ფერდინანდო I მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერდინანდო I მედიჩი
Ferdinando i de' medici 12.JPG
ტოსკანის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 19 ოქტომბერი 1587
მმართ. დასასრული: 17 თებერვალი 1609
წინამორბედი: ფრანჩესკო I მედიჩი
მემკვიდრე: კოზიმო II მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 ივლისი 1549
ფლორენცია
გარდ. თარიღი: 17 თებერვალი 1609 (59 წლის)
ფლორენცია
მეუღლე: კრისტინა ლოთარინგიელი
შვილები: კოზიმო II მედიჩი
ელეონორა მედიჩი
კატერინა მედიჩი
ფრანჩესკო მედიჩი
კარლო მედიჩი
ფილიპინა მედიჩი
ლორენცო მედიჩი
მარია მადლენა
კლაუდია მედიჩი
დინასტია: მედიჩები
მამა: კოზიმო I მედიჩი
დედა: ელეონორ ტოლედოელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Coat of arms of the Grand Duchy of Tuscany (1562-1737).svg

ფერდინანდო I დე' მედიჩი (იტალ. Ferdinando I de' Medici; დ. 30 ივლისი 1549 — გ. 17 თებერვალი 1609) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და მისი მეუღლის, ელეონორ ტოლედოელის ვაჟი. 1587 წელს, თავისი ძმის ფრანჩესკო I-ის გარდაცვალების შემდეგ ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა. 1589 წელს იქორწინა კრისტინა ლოთარინგიელზე, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა, მათ შორის ერთი მომავალი ჰერცოგი კოზიმო II.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარდინალი ფერდინანდო დე მედიჩი

ფერდინანდო იყო კოზიმო I-ისა და მისი მეუღლის, ელეონორ ტოლედოელის მეხუთე შვილი. ელეონორი წარმოშობით ესპანელი დიდგვაროვანი იყო და გარდა ამისა, ნეაპოლშიც ჰყავდა ნათესავები. 1562 წელს 14 წლის ფერდინანდო კარდინალი გახდა და რომში გადავიდა საცხოვრებლად. გარდა კარდინალისა იგი იქ ადმინისტრატორის მოვალეობასაც ასრულებდა. რომში მან ააშენა მედიჩის ვილა, რომელიც მისივე თქმით ფლორენციას ახსენდება.

ტოსკანის დიდი ჰერცოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1587 წელს უშვილოდ გარდაიცვალა ფერდინანდოს უფროსი ძმა, ტოსკანის მმართველი ფრანჩესკო I. 38 წლის ასაკში ფერდინანდო ტოსკანის დიდი ჰერცოგო გახდა.

ხალხის აზრით ფერდინანდო იყო თავისი ძმის საპირისპირო ადამიანი, რომელიც ყველაფრით სჯობდა მას. იგი მუდამ ჩაფიქრებული იყო, იყო კეთილშობილი და ჰქონდა რბილი ხასიათი. მან ტოსკანაში სამართლიანობის აღდგენა განიზრახა და შეშფოთებას გამოთქვავდა არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი მმართველობის პერიოდში ტოსკანა აღორძინდა და ესპანეთისაგან განთავისულდა.

ფერდინანდომ ხელი მიჰყო ვაჭრობას და მედიჩების ბანკების მეშვეობით დიდი სიმდიდრეც მოიპოვა, რომლებიც ევროპის ყველა დიდ ქალაქში იყო გახსნილი. მან ტოსკანაში გამოსცა ტოლერანტობის ბრძანება, რის მიხედვითაც ებრაელების, ერეტიკოსებისა და მუსულმანების დევნა აიკრძალა. ამის გამო ტოსკანას მთელს ევროპაში დევნილი ებრაელებისა და კალვინისტების ბრბო მიაწყდა, რომლებიც ფერდინანდომ დიდსულოვნად შეიფარა. მან აგრეთვე თარგმნა და გამოსცა რამდენიმე არაბული, სპარსული და თურქული წიგნი.

ფერდინანდომ გააუმჯობესა ფლორენციის ინფრასტრუქტურაც. აგრეთვე ჯებირები აუშენა მდინარე არნოს. გაიყვანა პირდაპირი გზა ფლორენციიდან პიზაში. პიზას გარშემო გაიყვანა სარწყავი არხები, რამაც ხელი შეუწყო ამ ქალაქში მეურნეობის განვითარებას.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინა ლოთარინგიელი, ფერდინანდოს ერთადერთი მეუღლე

თავისი მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე იგი კვლავ კარდინალად დარჩა. 1589 წელს მან იქორწინა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ფრანგი მეუღლის, პრინცესა კლაუდია ვალუას უფროს ქალიშვილ კრისტინა ლოთარინგიელზე. წყვილმა საქორწინოდ მედიჩის ვილაში დიდი ზეიმი გამართა. თუმცა კრისტინას მზითვზე მალე მთელი იტალია ალაპარაკდა. მას მზითვად გაამოაყოლეს 600 000 ოქროს მონეტა და 50 000 უძვირფასესი გვირგვინი. ამას გარდა, კრისტინას საქორწინო საჩუქრად მისმა ბებიამ (დედის ხაზით), საფრანგეთის დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ ურბინოს საჰერცოგო აჩუქა, რომელიც ტოსკანის გვერდით მდებარეობდა და მალევე მიუერთეს ტოსკანას.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდოს საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ტოსკანის ესპანურიჰერცოგ ბატონობისაგან განთავისუფლებისაკენ. 1589 წელს საფრანგეთის მეფე ანრი III-ის მკვლელობის შემდეგ ტახტისათვის ატეხილ ომში იგი მიემხრო არა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს, არამედ ნავარის მეფე ანრი IV-ს. ფერდინანდომ ანრის დიდძალი ფული გაუგზავნა, გარდა ამისა გამოიყენა რომის პაპზე არსებული საკუთარი გავლენები და საფრანგეთის მეფედ სწორედ ანრი აკურთხებინა.

ანრიმ ფერდინანდოს ეს დახმარება არ დაუფასა და ტოსკანას ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაეხმარა. თუმცა მან მაინც შესძლო ესპანელების ტოსკანიდან გაძევება და შემდგომ მათთან კარგი ურთიერთობის დამყარება. იგი ესპანეთის მეფე ფილიპე III-ს მხარს უჭერდა ალჟირში კამპანიისას და ასევე ეხმარებოდა მის ბიძაშვილს, საღვთო რომის იმპერატორ რუდოლფ II-ს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთი ხარჯის გამო ფერდინანდომ ქვეყანაში გადასახადები გაზარდა. ამასთან მან დაიპყრო და მოიერთა მეზობელი სიენა.

ასევე ფერდინანდომ გააძლიერა ტოსკანის სამხედრო ფლოტი და არაერთი გამარჯვება მოიპოვა ჩრდილო აფრიკის სანაპიროებთან მოთარეშე მეკობრეებზე. 1607 წელს კი დაამარცხა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ესკადრა.

ფერდინანდო ოცნებობდა ჩრდილო აფრიკის დაპყრობაზე და ცდილობდა პორტუგალიისათვის წაერთმია ბრაზილიის კოლონია. 1608 წელს მისი ბრძანებით მოაწყვეს ექსპედიცია ბრაზილიაში და მდინარე ამაზონის მიდამოებში რათა იქ კოლონია შეექმნა. იგი გარდაიცვალა 1609 წლის 17 თებერვალს, ფლორენციაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კოზიმო II (1590-1621), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, იქორწინა ავსტრიის პრინცესა მარია მადლენა ჰაბსბურგზე.
  2. ელეონორა (1591-1617) გარდაიცვალა დაუქორწინებელი
  3. კატერინა (1593-1629), იქორწინა მანტუისა და სიენის ჰერცოგ ფერდინანდო გონძაგაზე
  4. ფრანჩესკო (1594 - 1614), გარდაიცვალა დაუქორწინებელი
  5. კარლო (1595-1666), გარდაიცვალა დაუქორწინებელი
  6. ფილიპინა (1598-1602), გარდაიცვალა მცირეწლოვანი
  7. ლორენცო (1599-1648), გარდაიცვალა დაუქორწინებელი
  8. მარია მადლენა (1600-1633), გარდაიცვალა დაუქორწინებელი
  9. კლაუდია (1604-1648), პირველად იქორწინა ურბინოს ჰერცოგ ფრედერიკო დელა როვერეზე, ხოლო მეორედ ავსტრიის ერცჰერცოგ ლეოპოლდ V-ზე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ferdinando I De Medici, Document Inviting Jewish Merchants to Settle in Livorno and Pisa, in Italian, Manuscript on Vellum, Florence, Italy, 10 June 1593 (fac-simile)
  • Strong. Roy, C. Art and power: Renaissance festivals, 1450-1650. p. 129.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]