შინაარსზე გადასვლა

ჯანლუიჯი დონარუმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანლუიჯი დონარუმა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯანლუიჯი დონარუმა
დაბადების
თარიღი
25 თებერვალი, 1999 (1999-02-25) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
კასტელამარე-დი-სტაბია, იტალია
სიმაღლე 196 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ სიტი
ნომერი 25
ახალგაზრდული კარიერა
2003–2013 ნაპოლი
2013–2015 მილანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2021 მილანი 215 (0)
2021–2025 პარი სენ-ჟერმენი 104 (0)
2025– მანჩესტერ სიტი 7 (0)
ეროვნული ნაკრები
2014 იტალია 15-წლ. 4 (0)
2014–2015 იტალია 17-წლ. 10 (0)
2016–2017 იტალია 21-წლ. 7 (0)
2016– იტალია 78 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ნოემბერი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2025

ჯანლუიჯი დონარუმა (იტალ. Gianluigi Donnarumma; დ. 25 თებერვალი, 1999, კასტელამარე-დი-სტაბია, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი.

2013 წლამდე ჯანლუიჯი ნაპოლი კასტელამარეში თამაშობდა, შემდეგ კი „ინტერში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ „მილანი“ აირჩია და ამ ორ წელიწადში ძირითად გუნდში ამოჰყო თავი. ჯანლუიჯი დონარუმას „სასუოლოსთან“ მატჩისას სერია A-ში დებიუტი 16 წლის და 8 თვის ასაკში ჰქონდა. ამ მაჩვენებლით ის კალჩოს ისტორიაში მეორეა.

დონარუმა გადმოყვანილ იქნა „მილანის“ ძირითად გუნდში როგორც მესამე მეკარე ახალი მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩის მიერ. ის იყო 2015 საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ძირითად შემადგენლობაში სადაც მილანი დაუპირისპირდა „ინტერს“ და „რეალს“. მისი დებიუტი შედგა 30 ივლისს დიეგო ლოპესის შეცვლის შემდეგ 72 წუთზე, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი იმ ორი მილანელი ფეხბურთელიდან რომელმაც ააცდინეს პენალტი რის შემდეგადაც რეალმა იმარჯვა ანგარიშით 10-9.

25 ოქტომბერს 2015 წელს შედგა დონარუმას დებიუტი სადაც მან 90 წუთი ითამაშა „სასუოლოს“ წინააღმდეგ სან სიროზე. დონარუმამ დიეგო ლოპესის ადგილი დაიკავა მისი 3 მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ და ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც უთამაშია იტალიის სერია A-ში, 16 წლის და 8 თვის ასაკში.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 14 ნოემბერი, 2024
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
იტალიის დროშა
იტალია
201620
201720
201870
201950
202060
2021180
2022100
2023100
2024100
ჯამში700
იტალიის დროშა მილანი
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
იტალიის დროშა იტალია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]