ისიდორე (ეგზარქოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეგზარქოსი ისიდორე.

ისიდორე (ერისკაცობაში — იაკობ სერგეის ძე ნიკოლსკი; დ. 1799 — გ. 6 აგვისტო[1], 1892) — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი 1844-1858 წლებში.

1844 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად. დიდ ყურადღებას უთმობდა "ოსეთის სასულიერო კომისიის" საქმიანობას. მისი ინიციატივით 1851 წელს ხელახლა გაიხსნა საეკლესიო კათედრა აფხაზეთში, დაარსდა სასულირო სასწავლებელი ოზურგეთში. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალთა სასულიერო განათლებას. იყო ერთ-ერთი ინიციატორი კავკასიაში "მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი სახოგადოების" შექმნისა. ხელს უწყობდა საეკლესიო-სამონასტრო მიწების ხაზინისათვის გადაცემას (სეკულარიზაცია). 1849 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ბიბლიის ქართული თარგმანის შემსწორებელი პირველი კომტეტი (მონაწილეობდა ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი). 1858 წელს კიევის მიტროპოლიტად გადაიყვანეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ევგენი
საქართველოს ეგზარქოსი
1844-1858
შემდეგი:
ევსევი