იობი (მთავარეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი))

იობ მთავარეპისკოპოსი — ქართლის ეკლესიის მესამე მამამთავარი დაახ. IV საუკუნის 70–90-იან წლებში. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით — „იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი“[1] (N/Sin48: „ნერსეს სომეხთა კათალიკოზისა მთავარდიაკონი“[2]), ეპისკოპოსად დაჯდა თრდატის, ბაკურის ძმის მეფობაში, „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით — მირდატ ბაქარის ძის.[3] „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოგვითხრობს, რომ ამ იობის დროს „მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით“.[4][5] იობი მთავარეპისკოპოსად ჩანს ვარაზ-ბაკურის („მეფეთა ცხოვრებით“ — ვარაზ-ბაქარი. შეცდომით იქ მას იობის ნაცვლად იაკობი ეწოდება[6]) დროსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 325
  2. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16
  3. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 132
  4. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 325
  5. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16
  6. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 137
წინამორბედი:
იაკობი
მცხეთის მთავარეპისკოპოსი
დაახ. IV ს–ის 70–90-იანი (?) წლები
შემდეგი:
ელია