო მატჩში თამაშის უფლება მოიპოვეს, თუმცა თანაქალაქელების „ვიქტორიასთან“ 0-6 წააგეს. მომდევნო სეზონი უკეთესი გამოდგა. გადამწყვეტ მატჩში მათ ს.კ. Cleve 06 დაამარცხეს და ზედა დივიზიონში დაწინაურდნენ.

1909–1910 წლებში სეზონისთვის ბორუსიამ ტრადიციული შავი და თეთრი მაისურის ნაცვლად ლურჯ-ყვითელი ფორმები შეიკერა. გლადბახის დასაწყისი ზედა ლიგაში პრობლემური გამოდგა, სეზონი დაასრულეს 5 მოგებით, 5 წაგებით და 2 ფრით, რაც საბოლოოდ ლიგიდან გავარდნით დასრულდა.

1910–1911 წლებში სეზონზე ლიგა 7-დან 10 გუნდამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წელიწადში გუნდს 18 თამაშის ჩატარება უწევდა. ეს დატვირთვა საკმაოდ მძიმე გამოდგა და სეზონის ბოლოს ბორუსიამ მატჩების წაგება დაიწყო. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ ოპონენტები მუდმივად აპროტესტებდნენ ბორუსიას სტადიონის ხარისხს, რამაც კლუბი აიძულა სხვა ადგილი მოეძებნა. საბოლოოდ გლდაბახი გადავიდა ახალ სტადიონზე, რომელიც კათოლიკური სასაფლაოს გვერდით მდებარეობდა.

1911-12 წლების სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა. ბორუსია დომინირებდა ლიგაზე - 12 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. შესაბამასად მოხვდა საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედა ლიგაში აღსაზევებლად, სადაც ასევე წარმატებით იასპარეზა და ფინალში გავიდა. ფინალური მატჩში მისი მთავარი მეტოქე იყო კელნი, რომელმაც გლადბახი 4-2 დაამარცხა. მომდევნო სეზონში ბორუსიას შედეგები არ გამოდგა საკმარისი საკვალიფიკაციო ეტაპამდე მისასვლელად.

1913-14 წლებში გერმანიის საფეხბურთო ლიგების კიდევ ერთი რეფორმა გატარდა. შეიქმნა 4 რეგიონული ლიგა (Kreisliga), რომელშიც 20 გუნდი ასპარეზობდა. ბორუსია მოხვდა ჩრდილო-დასავლეთის ლიგაში. მისი მეტოქეები იყვნენ კლუბები აახენიდან და დიუსელდორფიდან, ასევე საკუთრივ მენხენგლადბახიდან. სეზონი მესამე ადგილზე ჩაასრულეს. ეს იყო ბოლო სრული სეზონი პირველ მსოფლიო ომამდე.

1914–1918: I მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წლის მარტში კლუბმა იყიდა De Kull, ადგილი სადა სტადიონის აშენება დაიგეგმა. პირველი მსოფლიო ომის გამო შეფერხდა როგორც მშენებლობის, ასევე კლუბის განვითარების პროცესი. ზოგიერთი ფეხბურთილი გაიწვიეს ჯარში, ხოლო ზოგი მათგანი მოხალისეობრივად ჩაება ომში.

მომდევნო სეზონში, 1915-16 წლებში, ცხადი გახდა, რომ ომი მალე ვერ დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა, კლუბებმა გაანგრძეს ჩემპიონატის ჩატარება. რეგულარული ჩემპიონატი ბორუსიამ მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ სეზონის ბოლოს, ომის გამო, სულ უფრი რთულდებოდა 11 მოთამაშის შეკრება, ამიტომ გუნდი ასპარეზობას გამოეთიშა. ომში დაიღუპა ბორუსიას რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის კლუბის პრეზიდენტი.

1918–1933: ვაიმარის პესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის მიწურულს მენხენგლადბახი აღმოჩნდა ბელგიური არმიის კონტროლის ქვეშ. ასეთ პირობებში ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარება შეუძლებელი გახდა. 1919 წლის 15 მარტს ბორუსიას შეუერთდა ადგილობრივი კლუბი Turnverein Germania 1889. ახალ კლუბს ეწოდა 1889 VfTuR M.Gladbach. მალევე მათ მიაღწიეს წარმატებას, 1920-21 წელს მოიგეს დასავლეთ გერმანიის ჩემპიონატი. ამ ორი კლუბის კავშირი მხოლოდ 2 წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც კლუბებმა დამოუკიდებლად განაგრძეს არსებობა.

1933–1945: მესამე რაიხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს გერანიის ხელისუფლებაში მოვიდა ჰიტლერის ნაციონალისტური პარტია. გერმანიის საფეხბურთო სისტემა კიდევ ერთი რეფორმით შეიცვალა — ჩამოყალიბდა 16 რეგიონული ლიგა. ბორუსია აღმოჩნდა ჩრდილოთ გერმანიის ლიგაში. 1933-45 წლები კლუბმა გაატარა სხვადასხვა რეგიონულ დივიზიონში.

1945–1959: ომის შემდეგი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დამთავრების შემდეგ, ბორუსია ფეხბურთს 1946 წელს დაუბრუნდა. მალე აღზევდა რეგიონალურ მეორე დონის დივიზიონში, ხოლო 1950 წელს დასავლეთ რეგიონის უმაღლეს ლიგაში (Oberliga West). 1958-59 წლების სეზონში კი გლდაბახმა ობერლიგის პირველი ტიტული მოიპოვა.

1959–1965: ბუნდესლიგაში აღზევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წლის აგვისტოში ბორუსიამ დაამარცხა კელნი და დაეუფლა დასავლეთ გერმანიის თასს. ერთი კვირის შემდეგ, კარლსრუე დაამარცხა 3-2 და დაეუფლა გერმანიის თასს,[3] რომელიც მათი პირველი ეროვნული ტიტულია. შესაბამისად, ბორუსიამ 1960-61 სეზონზე თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობის უფლება მიიღო. საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა, ორი მატჩის ჯამში 11-0 განადგურდა შოტლანდიურ რეინჯერსთან.

1961-62 წლების სეზონზე ბორუსიამ ობერლიგა მეცამეტე ადგილზე ჩაასრულა. მომდევნო წელს დაფუძნდა ერთიანი დასავლეთ გერმანიის ჩემპიონატი — ბუნდესლიგა. მენხენგლადბახის ბორუსია ამ ლიგის მიღმა დარჩა და მეორე დივიზიონში მოხვდა.

1964 წელს ბორუსიამ რამდენიმე ახალგაზრდას გაუფორმა პროფესიონალური კონტრაქტი, მათ შორის იუპ ჰაინკესს. ახალგაზრდების ჯგუფის საშუალო ასაკი 21,5 წელი იყო. ამ ახალგაზრდულმა გუნდმა მიიღო მეტსახელი „კვიცები“. 1965 წელს კლუბმა მოიგო თავისი დივიზიონი და ბუნდესლიგაში ასავლელ აკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა. საკვალიფიკაციო რაუნდში ბორუსიამ ექვსიდან მოიგო სამი[4] და მიუნხენის ბაირნთან ერთად ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

საინტერესოა, რომ სწორედ ეს ორი კლუბი იქცა მთავარ კონკურენტებად ბუნდესლიგაზე გამარჯვებისთვის. ბაირნმა პირველი ჩემპიონობა 1969 წელს მოიპოვა. მომდევნო 1970 წელს კი უკვე ბორუსია გახდა ჩემპიონი. 1971 წელს გლადბახი მეორედ ზედიზედ გახდა ჩემპიონი და პირველი კლუბი, რომელმაც ორჯერ ზედიზედ შეძლო გერმანიის ჩემპიონობა.

1970–1980: ოქროს ათწლეული: დომინირება ლიგაში და წარმატებები ევროპაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

70-იანი წლები კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო.

მწვრთნელის, ჰენეს ვაისვაილერის მეთაურობით, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდმა შემტევი ფილოსოფია და ძლიერი თამაში წარმოაჩინა, რაც გულშემატკივრებს იზიდავდა მთელი გერმანიიდან. დროის ამ მონაკვეთში ბორუსიამ ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო. ამავდროულად, კონკურენცია განვითარდა მიუნხენის ბაიერნთან, რომელთანაც ბორუსია ერთად ავიდა ბუნდესლიგაში 1965 წელს.

მას შემდეგ, რაც კლუბმა ორჯერ დაასრულა ცხრილში მესამე ადგილზე, 1969–70 წლების სეზონში მწვრთნელი ჰენეს ვეისვაილერი, გადაწყვიტა "Foal" - ის კონცეფციიდან გადახვევა და ბორუსიამ პირველად იყიდა გამოცდილი დაცვითი ფეხბურთელები, როგორიცაა ლუგი მიულერი და კლაუს-დიტერ ზიელოფი. კლუბმა ულრიკ ლე ფევრით გააფორმა პირველი დანიელი მოთამაშე, რომელსაც შემდეგ ჰენინგ იენსენი და ალან სიმონსენი მოჰყვნენ. ამ სეზონში მათ მიაღწიეს ბუნდესლიგის პირველი გამარჯვებას, 1969 წლის 31 ოქტომბერს ალემანია აახენზე 5-1 გამარჯვების შემდეგ.

1970 წლის 30 აპრილს, ჰამბურგთან საშინაო გამარჯვების შემდეგ, სეზონის 33-ე ტურში, ბორუსია ჩემპიონებად დასახელდა.

1970 წლის 16 სექტემბერს EPA Larnaka– ს წინააღმდეგ ანგარიშით 6–0 მოიგო ბორუსიამ, სადააც ჰერბერტ ლაუმენმა გაიტანა პირველი გოლი ევროპული საკლუბო ფეხბურთის მატჩში[5]. შემდეგი 1970–71 წლების სეზონში პირველ რაუნდში კლუბმა მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა. ამ სეზონში ჩემპიონატის ბედი მხოლოდ ბოლო დღეს გადაწყდა, როგორც მიუნხენის ბაიერნთან პირისპირ რბოლა.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე შვეიცარია  შვეიცარია იან სომერი
3 მცველი ბელგია ბელგია ანდრეას ქრისტენსენი
4 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები როელ ბროუერსი
6 ნახევარმცველი ნორვეგია ნორვეგია ჰავარდ ნორდტვაიტი
7 ნახევარმცველი გერმანია გერმანია პატრიკ ჰერმანი
8 ნახევარმცველი გერმანია გერმანია მაჰმუდ დაჰუდი
9 თავდამსხმელი შვეიცარია  შვეიცარია იოსიპ დრმიჩი
10 ნახევარმცველი ბელგია ბელგია თორგან აზარი
11 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია რაფაელ კაეტანო
13 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ლარს შტინდლი
14 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ტორბენ მარქსი
15 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალვარო დომინგეშ სოტო
16 ნახევარმცველი გვინეა გვინეა იბრაჰიმა ტრაორე
17 მცველი შვედეთი შვედეთი ოსკარ ვენდტი
18 ნახევარმცველი ვენესუელა ვენესუელა მარვინ შულცი
19 ნახევარმცველი ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფაბიან ჯონსონი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
20 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ნიკო ბრანდენბურგერი
21 მეკარე გერმანია გერმანია ტობიას სიპელი
22 თავდამსხმელი გერმანია გერმანია პენიელ მლაპა
23 ნახევარმცველი გერმანია გერმანია იონას ჰოფმანი
24 მცველი გერმანია გერმანია ტონი იანჩკე
25 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ამინ იუნესი
27 ნახევარმცველი გერმანია გერმანია იულიან კორბი
28 მცველი ფინეთი ფინეთი ჟოელ მერო
30 მცველი შვეიცარია  შვეიცარია ნიკო ელვედი
31 თავდამსხმელი შვედეთი შვედეთი ბრანიმირ ჰრგოტა
33 მეკარე გერმანია გერმანია კრისტოფერ ჰეიმეროტი
34 ნახევარმცველი შვეიცარია  შვეიცარია გრანიტ ჯაკა
39 მცველი ავსტრია ავსტრია მარტინ შტრანცლი

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუსიენ ფავრიგლადხბახის მწვრთნელი 2011-2015 წლებში

მოთამაშეთა ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გთავაზობთ გლადბახის იმ მოთამაშეთა ჯილდოებს, რომელთაც კლუბში 50 ან მეტი მატჩი ჩაუტარებით.

კლუბში მოთამაშეებმა შემდეგი ჯილდოები დაიმსახურეს:

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ევროპა

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – გერმანია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ავსტრალია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ავსტრია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ბელგია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – დანია

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – შვედეთი

წლის საუკეთესო ფეხბურთელი – აშშ

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები

წლის საუკეთესო გოლი

სეზონის საუკეთესო გოლი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მე–2 ბუნდესლიგა(1): 2007–08

გერმანიის თასი:

გერმანიის სუპერთასი:

  • გამარჯვებული (1): 1977 (არა ოფიციალური)
  • ფინალისტი (1): 1995

გერმანიის ლიგის თასი

  • გამარჯვებული (1): 1972–73

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეფას ჩემპიონთა ლიგა:

უეფას ევროპა ლიგა:

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონტინენტთაშორისო თასი:

  • ფინალისტი (1): 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. News – Bundesliga – official website დაარქივებული 2012-04-18 საიტზე Wayback Machine. . ბუნდესლიგის ოფიციალური ვებსაიტი
  2. Aretz, Markus; Giebeler, Stephan; Kreuels, Elmar. Borussia Mönchengladbach die Chronik გერმანული. worldcat.org (2015). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2021
  3. DFB-Pokal, 1959/1960, Finale გერმანული. DFB - Deutscher Fußball-Bund e.V. (10 მაისი, 2014). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021
  4. REGIONALLIGA AUFSTIEGSRUNDE 1964/1965 - TOPWERT გერმანული. Fussballdaten. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021
  5. https://rp-online.de/sport/fussball/borussia/laumen-larnaca-und-ein-premieren-tor_aid-13943073
  6. Borussias Trainer გერმანული. ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-22. ციტირების თარიღი: 2013-11-13.