ფედერიკო ფასიო
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფედერიკო ხულიან ფასიო | ||
დაბადების თარიღი | 17 მარტი, 1987 (27 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 1.95 მ. | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სევილია | ||
ნომერი | 2 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ფეროკარილ ოესტე | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005-2006 | ფეროკარილ ოესტე | 48 | (3) |
2007-2008 | სევილია ატლეტიკო | 20 | (2) |
2007- | სევილია | 148 | (12) |
ეროვნული ნაკრები | |||
2006-2007 | არგენტინა 20 წლ. | 13 | (1) |
2008 | არგენტინა 23 წლ. | 2 | (0) |
2011- | არგენტინა | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფედერიკო ხულიან ფასიო (ესპ. Federico Julián Fazio; დ. 17 მარტი 1987, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ “სევილიის” და არგენტინის ნაკრების ცენტრალური მცველი. როგორც ბევრ არგენტინელ ფეხბურთელს ფასიოსაც აქვს იტალიის მოქალაქეობაც.
ფეროკარილ ოესტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფედერიკო დაიბადა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში და თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ “ფეროკარილ ოესტეში”. ამ ფეხბურთელის კარიერაში დიდ როლს თამაშობს მისი სიმაღლე ის 195 სმ-ია, რაც ეხმარება მას საჰაერო ორთაბრძოლებში. ფასიო თავს კლუბში კარგად გრძნობდა თუმცა ეს კლუბი არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, ამიტომ ახალგაზრდა ამბიციურმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბის შეცვლა.
სევილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2007 წლის იანვარში ფასიო გადავიდა ესპანურ “სევილიაში”, მაგრამ მისი კარიერა ისე არ გაგრძელდა როგორც თავის ყოფილ კლუბში, თავიდან ის ვერ ხვდებოდა სისტემატიურად ძირითად შემადგენლობაში. უეფას თასის ფინალში, სადაც “სევილიას” ტრავმირებული ჰყავდა ძირითადის მცველები (ხავი ნავაროს ჰქონდა პრობლემები მუხლზე, ასევე ჟულიან ესკუდესაც არ შეეძლო თამაში), ამიტომ ფედერიკო ძირითადში მოხვდა. “სევილიამ” კი შეძლო და ზედიზედ მეორედ მოიგო უეფას თასი.
მისი დებიუტი ესპანურ პრიმერაში 2007 წლის 25 აგვისტოს შედგა. ახალი სეზონის გახსნით მატჩში. მისმა კლუბმა “ხეტაფეს” სძლია 4:1. ფასიო ასევე დაეხმარა კლუბს “მადრიდის რეალის” ძლევაში, 2007 წელს, ესპანეთის სუპერთასზე.
2008 წლის 7 მაისს არგენტინელმა გაიტანა თავისი პირველი გოლი “სევილიის” შემადგენლობაში. ამ მატჩში “სევილიამ” “რასინგი” დაამარცხა 3:0. ერთი კვირის შემდეგ მან გაიტანა თავისი მეორე გოლი, ამჯერად “ბეტისის” კარში. შეხვედრა 2:0 დასრულდა.
ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არგენტინის ნაკრების რიგებში ფასიომ ჩაატარა სულ 2 შეხვედრა, თუმცა მან დიდ წარმატებას მიაღწია ახალგაზრდული ნაკრების რიგებში. მის აქტივში არის 2 უდიდესი გამარჯვება საერთაშორისო დონეზე: მსოფლიო ჩემპიონი 2007 წელს და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული 2008 წელს.
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პრიმერა(1):2008/09
- ესპანეთის თასი(1):2010
- ესპანეთის სუპერთასი(1):2007
- ევროპის ლიგა(1):2013/14
- ოლიმპიური თამაშები(1):2008
- მსოფლიო ჩემპიონი 21 წლ.(1):2007
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Sevilla official profile დაარქივებული 2014-08-07 საიტზე Wayback Machine.
- BDFutbol profile
- Guardian Stats Centre დაარქივებული 2012-09-09 საიტზე Wayback Machine.
|
|