ლორენცო მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლორენცო დი პიერო დე მედიჩი
Verrocchio Lorenzo de Medici.jpg
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1449
დაბ. ადგილი ფლორენცია, ტოსკანა, იტალია
გარდ. თარიღი 9 აპრილი, 1492 (43 წლის)
გარდ. ადგილი ფლორენცია
მამა პიერო მედიჩი
დედა ლუკრეცია ტურნაბუონი
შვილები ლუკრეცია მედიჩი
პიერო მედიჩი
მადალენა მედიჩი
კონტესინა ბეატრის მედიჩი
ჯიოვანი მედიჩი
ლუისა მედიჩი
კონტესინა მედიჩი
ჯულიანო მედიჩი
ხელმოწერა : Lorenzo de' Medici.svg

ლორენცო დი პიერო დე მედიჩი (იტალ. Lorenzo di Piero de Medici il Magnifico დ. 1 იანვარი, 1449 — გ. 9 აპრილი, 1492) – ერთ-ერთი უდიდესი ფლორენციელი სახელმწიფო მოღვაწე, ფლორენციის რესპუბლიკის თავი. აღორძინების ეპოქის ხელოვნების, პოეზიისა და მეცნიერების თავდადებული მფარველი.[1][2][3]

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორენცო პიერო მედიჩისა და ლუკრეცია ტორნაბუონის ვაჟი იყო, რომელიც ფლორენციის რესპუბლიკას სათავეში 20 წლის ასაკში ჩააუდგა. მისი თანამედროვეებიდან ცნობილი ხდება, რომ ფლორენციის ახალგაზრდა მმართველი გამოირჩეოდა არა მარტო ბრწყინვალე დიპლომატიური ნიჭითა და სახელმწიფოს მართვის შესაშური უნარით, არამედ დიდებულადაც ერკვეოდა სახვით ხელოვნებაში, პოეზიაში, ლიტერატურაში, მუსიკასა და რიგ მეცნიერებებშიც. გარდა ამისა ფლობდა რამდენიმე უცხო ენასაც. მისი მმართველობის ეპოქას “ფლორენციის აღორძინების” ხანას უწოდებენ. სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ მას დღემდე, როგორც რენესანსის ეპოქის იდეალურ მმართველს. მისი პოლიტიკური სიბრძნე მხოლოდ მტრებთან ომში არ ისახებოდა, არამედ მათთან მეგობრობაშიც, რასაც „დიპლომატიის მეფე“ უნაკლოდ ასულებდა კიდეც. ლორენცოს აღზრდაში თავდაპირველად უდიდესი წვლილი დაიდო დედამისმა – ლუკრეციამ, თუმცა მოგვიანებით იგი აღსაზრდელად მიაბარეს ისეთ ჰუმანისტებს, როგორებიც იყვნენ კრისტოფორო ლანდინო, მარსილიო ფიჩინო და იოანე არგიროპულოსი (დიდი ბიზანტიელი მეცნიერი). მათ ფლორენციის მომავალ მმართველს შესაწავლეს ფილოსოფია, ლათინური ენა, პოეზია და სხვა მეცნიერებები, რომელთა გულმხურვალე მფარველად იქცა კიდეც შემდგომში „დიდებულად“ წოდებული ლორენცო მედიჩი.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯო ვაზარის ტილო - „ლორენცო მედიჩის პორტრეტი“.

ძალაუფლების გამყარების შემდეგ ლორენცომ უპირატესობა არა ძლიერ არმიაზე, არამედ პოლიტიკურ ინტრიგებზე ზრუნვას მიანიჭა, რამაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. გაიჩინა მრავალი მოკავშირე, რომელთა შორისაც თავისი ყოფილი მტრებიც კი იყვნენ. მიუხედავად გაწონასწორებული პოლიტიკისა, 1478 წელს მედიჩებზე მაინც განხორციელდა თავდასხმა, რომელსაც მისი ძმა – ჯულიანი შეეწირა, თავად კი მძიმე ჭრილობები მიიღო. აღნიშნული თავდასხმის ორგანიზებას ხელმძღვანელობდნენ არქიეპისკოპოსი – სალვიატი და ფრანჩესკო პაცი, რომლებიც დაკავებული იქნენ თანამზრახველებთან ერთად. თავისი ჰუმანური იდეებით განთქმულმა ლორენცომ, ისე რომ სასამართლოც კი არ ჩატარებულა, შეთქმულები (სულ 200 კაცი) სიკვდილით დასაჯა.

არქიეპისკოპოსის სიკვდილით დასჯამ რომის ახალი პაპის სიქსტუს IV-ს აღშფოთება გამოიწვია (არის ვარაუდი,რომ ლორენცო მედიჩზე თავდასხმის უკან,სწორედ სიქსტუსი იდგა). მან არა მარტო ფლორენციის სახელმწიფოს მეთაური განკვეთა ეკლესიიდან, არამედ მთელი მთავრობაც. რომის პაპმა უმკაცრესად მოითხოვა მედიჩისა და მთელი ფლორენციული პოლიტიკური ელიტის სასამართლოს წინაშე წარსდგომა. სწორედ ამ დროს გამოამჟღავნა ლორენცომ თავისი გენიალური პოლიტიკური ნიჭი: იგი სრულიად მარტო გაემგზავრა თავის მტერთან, ნეაპოლის სამეფოს მეფესთან ფერდინანდ I-თან. ფლორენციაში დაბრუნებულმა მედიჩიმ კი „სამარადისო მეგობრობასთან“ ერთად, ფერდინანდთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებაც ჩამოიტანა, რამაც ფლორენცია გარდაუვალი ომისაგან იხსნა.

სხვა საქმიანობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორენცო მედიჩი. გიროლმაო მაჩიეტის ნახატი

ლორენცო მედიჩისათვის პოლიტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ხელოვნება, პოეზია და მეცნიერება. მისი პატრონაჟის ქვეშ იყო მოქცეული კარეჯში არსებული აკადემია, სადაც მოღვაწეობდნენ მისივე აღმზრდელი – მარსილიო ფიჩინო, პიკო დელა და მირანდოლა. აღნიშნული აკადემია მალევე იქცა ევროპული ნეოპლატონიზმის ცენტრად. ფლორენციის სასახლის კარზე ქმნიდნენ თავიანთ შედევრებს მიქელანჯელო ბუონაროტი, სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, დომენიკო გირლანდაო, ანდრეა დელ ვეროკიო და სხვა კორიფეები. ლორენცოს ბრძანებით აიგო ვილა, რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა ძველი რომაელი პატრიციების სასახლეებს. სწორედ იმ ვილაზე შეიქმნა საყოველთაოდ ცნობილი და უნიკალური – „მედიჩის ბაღები“.

აღსანიშნავია ის გარემოება რომ სწორედ ლორენცო მედიჩი იყო ევროპის პირველი საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებელი, სადაც ათიათასობით უნიკალური წიგნი და ხელნაწერი იყო დაცული. ასეთი შესანიშნავი ბიბლიოთეკა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის შემდეგ არსად არ არსებულა (დღესდღეობით, ამ ბიბლიოთეკას ლორენცოს პატივსაცემად „ლაურენციანა“ ეწოდება).

მედიჩების ცნობილ ბაღებში ჩამოყალიბდა პირველი სახვითი ხელოვნების აკადემია, სადაც მოღვაწეობდნენ – მიქელანჯელო ბუონაროტი, ლორენცო დი კრედი, ჯოვანი ფრანჩესკო რუსტიჩი, ანდრეა სანსოვინო და სხვები. ცნობილია ისიც, რომ ლორენცო თხზავდა შესანიშნავ ლექსებსაც. მის კალამს ეკუთვნის საყოველთაოდ ცნობილი პოემა – „დავა“ და „სასიყვარულო სონეტები“. მაკიაველი ლორენცოს შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„მასში ცხოვრობდა ორი ისეთი სხვადასხვა ადამიანი,რომელთა განცალკევება ერთმანეთისაგან ყოვლად წარმოუდგენელია“

.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1492 წლის 9 აპრილს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ლორენცო მედიჩი, რომელსაც მოგვიანებით მოსახლეობამ “დიდებული” უწოდა. როდესაც რომის პაპმა ინოკენტი VIII-მ გაიგო მისი გარდაცვალების შესახებ, განაცხადა „ლორენცო მედიჩის გარდაცვალებით დასრულდა მშვიდობა ფლორენციაშიო“.

აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მარმარილოს ქმნილება, სადაც გამოსახული არის ლორენცო მედიჩი, შექმნილი იქნა 1526-1534 წლებში გენიალური იტალიელი ხელოვანის მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ და იგი დღემდე ამშვენებს დიდი ფლორენციელი მმართველის საფლავის სრულ კომპოზიციას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lorenzo de' Medici, The Complete Literary Works, edited and translated by Guido A. Guarino (New York: Italica Press, 2016).
  • Miles J. Unger, Magnifico: The Brilliant Life and Violent Times of Lorenzo de' Medici (Simon and Schuster 2008) is a vividly colorful new biography of this true "renaissance man", the uncrowned ruler of Florence during its golden age.
  • Christopher Hibbert, The House of Medici: Its Rise and Fall (Morrow-Quill, 1980) is a highly readable, non-scholarly general history of the family, and covers Lorenzo's life in some detail.
  • F. W. Kent, Lorenzo de- Medici and the Art of Magnificence (The Johns Hopkins Symposia in Comparative History) (The Johns Hopkins University Press, 2004) A summary of 40 years of research with a specific theme of Il Magnifico's relationship with the visual arts.
  • Peter Barenboim, Michelangelo Drawings – Key to the Medici Chapel Interpretation (Moscow, Letny Sad, 2006) ISBN 5-98856-016-4, is a new interpretation of Lorenzo the Magnificent' image in the Medici Chapel.
  • Williamson, Hugh Ross, Lorenzo the Magnificent. Michael Joseph, London. (1974) ISBN 0-7181-1204-0
  • Parks, Tim, Medici Money: Banking, Metaphysics, and Art in Fifteenth-Century Florence (W. W. Norton & Company 2005) ISBN 0393328457, is a mixture of history and finance, documenting the logistics of Lorenzo and the Medici Banks

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Parks, Tim (2008). Medici Money: Banking, Metaphysics, and Art in Fifteenth-Century Florence. New York: W.W. Norton & Co, გვ. 288. 
  2. Fact about Lorenzo de' Medici (2008). წაკითხვის თარიღი: 2008-11-15.
  3. Kent, F.W. (2006). Lorenzo De' Medici and the Art of Magnificence. USA: JHU Press, გვ. 248. ISBN 0-8018-8627-9.