დეპორტივო ლა-კორუნია (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დეპორტივო ლა-კორუნია
დეპორტივო ლა-კორუნიას ლოგო.svg
სრული სახელი Real Club Deportivo de La Coruña, S.A.D.
მეტსახელი სუპერდეპორი (ესპ. Superdépor)
თეთრ-ლურჯები (გალ. Brancoazuis')
დაარსდა 1906; 116 წლის წინ (1906)
სტადიონი რიასორი
ლა-კორუნია, გალისია
(ტევადობა: 34,600 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ტინო ფერნანდესი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პეპე მელი[1]
კაპიტანი ესპანეთის დროშა ლაურე
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2016-17 მე-16 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „დეპორტივო“ (ესპ. Real Club Deportivo de la Coruña, გალ. Deportivo da Coruña) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1906 წელს, გალისიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ლა-კორუნიაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში.

1944 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ რიასორზე, რომელიც 34,600 მაყურებელს იტევს. ტრადიციული საშინაო ფორმა შეიცავს ლურჯ და თეთრ ზოლებს, ხოლო შორტების და გეტრების ფერი ლურჯია. „დეპორტივო ლა-კორუნიას“ აქვს დიდ ხნიანი მტრობა ადგილობრივ „სელტასთან“, მათ დაპირისპირებას გალისიური დერბი ეწოდება.

პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობა კლუბს მოპოვებული აქვს ერთხელ, 1999-00 წლების სეზონში, 5-ჯერ დაასრულა სეზონი მე-2 ადგილზე. 2-ჯერ გახდა ესპანეთის თასის გამარჯვებული, 1994-95 და 2001-02 წლების სეზონებში, ასევე 3-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი. „ლურჯ-თეთრები“ რეგულარულად იღებდნენ მონაწილეობას პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში ბოლო 20 წლის მანძილზე, 19 დან 16 სეზონში ასპარეზობა ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულეს. შედეგად „დეპორტივო“ რეგულარულად იღებდა მონაწილეობას ევროტურნირებზე, 5 სეზონი იღებდა მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე, კლუბმა 2-ჯერ შეძლო 1/4 ფინალშ გასვლა, 2003-04 წლების სეზონში კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც „პორტუსთან“ დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 1-0.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე არგენტინა არგენტინა ხერმან ლიუქსი
2 მცველი ესპანეთი ესპანეთი ხუანფრანი
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი ფერნანდო ნავარო
4 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ალექს ბეგრანტინიოსი
5 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი პედრო მოსკერა
6 მცველი ესპანეთი ესპანეთი რაულ ალბენტოსა
7 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ხოსელუ
8 ნახევარმცველი თურქეთი თურქეთი ემრე ჩოლაქი
9 თავდამსხმელი კოლუმბია კოლუმბია მარლოს მორენო
10 თავდამსხმელი რუმინეთი რუმინეთი ფლორინ ანდონე
11 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი კარლეს ხილი
12 მცველი ბრაზილია ბრაზილია სიდნეი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 მეკარე პოლონეთი პოლონეთი პშემისლავ ტიტონი
14 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალეხანდრო არიბასი
15 მცველი ესპანეთი ესპანეთი ლაურე (კაპიტანი)
16 მცველი პორტუგალია პორტუგალია ლუიზინიუ
19 ნახევარმცველი მაროკო მაროკო ფაიჩალ ფაირი
20 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია გილიერმე
21 ნახევარმცველი პორტუგალია პორტუგალია ბრუნუ გამა
22 ნახევარმცველი კოსტა-რიკა კოსტა-რიკა სელსო ბორხესი
23 ნახევარმცველი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა გაელ კაკუტა
24 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ოლა ჯონი
25 მეკარე ბელგია ბელგია დავი რუფი
28 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი პინჩელა

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992–93 – ბრაზილიის დროშა ბებეტო (29 გოლი)
2001–02 – ესპანეთის დროშა დიეგო ტრისტანი (21 გოლი)
2002–03 – ნიდერლანდების დროშა როი მაკაი (29 გოლი) (მოიგო ევროპის ოქროს ბუცი)
1941–42 – ესპანეთის დროშა ხუან აკუნია
1942–43 – ესპანეთის დროშა ხუან აკუნია
1949–50 – ესპანეთის დროშა ხუან აკუნია
1950–51 – ესპანეთის დროშა ხუან აკუნია
1953–54 – ესპანეთის დროშა ხუან ოტერო
1992–93 – ესპანეთის დროშა ფრანსისკო ლიანიო (გაზიარებული ტიტული სანტიაგო კანისარესთან ერთად)
1993–94 – ესპანეთის დროშა ფრანსისკო ლიანიო
1996–97 – კამერუნის დროშა ჟაკ სონგო'ო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Official: Pepe Mel new Deportivo coach“ (ესპანური). Eurosport. 27 თებერვალი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)